თასავუფი (სუფიზმი)


იბნი თაიმიამ თქვა: სიტყვა ალ-სუფია (სუფიზმი) მოდის მატყლის ტანსაცმლის ტარებიდან (ე.ი მატყლის ტანსაცმელს ატარებდნენ). ეს არის ამ სიტყვის სწორი მნიშვნელობა. ასევე ამბობენ, რომ ეს სიტყვა მოდის სიტყვიდან საფვათ ალ-ფუყაჰადამ (სწავლულთა ელიტა) ან სუფა იბნ ადდ ტანიჯადან, არაბი ტომისგან, რომლებიც ცნობილი იყვნენ ასკეტიზმით ან აჰლ ას-სუფფასგან (ღარიბი მუსლიმები მედინაში შუამავლის დროს, რომლებიც მეჩეთში რჩებოდნენ) ან საფასგან (მექის მთებისგან) ან სიტყვიდან ალ-საფვადან (რაც ნიშნავს ელიტას) ან გამოთქმიდან ალ-საფფ ალ-მუყადდამ ბაინა იადაი ალლაჰ (ყველაზე მაღალი წოდება ალლაჰის წინაშე). ეს ყველა შეხედულება სუსტია და მტკიცებულებას არ ექვემდებარებიან, და ეს სიტყვები სუფიზმს არ აღნიშნავს.
(მაჯმუ'ულ ფატავა 11:195)

სუფიზმი, მუსლიმანების პირველ სამ თაობაში ცნობილი არ იყო, ის შემდეგ იქნა გამოგონილი. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა მუსლიმანების პირველ სამ თაობაზე:

საუკეთესო ადამიანები არის ჩემს თაობაში, შემდეგ - მათ მომდევნოსა და მომდევნოების მომდევნოში.
(ბუხარი 6428)

ასევე იბნი თაიმიამ თქვა: სიტყვა სუფიზმი, ცნობილი არ იყო პირველ სამ თაობაში (რომელიც ზემოთ მოყვანილ ჰადისშია ნათქვამი), არამედ ის შემდეგ გახდა ცნობილი (ე.ი სიახლეა).
(მაჯმუ'ულ ფატავა 11:5)

აიშა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც შეასრულებს ისეთ საქმეს, რომლის შესახებაც არ არის ჩვენი ბრძანება, უარყოფილი იქნება.
(მუსლიმი 1718)

ვისთვისაც შუამავლის სუნნეთი ძვრიფასია, ვისთვისაც მისი დანაბარები, მოცემული რჩევა, გაფრთხილება და მოწოდება მნიშვნელოვანია, მას იმაზე ფიქრიც კი არ ექნება, როგორ უნდა დაუთმოს დრო სიახლის კეთებას თუ ქადაგებას. ვისთვისაც სუნნეთი ძვირფასი გახდება, მისთვის, ნებისმიერი სახის სიახლე მიუღებელი იქნება. იმამ აჰმადმა თქვა: სუნნეთის ფუნდამენტალური პრინციპია: მოერიდეთ ყველა სიახლეს და გზააბნევას.
(უსულ ას-სუნნა გვ 1)

სუნნეთი არის ალლაჰის შუამავალზე გაყოლა. ალლაჰის შუამავალზე გაყოლა, ალლაჰმა, ალლაჰის სიყვარულად და ცოდვების პატიების მიზეზად შეაფასა:

უთხარი: თუ გიყვართ ალლაჰი, მე გამომყევით, და ალლაჰიც შეგიყვარებთ, და გაპატიებთ თქვენს ცოდვებს, რადგან ალლაჰი შემწყნარებელი და მწყალობელია!
(სურა ალი იმრან 3:31)


გიყვარს ალლაჰი? გინდა ცოდვები გეპატიოს? მაშინ მიატოვე ნებისმიერი სიახლე და გაყევი სუნნეთს. და ბოლოს საჭირო შეხსენება:

შეიხ მუყბილმა თქვა:
მე ვურჩევ სუნნეთის მიმყოლებს განშორდნენ სიახლის მიმყოლებს და ააშენონ საკუთარი მეჩეთები, თუნდაც იყოს მიწისგან, ხოლო სახურავი კი პალმის ტოტებისგან. სუნნეთის მიმყოლები ვერ შეძლებენ ალლაჰის შუამავლის სუნნეთის გავრცელებას, სანამ არ განშორდებიან სიახლის მიმყოლებს, რადგან ისინი, არასოდეს მისცემეთ სუნიტებს (სუნნას ხალხს), მშვიდად გაავრცელონ სუნნეთი.
(თუჰფათ აულ-მუჯინ გვ 208)