ალლაჰის არში წყალზე იყო.


და იგია, ვინც გააჩინა ცანი და ქვეყანა ექვს დღეში და მისი 'არში წყალზე იდგა...
(სურა ჰუდ 11:7)


ალლაჰის ეს სიტყვები ნიშნავს, რომ ვიდრე შექმნიდა ცებს და დედამიწას და ყველაფერს რაც მასშია, მისი ტახტი წყალზე იყო. ყათადამ თქვა: თქვენმა ღმერთმა გაცნობათ, რომ მან შექმნა ის (ტახტი), ვიდრე შექმნიდა ცებს და დედამიწას.
(თაფსირ ალ-ტაბარი 15:246)

იმრან იბნ ჰუსეინი გადმოსცემს, რომ რამდენიმე ადამიანი მივიდა შუამავალთან და უთხრეს: ჩვენ გვინდა გკითხოთ, თუ რა იყო ამ სამყაროს დასაწყისი? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: იყო ალლაჰი და არაფერი არ ყოფილა მასზე უწინ და მისი ტახტი(‘არში) წყალზე იდგა, შემდეგ მან შექმნა ცები
და დედამიწა და დაწერა ყველაფერი წიგნში.
(ბუხარი 97:7418)

ეს აიათი და ჰადისები მიუთითებს შექმნის საწყისზე და ამბობს, რომ ალლაჰის ტახტრევანი წყალზე იყო ცათა და დედამიწის შექმნამდე. მომდევნო ჰადისი უფრო ნათლად ამბობს სათქმელს:

აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰმა დაწერა ქმნილებების ბედისწერა ორმოცდაათიათასი წლით ადრე, ვიდრე შექმნიდა ცებს და დედამიწას, და მისი ტახტი ('არში) იყო წყალზე.
(მუსლიმი 2653)