რას ნიშნავს თაყვანისცემა?


იბნულ ყაიმმა თქვა: თაყვანისცემას (იბადას) აქვს თხუთმეტი პირობა და ვინც აღწევს მათ, აქვს სრულყოფილი თაყვანისმცემლის წოდება" უბუდია არის ყოვლისმომცველი ტერმინი რომელიც მტკიცდება შემდეგი აიათით:
მხოლოდ შენ გცემთ თაყვანს, და მხოლოდ შენ გთხოვთ შეწევნას
(სურა ფათიჰა 1:5)
ეს გულისხმობს გულით მორჩილებას, ენით და სხეულით.
ასევე "იბადა(თაყვანისცემა) არსებობს ხუთი ტიპის, რომელიც არის:
1. ფარდი(სავალდებულო)
2. მუსთაჰაბ (რეკომენდირებული, მოსაწონი)
3.ჰარამი (აკრძალული)
4. მაქრუჰი (მოუწონარი)
5. მუბაჰი (დასაშვები)

ისინი ვრცელდება გულზე, ენაზე და სხეულზე. თაყვანისცემა თუ გადასცდა შარიათის ნორმებს, ის იქნება ალლაჰისთვის მიუღებელი, რადგანაც იგი მხოლოდ ისეთი თაყვანისცემით არის კმაყოფილი, როგორიც მან გვიბრძანა და მოიწონა. შარიათში 'იბადათში ითვლება რაც ალლაჰმა ბრძანა, ესეიგი ყველაფერი რაც მას სურს და უყვარს (შინაგანი ქმედებები და ნათქვამი).
ასე ახნსა შაიხულ ისლამ იბნი თაიმიამ და ამ ახსნას ყველა ეთანხმება. ვინც აკეთებს რაიმე ქმედებას, მხოლოდ იმიტომ რომ ალლაჰმა უბრძანა მას, მან ალლაჰს თაყვანი სცა. საპირისპირო შემთხვევაში, ვინც თაყვანისცემის რომელიმე სახეს ვინმეს მიუძღვნის ალლაჰის გარდა, ის ხდება მუშრიქი, და ეს არის სწავლულების იჯმა. (ერთსულოვანი აზრი)