სივაქთან ერთად ნალოცი


კითხვა:
'ორი რაქაათი სივაქთან ერთად ნალოცი სამოცდაათ რაქაათზე უკეთესია რომელიც არაა სივაქთან ერთად' - ჰადისის შესახებ მაინტერესებს სანდო ჰადისია?
პასუხი:
ქება-დიდება ალლაჰს. პირველ რიგში თქვენს მიერ მოყვანილი ჰადისის სწორად გასაგებად მინდა აღვნიშნო: სივაქთან ერთად ნალოცი ნიშნავს - როცა აბდესს იღებ და პირის ღრუს მისვაქით (სივაქით) იწმენდ ეს არის სივაქთან ერთად ნალოცი. ეს აღვნიშნე, რადგან ვინც ისლამში, ვინც კარგად ვერ ერკვევა ვერ გაიგებს ამ ჰადისს. სივაქი სუნნეთია და თაყვანისცემის ერთ-ერთი საქმე როცა აბდესს ვიღებთ და ვიყენებთ სივაქს.

ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: السِّوَاكُ مَطْهَرَةٌ لِلْفَمِ مَرْضَاةٌ لِلرَّبِّ
მისვაქი(სივაქი) არის პირის ღრუს სისუფთავისთვის და ღმერთის კმაყოფილებისთვის
(ნასაი 1:5)

რაც შეეხება თქვენს მიერ ხსენებულ ჰადისს 'ორი რაქაათი სივაქთან ერთად ნალოცი სამოცდაათ რაქაათზე უკეთესია რომელიც არაა სივაქთან ერთად' სუსტი ჰადისია და არ არის სანდო (საჰიჰი). და ჩვენთვის მხოლოდ სანდო ჰადისები საკმარისია. ქება- დიდება ალლაჰს.
(მაჯმუ ფატავა 26:288)

ასევე ალ-ბაიჰაყიმ ამ ჰადისზე თქვა, რომ სუსტია ეს ჰადისი და არ არის ძლიერი ისნადით (გადმომცემთა ჯაჭვით).
(ბაიჰაყი 1:38)

იგივე თქვა იბნ ალ-ყაიმმაც ალ-მანარ ალ-მუნიფში გვ 17:
'ეს ჰადისი სანდო არ არის'.

(ასევე იხილეთ წყაროები იმამ ნავავის მიერ ნათქვამი ალ-ხალასში 1:88 და ალბანის მიერ ნათქვამი და'იფ ალ-ჯამში 3519)

ალლაჰმა უკეთ იცის.