კურთხეულია ის სიმდიდრე, რომელიც სწორად იხარჯება.


ალლაჰი ამბობს:
გეკითხებიან ისინი შენ: რა გავცეთ? უპასუხე: რასაც გასცემთ, სიკეთეს - მშობლებისთვის, ახლობლებისთვის, ობლებისთვის, უპოვრებისთვის, მოგზაურებისთვის. და რა სიკეთესაც იქმთ, ჭეშმარიტად, ალლაჰი იცის!
(ბაყარა 2:215)


ჰეი, ადამიანებო! ჭამეთ რაც არის ნებადართული და სუფთა ამ ქვეყანაზე, და ნუ გაჰყვებით ეშმაკის კვალთ, რამეთუ იგი აშკარა მტერია თქვენი.
(ბაყარა 2:168)

მალიქ იბნ ნადია გადმოსცემს:შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუკი ალლაჰი მოგცემთ სიმდიდრეს, დაე გეტყობოდეთ მისი წყალობისა და სიუხვის კვალი.
(აბუ დავუდ 4063)

აბდულლაჰ იბნ მას’უდი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ნურავისი ნუ შეგშურდებათ ორი ვინმეს გარდა: ადამიანის რომელსაც ალლაჰმა მისცა ქონება და ის ხარჯავს მას მართალ გზაზე, და ადამიანის რომელსაც ალლაჰმა მისცა სიბრძნე (რელიგიური ცოდნა) და ის იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ასწავლის მას სხვებსაც.
(ბუხარი 3:73)

სა'დი გადმოსცემს:
შუამავალი მესტუმრა მაშინ, როცა მექაში ვიმყოფებოდი. მე ვუთხარი მას: შეიძლება გავცე მთელი ქონება? არა. - მან მითხრა. მაშინ მე ვუთხარი: მისი ნახევარი? არა. - მიპასუხა მან. და მისი მესამედი? - ისევ ვკითხე მე. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრა: დიახ მესამედი, მაგრამ ესეც ბევრია. ის, რომ შენს მემკვიდრეებს დაუტოვებ ქონებას უკეთესია, ვიდრე დატოვებ იმაზე დამოკიდებულს, რაც აქვს ხალხს. რაც არ უნდა დახარჯო ეს მოწყალებაა შენთვის, თუნდაც ის, რომ გამოკვებავ შენს ცოლს.
(ბუხარი 5039)

აბუ სა'იდი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: რაც მცირე და საკმარისია უკეთესია იმაზე, რაც უხვია და დაუდევარი.
(მუსნად აბი უალა 1039, საჰიჰ ალ-ჯამი 5653)

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:კარგი სიმდიდრე შესანიშნავია მართალი კაცისთვის.
(მუსნად აჰმად 17096, ადაბ ალ-მუფრად 299)

იმამ ალ-ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: ყველა უმმათში (ხალხში) არის კერპი რომელსაც ეთაყვანებიან, და ამ უმმათში კერპი არის დინარი და დირჰამი. (ე.ი ქონება).
(ალ-ადაბ აშ-შარია 3:297)

ალლაჰმა უკეთ იცის