ბავშვის სახე ყიბლისკენ


როგორ უნდა დაიმარხოს ქრისტიანი ქალი რომელიც ორსულობისას გარდაიცვალა და რომელსაც ჰყავდა მუსლიმი ქმარი? იბნი თაიმიას ჰკითხეს ქრისტიანი ქალი შესახებ, რომლის ქმარი მუსლიმი იყო;
ქალი გარდაიცვალა შვიდი თვის ფეხმძიმე და ნაყოფი მუცელში დარჩა და მუსლიმების გვერდით უნდა დაიმარხოს თუ ქრისტიანების? მან უპასუხა:
ის ქალი არ უნდა დაიმარხოს მუსლიმანების სასაფლაოზე, და არც ქრისტიანების სასაფლაოზე რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ გყვავს მუსლიმანი და ქააფირი ერთად, და ქააფირი არ შეიძლება დაიკრძალოს მუსლიმანების სასაფლაოზე და არც მუსლიმანი არ უნდა დაიკრძალოს ურწმუნოების სასაფლაოზე. ის ქალი ცალკე დაკრძალეთ ზურგით ყიბლისკენ, იმიტომ, ვინაიდან ბავშვის სახე ამგვარად ყიბლისკენ იქნება. მუცელში დარჩენილი ბავშვი მუსლიმანია, რადგან მისი მამაა მუსლიმანი, თუნდაც დედა ურწმუნო იყოს. ეს სწავლულთა ერთსულოვანი აზრით ასეა.
(ფატავა ალ-ქუბრა 3:24-25)