წამება ისლამში.


დაუშვებელია მუსლიმანისთვის აწამოს ადამიანი ან მიაყენოს იმაზე მეტი ზიანი დამნაშავეებს რაც დაშვებულია ალლაჰის შარიათის ფარგლებში.

ჰიშამ იბნ ჰაქიმი სირიაში რამდენიმე ადამიანის გვერდით გავიდა, რომლებსაც მზეზე აყენებდნენ და თავზე ზეთს ასხამდნენ. მან ჰკითხა: რა არის ეს? უთხრეს: ისინი ისჯებიან გადასახადის გადაუხდელობის გამო. ჰიშამმა თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა:
უეჭველად, ალლაჰი აწამებს იმას, ვინც აწამებს ხალხს ამქვეყნად.
(საჰიჰ მუსლიმი 2613)

ჯაბირ ბინ აბდულლაჰი გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
არ აწამოთ უზენაესი ალლაჰის ქმნილებები.
(ადაბ ალ-მუფრად 188)

ეს არის ერთ-ერთი დიდი ცოდვა, რომელიც იწვევს ჯოჯოხეთის ცეცხლში მოხვედრას. თუნდაც აწამო ადამიანი ან ცხოველი.

აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალმა (ალაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ქალი დაისაჯა იმიტომ რომ კატა, რომელიც მას ჰყავდა, გამოამწყვდია და მოკვდა. ის შევიდა ცეცხლში იმიტომ, რომ მან აღარ მისცა საკვები და წყალი როცა გამოამწყვდია, და არც გაანთავისუფლა, რათა ეჭამა მას მიწის მწერები.
(ბუხარი 3482)

დასასრულს ვიტყვით, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აუკრძალა მუსლიმებს ხალხის წამება.