ყურანის შენახვა საძინებელ ოთახში?


კითხვა: თუ შეიძლება ინტიმური კავშირის დამყარება იმ ოთახში, სადაც ყურანია? ითვლება ეს ყურანის შეურაცხყოფად?

პასუხი:
დიდება ალლაჰს. პირველი:

სწავლულთა შორის არ არის უთანხმოება იმაზე, რომ აუცილებელია ყურანის კითხვა და მისი დაცვა. ან-ნავავი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ამბობდა: სწავლულები ერთსულოვანნი არიან იმ აზრზე, რომ აუცილებელია ყურანის დაცვა და მისი წაკითხვა. (ალ-მაჯმუ 2:85)

მეორე:
სწავლულებმა ყურანის უპატივცემულობა ასე აღნიშნეს: მისი მიწაზე დაგდება ან უსუფთაო ადგილებში შეტანა, მასზე დაფურთხება და სხვა. ეს მოქმედებები მიუთითებს ყურანის მიმართ უპატივცემულობას. მუსლიმები არ შედიან ინტიმურ ურთიერთობაში ცოლთან იმ ოთახში სადაც ყურანი ინახება. ბევრი მუსლიმანის სახლში ინახება ყურანი, მაგრამ არცერთი სწავლულისგან არ არის აკრალვა ინტიმური კავშირის დამყარების შესახებ იმ ოთახში, სადაც ყურანი ინახება. ეს რომ აკრძალული ყოფილიყო, ისინი აკრძალავდნენ ამას და დაწერდნენ ამაზე ისე, როგორც სხვა სამეცნიერო საკითებზე დაწერეს. ერთმა ადამიანმა ჰკითხა იბნ აბბასსს:
შეიძლება ყურანი დავდო საწოლზე, სადაც ვუახლოვდები(მეუღლეს ინტიმური კავშირით)? მან უპასუხა: დიახ.
(მუსანაფ 2:171; იბნ აბი დავუდ ალ-მასახიფ 446)

ასევე „ყურანის საფუძვლები და ყურანის მეცნიერება“ გვერდი 562 აბდულლაჰ იუსუფ ალ-ჯუდაი წერდა: სწავლულებს დაუსვეს იგივე კითხვა: შეიძლება ყურანის შეტანა საძინებელში? მათ უპასუხეს: ნებადართულია ყურანის კითხვა საძინებელ ოთახში და საწოლში, თუ ადამიანი ჯუნუბი არ არის. და დასაშვებია ყურანის
წაკითხვა მას შემდეგ, როცა განიბანება“.