წინაპრების გზა, თუ ის წინაპრები სალაფები არ არიან - არასწორია.




უზენაესი ალლაჰი ბრძანებს, რომ ხალხი შეცდა როცა გაყვა გზააბნეულ წინაპრებს.

უეჭველად, მათ მათი მამა-პაპანი ჰპოვეს გზააბნეულნი. და ისინიც მათ კვალდაკვალ მიისწრაფიან.
(სურა საფფათ 37:69-70)


სხვა აიათში ალლაჰი გვამცნობს, რომ უცოდინრები ირჩევენ წინაპართა გზას და არა ალლაჰის გზას.

და როცა ეტყვიან მათ: მიჰყევით იმას, რაც ალლაჰმა გარდმოგივლინათ! პასუხობენ: არა, ჩვენ იმას მივყვებით, რაზეც ჩვენი მამები იდგნენ. მაშინაც, თუკი მათი მამები ვერაფერს ხვდებოდნენ, და ჭეშმარიტ გზაზე არ იყვნენ?
(სურა ბაყარა 2:170)


წინაპრებზე მიყოლა, დაღუპვის წინაპირობაა და საჭიროა თავჰიდის და რელიგიის სწავლა რომ არ მოვხვდეთ იმათ რიცხვში, რომლებიც წინაპრებს მიჰყვებიან. თუ ადამიანს ცოდნა არ ექნება ის ვერ აირჩევს ალლაჰის რელიგიას და სწორ გზას. ადამიანმა უნდა გამოავლინოს მისწრაფება ცოდნის მიღებისკენ.

შეიხულ ისლამ იბნი თაიმია ამბობდა:
ყველა, ვისაც არ აქვს ცოდნა, გაყვება ვნებას.
(ალ-ამრუ ბილ მა'რუფ 37)

იბნ ალ-ყაიმმა თქვა:
ალლაჰმა გაჰყო საქმე ორ ნაწილად, და არ არსებობს მესამე. ან გაჰყვება ალლაჰისაგან და მისი შუამავლისაგან მოსულს, ან გაყვება ვნებას. ყველაფერი, რაც არ არის ალლაჰისაგან და მისი შუამავლისგან - არის ვნება.
(ლამულ მუაქ'ი 1:81)

იბნ თაიმიამ თქვა:
«იუდეველების ერთი ჯგუფი მივიდა შუამავალთან და უთხრეს:
ჩვენ ვამტკიცებთ რომ შენ ალლაჰის შუამავალი ხარ 'შუამავალმა ჰკითხა: მაშინ რატომ არ მომყვებით მე?» მათ უპასუხეს: «იუდეველების გვეშინია».
აქედან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ ჭეშმარიტების უბრალოდ ცოდნა და ჭეშმარიტების ენით წარმოთქმა არ არის საკმარისი რწმენისათვის. იმისათვის, რომ რწმენა იყოს სრულყოფილი, აუცილებელია არ გააკეთო რწმენის საწინააღმდეგო. მსგავს მდგომარეობაში იყო აბუ ტალიბი (ალლაჰის შუამავლის ბიძა) არსებობს გადმოცემები, რომ მან თქვა:»
მე მივხვდი, რომ მუჰამმადის რელიგია ყველა რელიგიებს შორის საუკეთესოა» მაგრამ ჰქონდა იმის შიში, რომ მისი ხალხი გაკიცხავდა და უარყოფდა მას, ამიტომ ის მოერიდა პრაქტიკაში თავჰიდის აღიარებას.
(მაჯმუ'ულ ფაატვა ტ 7)

იბნ ალ-ყაიმმა თქვა:
» რაც შეეხება ქედმაღლობით ჩადენილ ურწმუნოებას, იბლისის ურწმუნოება ამ სახეობისაა იმიტომ, რომ მან უარყო ალლაჰის ბრძანება, გაამაყდა და არ დაემორჩილა ალლაჰის ბრძანებას. მან, ვინც იცის, რომ შუამავალი გვაცნობებს ჭეშმარიტებას, მაგრამ სიამაყის გამო არ აღიარებს და არ მიჰყვება მას, ის სჩადის ურწმუნოებას. აბუ ტალიბის ურწმუნოებაც ამ სახეობისაა იმიტომ, რომ მან აღიარა ალლაჰის შუამავალი, არც დაეჭვებულა მის სიმართლეში, მაგრამ ოჯახის მიმართ სიყვარულმა და წინაპრების პატივისცემამ ხელი შეუშალა მას ისლამში შესასვლელად.
(მადარიჯის-სალიქინ, ტ 1 გვ.337) შემდეგი აიათებიც იმის დასტურია, რომ შეცდომაში მყოფ წინაპრებზე მიყოლა არის შეცდომა და დანაშაული ვინაიდან ალლაჰმა გვაცნობა თუ ვის უნდა მივყვეთ - ეს არის ალლაჰის გზა.

بَلْ قَالُوٓا۟ إِنَّا وَجَدْنَآ ءَابَآءَنَا عَلَىٰٓ أُمَّةٍۢ وَإِنَّا عَلَىٰٓ ءَاثَـٰرِهِم مُّهْتَدُونَ დიახ, თქვეს მათ: ჩვენ ვპოვეთ ჩვენი მამები ამ სჯულზე, და ჩვენ მათ კვალდაკვალ, წრფელი გზით მივდივართო.
وَكَذَ‌ٰلِكَ مَآ أَرْسَلْنَا مِن قَبْلِكَ فِى قَرْيَةٍۢ مِّن نَّذِيرٍ إِلَّا قَالَ مُتْرَفُوهَآ إِنَّا وَجَدْنَآ ءَابَآءَنَا عَلَىٰٓ أُمَّةٍۢ وَإِنَّا عَلَىٰٓ ءَاثَـٰرِهِم مُّقْتَدُونَ და ამგვარად, არ წარმოგვიგზავნია შენზე უწინ რომელიმე ქალაქში ერთი შემგონებელიც კი ისე, რომ არ ეთქვათ ფუფუნებით განებივრებულებთ: ჩვენ ვპოვეთ ჩვენი მამები ამ რელიგიაზე და ჩვენ მათ კვალდაკვალ მივდივართო.
قَـٰلَ أَوَلَوْ جِئْتُكُم بِأَهْدَىٰ مِمَّا وَجَدتُّمْ عَلَيْهِ ءَابَآءَكُمْ ۖ قَالُوٓا۟ إِنَّا بِمَآ أُرْسِلْتُم بِهِۦ كَـٰفِرُونَ უთხარი: მაშინაც, თუკი მოვიდოდი იმაზე უფრო სწორი გზით, რაზეც თქვენი მამები ჰპოვეთო?! თქვეს: ჩვენ, რითაც შენ წარმოგზავნილხარ, იმის არა გვწამსო.
فَٱنتَقَمْنَا مِنْهُمْ ۖ فَٱنظُرْ كَيْفَ كَانَ عَـٰقِبَةُ ٱلْمُكَذِّبِينَ და დავსაჯეთ ისინი, და შეხედე, როგორი იყო მატყუარების აღსასრული
(სურა ზუხრუფი 43:22-25)

ამავე სურის მომდევნო აიათებში კი ვკითხულობთ საუკეთესო სიტყვებს, თუ როგორ უთხრა იბრაჰიმმა მის ხალხს და წინაპრებს:

وَإِذْ قَالَ إِبْرَ‌ٰهِيمُ لِأَبِيهِ وَقَوْمِهِۦٓ إِنَّنِى بَرَآءٌۭ مِّمَّا تَعْبُدُونَ და უთხრა იბრაჰიმმა თავის მამას და ხალხს: მე შორს ვარ იმისგან, რასაც თქვენ ეთაყვანებით.
إِلَّا ٱلَّذِى فَطَرَنِى فَإِنَّهُۥ سَيَهْدِينِ იმის გარდა, ვინც შემქმნა, იგი დამადგენს ჭეშმარიტ გზაზე.
وَجَعَلَهَا كَلِمَةًۢ بَاقِيَةًۭ فِى عَقِبِهِۦ لَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ და დაადგინა იგი მარადიულ სიტყვად მის შთამომავლებში, რათა ეგების დაბრუნდნენ.
(სურა ზუხრუფი 43:27-28)

რაც შეეხება ბოლო სიტყვებს - რათა ეგების დაბრუნდნენ - ამ სიტყვების შესახებ იბნ ქასირის თაფსირში მოყვანილია
იქრიმის, მუჯაჰიდის, ად-დაჰჰაყის, ყათადამ და ას-სუდიმ თქვეს:
რათა ეგების დაბრუნდნენ - ეს სიტყვები ნიშნავს 'ლა ილაჰა ილლა ლლაჰ-ს'

ისლამის საფუძვლიდან არის, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არ არის და მოითხოვს ამ სიტყების პრაქტიკაში შესრულებას.

ალლაჰმა უკეთ იცის.