ქალის მიერ ქორწინების შეთავაზება.


თუ მუსლიმი ქალი შესთავაზებს მუსლიმან მამაკაცს, რომ მოიყვანოს ის ცოლად, ეს არ ეწინააღმდეგება ქალის მოკრძალებას, რადგან ასეთ საქციელს აქვს რელიგიური საფუძველი, ამასთანავე საჭიროა ზნეობრივი ნორმების დაცვა.

საბით ალ-ბანანი გადმოსცემს: მე ანასთან ერთად ვიყავი როცა მისი ქალიშვილი მასთან იმყოფებოდა. ანასმა თქვა: ერთი ქალი მოვიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და უთხრა: ალლაჰის შუამავალო, არ გსურთ ცოლად მომიყვანოთ? ამაზე ანასის ქალიშვილმა თქვა: რა უსირცხვილო ქალია! სირცხვილი! სირცხვილი! ამის გაგონებაზე ანასმა უთხრა მას: 'ის ქალი შენზე უკეთესია'. მას მოსწონდა შუამავალი და მან თვითონვე შესთავაზა შუამავალს, რომ მასზე ექორწინა.
(ბუხარი 5120)

იმამ ალ-ბუხარიმ ამ ჰადისის სათაურს დაარქვა: ქალს შეუძლია შესთავაზოს მამაკაცს მასზე დაქორწინება.

ალ-ჰაფიზ იბნ ჰაჯარმა თქვა:
იბნ ალ-მუნაირმა თქვა ალ-ჰაშიაში:
ალ-ბუხარის ცოდნის ერთ-ერთი დახვეწილი მომენტია ის, რომ მან იმ ქალის კონკრეტული ისტორიიდან, რომელმაც თავი შესთავაზა შუამავალს, მან მიიღო ზოგადი პრინციპი: მას ესმოდა, რომ დასაშვებია ნებისმიერი ქალისთვის შესთავაზოს მასზე დაქორწინება ღვთისმოსავ მამაკაცს, რომლის სამართლიანობითაც ის მოხიბლულია და თუ მას მოსწონს ის, შეეძლება დაქორწინება, თუ ქორწინების პირობები შესრულდება. ამ თემაზე არის ორი ჰადისი - საჰლის და ანასის ჰადისი და ორივე ჰადისი გვეუბნება, რომ ქალმა შესთავაზა შუამავალს მასზე დაქორწინება - ეს ჰადისები მიუთითებენ, რომ დასაშვებია ქალისთვის საკუთარი თავის შეთავაზება მამაკაცზე და აცნობოს მას, რომ მოსწონს იგი. და ვისაც ქალი შესთავაზებს დაქორწინებას, აქვს არჩევანი - ან მიიღოს ან უარი თქვას, მაგრამ სასურველია მამაკაცმა არ თქვას პირდაპირი უარი, მისთვის საკმარისია გაჩუმდეს.
(ფათჰულ ბარი 9:175)

ან-აინიმ თქვა: ანასის სიტყვები: 'ის ქალი შენზე უკეთესია' მიუთითებს, რომ ქალისთვის დასაშვებია შესთავაზოს თავი ღვთისმოსავ მამაკაცს დაქორწინებისთვის, და უთხრას მას, რომ მოსწონს ის მისი ღვთისმოსაობის, სიკეთის, ცოდნის და თავაზიანობის გამო. და ქალის სირცხვილი არ არის ეს თუ ამას გააკეთებს, რადგან ეს არის მისი ხასიათის კარგი ნიშანი.
(უმდათ ალ-ყარი შარჰ საჰიჰ ალ-ბუხარი 20:113)

მაგრამ უმჯობესია ქალმა აცნობოს თავის მეურვეს (ამირს, მამას, ძმას ან ბაბუას) მისი სურვილის შესახებ, რომ სურს დაქორწინება ღვთისმოსავ მამაკაცზე, რომელიც სანდოა მისი რელიგიისადმი დამოკიდებულებით და მისი ზნეობრივი კუთხით. ეს შეიძლება გავიგოთ იქიდან, რაც ორი ქალიდან ერთ-ერთმა გააკეთა, როდესაც მამამისს უთხრა:

და თქვა ერთ-ერთმა ქალმა: მამაჩემო, დაიქირავე. იგი საუკეთესოა იმათგან, ვისაც მოჯამაგირედ იყვან, ძლიერი და სანდოო.
(სურა ყასას 28:26)


ალ-ყურტუბმა მოიყვანა აიათი: უთხრა: მსურს დაგაქორწინო ამ ჩემს ქალიშვილთაგან ერთ-ერთზე, იმ პირობით, თუ დამიდგები მოჯამაგირედ რვა წლის მანძილზე...
(სურა ყასას 28:27)

და შემდეგ თქვა:

აქ მამამ ქალიშვილი შესთავაზა მამაკაცს. ეს დამკვიდრებული ჩვეულებაა, რომლის მიხედვითაც მედიენელმა მართალმა კაცმა თავისი ქალიშვილი შესთავაზა ისრაელის შვილების მართალ მამაკაცს...
(თაფსირ ალ-ყურტუბი 13:271)

აქ მოყვანილი გამონათქვამებიდან იკვეთება შემდეგი საკითხები.

1. ქალს აქვს თავისუფალი არჩევანი.
2. ქალს აქვს უფლება შესთავაზოს საკუთარი თავი რელიგიურ მამაკაცს.
3. ქალი უნდა იცნობდეს მამაკაცს და უნდა იცოდეს მისი ხასიათი და დამოკიდებულება.
4. ქალი ფრთხილად უნდა იყოს მამაკაცის მიმართ, რადგან ასეთი შეთავაზებით შესაძლოა ზოგიერთმა ბოროტად ისარგებლოს.
5. მამას შეუძლია თავისი ქალიშვილი შესთავაზოს სანდო, მორწმუნე მამაკაცს. ყურანში მოცემული ამბავი ეწინააღმდეგება ხალხში გავრცელებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც მხოლოდ ბიჭის მხარემ უნდა წამოაყენოს დაქორწინების საკითხი.

ალლაჰმა უკეთ იცის