ჯუმის სუნნეთები


ეს არ არის შუამავლისგან(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გადმოცემული, რომ იყოს დადგენილი რეგულარული სუნნა. და არ არის გადმოცემული არცერთი მისი საჰაბასგან (ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი). არ არის სწორი, რომ ილოცო სუნნათები პარასკევს(ჯუმაზე) ზუჰრის დროს რადგან ჯუმა,არ არის ზუჰრი. გადმოცემულია, რომ იბნ მასუ'დმა ოთხი რაქაათი ილოცა ჯუმის წინ და ოთხი რაქაათი ჯუმის შემდეგ, ეს გადმოგვცა ათ-თირმიზმა მუ'ლაყანში რომელსაც უწოდა სუსტი. ათ თაბარანი და აბდ ალ-რაზზაყი გადმოგვცემენ, რომ ისნადს აქვს სისუსტე და შეფერხებები. და ამგვარი გადმოცემის ციტირება არ შეიძლება როგორც მტკიცებულება.
(ფათავა ალ ლაჯნაჰ ად-დამი'აჰ 8:261)

ალ ალბანმა თქვა: (ეს არის) მუნქარი(სილსილა ად'და'იფა 3:83)

ალ ირაყმა თქვა: მე არ მინახავს არაფერი, სამი იმამისგან, რომ რეკომენდირებულია სუნნა(ჯუმამდე). ალ ალბანმა გაუკეთა ამას კომენტარი: ამ მიზეზის გამო არ ეწოდება ამას სუნნა, იმამ შაფის ქითაბ ალ უმში და აჰმად იბნ ჰანბალის ალ-მასა'ილში და სხვა ადრეული იმამებისგან, როგორც მე ვიცი. აქედან გამომდინარე მე ვამბობ:
ვინც ილოცავს ამ სუნნას, ის არ ბაძავს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)...
(ყაულ ალ მუბინ 60, 374)

იბნ ალ ყაიმმა (ლოცვა ჯუმის მერე) ზაადში 1:140 თქვა:
აბულ აბბას იბნ თაიმიამ თქვა: თუ ლოცულობს მესჯიდში(მეჩეთში), მაშინ უნდა ილოცოს ოთხი, და თუ ლოცულობს სახლში მან უნდა ილოცოს ორი. მე ვამბობ: ამაზე მიუთითებს ჰადისებიც. სუნან აბუ დაუდში (1130)

იბნ უმარი როცა ლოცულობდა მესჯიდში(მეჩეთში) იგი ლოცულობდა ოთხს და როცა ლოცულობდა სახლში, ლოცულობდა ორს.

სალიმი მამამისისგან გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ორი რაქაათი ილოცა ჯუმის შემდეგ.
(თიზმირი 4:521)

ეს სუნნეთები არის ჯუმის ფარძის შემდეგ. თუ მლოცველი რჩება მესჯიდში მან უნდა ილოცოს ოთხი რაქაათი. თუ ის აპირებს სახლში წასვლას მან უნდა ილოცოს სახლში ორი რაქაათი.

და ალლაჰმა უკეთ იცის.