სიბრძნე.


სიბრძნე არის ალლაჰის საჩუქარი, სიბრძნე არის ალლაჰის ხელში და მას მიიღებს მხოლოდ ის, ვისაც ღმერთი ისურვებს. სიბრძნე არის უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: يُؤْتِى ٱلْحِكْمَةَ مَن يَشَآءُ ۚ وَمَن يُؤْتَ ٱلْحِكْمَةَ فَقَدْ أُوتِىَ خَيْرًۭا كَثِيرًۭا ۗ وَمَا يَذَّكَّرُ إِلَّآ أُو۟لُوا۟ ٱلْأَلْبَـٰبِ
(ალლაჰი) სიბრძნეს აძლევს, ვისაც ინებებს. ხოლო ვისაც სიბრძნე ებოძა, მიეცემა ბევრი სიკეთე. და ვერ ჩაწვდება ამას, გონიერთა გარდა.
(სურა ბაყარა 2:269)

აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
الْكَلِمَةُ الْحِكْمَةُ ضَالَّةُ الْمُؤْمِنِ فَحَيْثُ وَجَدَهَا فَهُوَ أَحَقُّ بِهَا
ბრძნული სიტყვა მორწმუნის დაკარგული ქონებაა, და სადაც იგი იპოვის მას, მაშინ ის უფრო ღირსია ამის
(თირმიზი 2687)

აბუ ნუაიმი გადმოსცემს: ერთმა კაცმა უთხრა: ბევრია ჩვენს შორის სწავლული. ფუდაილმა უთხრა: الْعُلَمَاءُ كَثِيرٌ فَقَالَ الفضيل الْحُكَمَاءُ قَلِيل
სწავლულები ბევრნი არიან, მაგრამ სიბრძნე ცოტას აქვს.
(ჰილიათ ალ-ავლია 8:92) ცოდნით შესაძლოა ბევრი ისწავლო მაგრამ ვერ ხვდებოდე სად რა გააკეთო და როგორ მოიქცე კონკრეტულ სიტუაციებში.
სიბრძნე არის ალლაჰის საჩუქარი და წყალობა როგორც მან თქვა ყურანში:
يُؤْتِى ٱلْحِكْمَةَ مَن يَشَآءُ ۚ وَمَن يُؤْتَ ٱلْحِكْمَةَ فَقَدْ أُوتِىَ خَيْرًۭا كَثِيرًۭا ۗ وَمَا يَذَّكَّرُ إِلَّآ أُو۟لُوا۟ ٱلْأَلْبَـٰبِ
(ალლაჰი) სიბრძნეს აძლევს, ვისაც ინებებს. ხოლო ვისაც სიბრძნე ებოძა, მიეცემა ბევრი სიკეთე. და ვერ ჩაწვდება ამას, გონიერთა გარდა.
(სურა ბაყარა 2:269)

შენ შეიძლება დაინახო ძალიან ენაწყლიანი მცოდნე მაგრამ არ იყოს ბრძენი.

იბნ ალ-ყაიმმა თქვა: الْحِكْمَةُ إِذًا فِعْلُ مَا يَنْبَغِي عَلَى الْوَجْهِ الَّذِي يَنْبَغِي فِي الْوَقْتِ الَّذِي يَنْبَغِي
სიბრძნე არის სწორი საქმის გაკეთება სწორ დროს.
(მადარაჯი სალიქინ 2669)

სიბრძნე არ არის მხოლოდ ცოდნა. სიბრძნეა იცოდე სად როგორ მოიქცე რომ შეინარჩუნო შენი რწმენა. სიბრძნე არ მოდის ისლამურ უნივერსიტეტებში და ბევრი გადმოცემების დაზეპირებით, არც რელიგიის სწორი გაგება მოდის უნივერსიტეტებში სწავლით.

სიბრძნე და რელიგიის სწორი გაგება მოდის მხოლოდ ალლაჰის წყალობით.

სიბრძნის ნიშანზე გვაცნობა ალლაჰის შუამავალმა, რომ ბრძენი ბევრს არ ლაპარაკობს თუნდაც რწმენაზე და არ ეფლობა ამქვეყნიურში.

აბუ ხალლადი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: إِذَا رَأَيْتُمُ الرَّجُلَ قَدْ أُعْطِيَ زُهْدًا فِي الدُّنْيَا وَقِلَّةَ مَنْطِقٍ فَاقْتَرِبُوا مِنْهُ فَإِنَّهُ يُلَقَّى الْحِكْمَةَ ‏
როცა ხედავთ ისეთ მამაკაცს, რომელიც გულგრილია ამ ქვეყნიურის მიმართ და ცოტას ლაპარაკობს, მაშინ ეცადეთ იყოთ მასთან ახლოს, ვინაიდან მას სიბრძნე მისცემია
(თირმიზი 4101)

ბრძენია ის ადამიანი ვისაც საკითხზე ახსენდება ბევრი ჰადისი და გონებაში არჩევს მათგან უკეთესს რომელიც ყველაზე უკეთ ერგება გარემოებას.

ალლაჰმა უკეთ იცის