შუბლზე წარწერა


კითხვა:
ჰადისი ' ვინც დაეხმარება მუსლიმის მკვლელობაში, თუნდაც ნახევარი სიტყვით, ის შეხვდება ალლაჰს და მის თვალებს შორის (ე.ი შუბლზე) ექნება წარწერა 'მას არ აქვს ალლაჰის მოწყალების იმედი' სანდო ჰადისია?

პასუხი:
პირველი:

ქება-დიდება ალლაჰს. ეს ჰადისი გადმოგვცა იბნ მაჯამ (2620) და აყილ ალ-დუფაში (457) და ბაიყაყმა ალ-სუნანში 8:22.

ეს ჰადისი სუსტია (და'იფი) რაც ნიშნავს, რომ ეს შუამავლის მიერ ნათქვამი არ არის. იმამ აჰმადმა თქვა: 'ეს ჰადისი სანდო არ არის' აბუ ჰათიმმა ამ ჰადისზე თქვა, რომ ყალბი ჰადისია, და ამას ეთანხმება ალ-ტაჰაბი.

იბნ ჯავზმა გადმოგცვა მათი შეფასებები ალ მავდუათში (2:104) იბნ ჰიბბანმა თქვა: 'ეს ჰადისი ყალბია, რომელსაც საფუძველი არ აქვს'. იბნ ჰაჯარმა და ალ-მუნზირმა თქვეს: 'ეს ძალიან სუსტი ჰადისია.
ალ-ზაილამ თქვა: 'სუსტი ჰადისია'

მეორე:

თუნდაც ეს ჰადისი სუტი იყოს, უნდა ვიცოდეთ, რომ მუსლიმანის მკვლელობაში დახმარება უეჭველად დიდი ცოდვაა. აბდულლაჰი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მუსლიმანის შეურაცხყოფა ფუსუყია (ცუდი საქმე) და მკვლელობა კი ქუფრი.
(ბუხარი 48)

ასევე: وقد تصل إعانة الكافر على قتل المسلم في بعض الأحوال إلى الكفر . فقد ذكر أهل العلم أن من نواقض الإسلام : مظاهرة المشركين ومعاونتهم على المسلمين .
ურწმუნოზე დახმარება, რომ მოკლას მუსლიმანი ამის გამო ის ხდება ურწმუნო. სწავლულებმა თქვეს, რომ ადამიანის ისლამი ბათილდება, როცა მხარს უჭერს მუშრიქებს ეხმარება მათ მუსლიმანების წინააღმდეგ. მესამე: ამ ჰადისის ისე გამოყენება თითქოს ეს ჰადისი საჰიჰია (სანდოა) არ შეიძლება რადგან მან თქვა:

ვინც მომაწერს რაიმეს, რაც მე არ მითქვამს, მან ჯოჯოხეთში ადგილი გაიმზადოს.
(იბნ მაჯა 1:34)

მან ასევე თქვა:
ვინც გადმოსცემს ჰადისს ჩემგან და აღმოჩნდება ტყუილი, მან ჯოჯოხეთში ადგილი გაიმზადოს.
(იბნ მაჯა 1:41)

ალლაჰმა უკეთ იცის.