აბდესი თოვლით


ადამიანმა თოვლი რომ აიღოს და აბდესის აღების მიზნით სახეზე მოისვას, თუ თბილი ამინდია, თოვლი დნება და თოვლის ნადნობი წყალი იღვრება, ამგვარად აღებული აბდესი მიღებულია. ხოლო თუ ამინდი თბილი არ არის, მაშინ - მალიქისა და ავზა'ის შეხედულებებისგან განსხვავებით - ასე აღებული აბდესი მიუღებელია. რადგანაც აიათში მოცემული ბრძანებიდან „დაიბანეთ“ გამომდინარე დაბანაა აუცილებელი. დაუდნობელი თოვლით მოწმენდა დაბანად არ ითვლება, აქედან გამომდინარე ამგვარი აბდესი მიუღებელია.
(წყარო: ფაჰრედდინ რაზი. მეფათიჰუ'ლ-ღაიბ, 5:6-ე აიათის თაფსირი.)