შეიცანი საკუთარი თავი.


ვინც შეიცნობს საკუთარ თავს, შეიცნობს თავის ღმერთს.
(ჰილიათ ალ-ავლია 10:208)

აიათში ალლაჰი ბრძანებს: ثُمَّ سَوَّىٰهُ وَنَفَخَ فِيهِ مِن رُّوحِهِۦ ۖ وَجَعَلَ لَكُمُ ٱلسَّمْعَ وَٱلْأَبْصَـٰرَ وَٱلْأَفْـِٔدَةَ ۚ قَلِيلًۭا مَّا تَشْكُرُونَ
მერე მისცა ფორმა და ჩაბერა მასში თავისი სული და დაადგინა თქვენთვის სმენა, თვალთახედვა და გული. რა მცირეა თქვენი მადლიერება.
(საჯდა 32:9)

ანუ ადამიანი, როდესაც შეიცნობს თავის თავს, რომ რამდენად სუსტი და უსუსური არსებაა, ამით ღმერთის სიდიადეს მიხვდება. თუ ადამიანი დააკვირდება, რანაირი აგებულება აქვს, მაგალითად თვალი როგორ ხედავს? ენა ხორცის ნაჭერია, რასაც მიადებს გემოს გრძნობს, თითიც ხორცის ნაჭერია იმას რატომ აქვს ამის შეგრძნება, ყურს როგორ ესმის, ტვინი, გული, კუჭი და ა.შ. ორგანოები როგორ მუშაობს? რა სიზუსტით და დიდი სიბრძნითაა ყველაფერი გათვალისწინებული

და ყველაფერი რომ თავის ადგილზე აქვს ადამიანს. მაგალითად თვალი რომ კოჭებზე ჰქონოდა ადამიანს როგორ გაუჭირდებოდა დანახვა და ცხოვრება... ე.ი. ვიღაცამ წინასწარ გაითვალისწინა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა? ე.ი ვინც ეს წინასწარ გაითვალისწინა უდიდესი სიბრძნის მქონე უნდა იყოს, განა შესაძლებელია სიბრძნის გარეშე ამ ყველაფრის გაჩენა? ჯერ გინახავთ ადამიანი, რომ პრეტენზია ჰქონოდეს თავი მხრებზე არა, მაგრამ ზურგზე რომ მებას უფრო მოსახერხებელი იქნებაო? ისეა დალაგებული ადამიანის აგებულება, რომ ყველა კმაყოფილია და ვინმე ნაკლს ვერ პოულობს. ამ ყველაფერზე რომ დაფიქრდება ადამიანი, ინსტიქტურად აღმოხდება სიტყვა: 'ალჰამდულილლაჰ' რადგანაც მან საკუთარი თავიც შეიცნო და გამჩენიც იცნო და სამყაროში ყველა ქმნილება ასე დიდი სიბრძნითაა გაჩენილი. უმეცარი ამათზე, არცერთზე არ ფიქრობს, მარტო რა შეჭამოს რა დალიოს, დაღამდება დაიძინოს გათენდება გაიღვიძოს და რაც ვარ მე ვარ ამ ქვეყანაზეო ამბობს. არადა სამყაროში წერტილის ტოლაც არ არის. ფარაონს რომ საკუთარი თავი შეეცნო და სცოდნოდა რაოდენ უსუსური იყო და ერთ დღეს მოკდებოდა განა იტყოდა მე ღმერთი ვარო?

ვინც არ ფიქრობს საკუთარ თავზე ის ვერ შეიცნობს თავის ღმერთს. მუჰამმად იბნ აბდულ ვაჰაბი წიგნში: '3 საფუძველი გვ 8' ასეთ რამეს წერდა: 'თუ გკითხავენ: - როგორ შეიცანი შენი ღმერთი? უპასუხე: 'მისი ნიშნებითა და ქმნილებებით'

ალ-ღაზალი წერდა:
ვინც იცის სულის საიდუმლოებები, შეიცნობს საკუთარ თავსაც. და ვინც შეიცნობს საკუთარ თავს, ის შეიცნობს თავის ღმერთს. ვინც იშეცნობს საკუთარ თავს და თავის ღმერთს, მან იცის, რომ მისი საქმე არის ზეციური თავისი ბუნებით და ინსტიქტებით, და შეიცნობს, რომ იგი უცხოა ამ სამყაროში.
(იჰია ულუმ ალ-დინ 3:382)

საჰლ იბნ აბდულლაჰმა თქვა: ვინც შეიცნობს საკუთარ თავს, იგი შეიცნობს თავის მდგომარეობას მისი ღმერთის წინაშე. ვინც შეიცნობს თავის გონებას, იგი შეიცნობს თავის მდგომარეობას მასა და მის ღმერთს შორის.
(ჰილიათ ალ ავლია 1:201) ალ-ღაზალი წერდა: გული სწორედ ისაა, რისი მეშვეობითაც ადამიანი შეიცნობს საკუთარ თავს. და ვინც შეიცნობს საკუთარ თავს, შეიცნობს თავის ღმერთს. თუ უცოდინარია საკუთარი თავის მიმართ, არ ეცოდინება თავისი ღმერთი. ვინც არ იცის თავისი გული, უნდა იფიქროს მასზე, ფრთხილად იყოს და დააკვირდეს რა ანათებს მას(გულს), და ზეციური რა საგანძური ანათებს მის გულს. ვინც არ იცნობს საკუთარ თავს ის ერთ-ერთი იმათგანია, ვისზეც თქვა ყოვლისშემძლე ალლაჰმა: وَلَا تَكُونُوا۟ كَٱلَّذِينَ نَسُوا۟ ٱللَّهَ فَأَنسَىٰهُمْ أَنفُسَهُمْ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْفَـٰسِقُونَ
'ნუ იქნებით მსგავსი იმათი, რომელთაც დაივიწყეს ალლაჰი და დაავიწყდათ მათ თავიანთი თავი.'
(სურა ჰაშრ 59:19)

აქედან გამომდინარე, გულით ცოდნა, მისი რეალობა და მისი თვისებები არის რელიგიის და სულიერების საფუძველი.
(იჰია ულუმ ალდ-დინ 3:2-3)

ალ-ღაზალი ასევე წერდა:
ჰეი მაძიებელო, შენ ვერასდროს შეძლებ ალლაჰის ბრძანებების დამყარებას, სანამ შენ არ იფიქრებ შენს გულზე, შენს ბაგეებზე, შენს ყველა მომენტზე და შენს ყველა ამოსუნთქვაზე.
(ბიდაია ალ-ნიჰაია 1:28)

ამ ყველაფრის შთაგონებისთვის ჩვენ გვჭირდება შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ცხოვრების შესწავლა და მისი საჰაბეების, რათა განვავითაროთ ჩვენი მორალი მათი ცხოვრების შესწავლით. ან-ნავვას იბნ სამ'ანი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:

სათნოება კარგი მორალია, და ცოდვა არის შენს გულში წუხილი და რომელზეც არ გსურს ხალხმა გაიგოს.
(მუსლიმი 2553)

იბნ ალ-მულაყინი გადმოსცემს: ალ-აჰნაფ იბნ ყაისს ჰკითხეს: ვისგან მიიღე ცოდნა? ალ-აჰნაფმა უთხრა: 'მე თვითონ'. და ეს როგორ? ალ-აჰფანმა უპასუხა: როცა არ მომწონდა სხვების გაკეთებული, მე მას არასოდეს გავაკეთებდი.
(ალ-თავჰიდ ლი შარჰ ალ-ჯამი ალ-საჰიჰ 2:512)

ამიტომ საჭიროა, პირველი რიგში საკუთარ თავზე ფიქრი, გამოსწორება და იმის მცდელობა, რომ გუშინდელზე უკეთესი გავხდეთ დღეს. იბნ აბბასმა თქვა: თუ თქვენ გსურთ თქვენი თანმხლებლების ხარვეზების ხსენება, მაშინ გახსოვდეთ საკუთარ თავში არსებული ხარვეზები.
(აბად ალ-მუფრად 328)

საკუთარ შეცდომებზე და საკუთარ თავზე დაფიქრების შემდეგ დაინახავ შენს მდგომარეობას შენი ღმერთის წინაშე. უკანასკნელი ჰადისიც ამას მიგვითითებს, რომ ვიფიქროთ ჩვენს ხარვეზებზე ვინაიდან ეს სიკეთის მომტანია ჩვენთვის. როცა ვიფიქრებთ ჩვენს ხარვეზებზე და გამოვსწორდებით ღმერთის ნებით, ამის შემდეგ სხვისი გამოსწორება გაგვიადვილდება თუ ღმერთის ნება იქნება. ხარვეზიანი ადამიანის მხრიდან სხვისი გამოსწორება სირთულეს წარმოადგენს. შემდეგი რჩევაც მიგვითითებს ვიფიქროთ საკუთარ ხარვეზებზე და პირველ რიგში ჩვენს თავზე დავფიქრდეთ:

ბაქრ იბნ აბდულლაჰ ალ-მუზანმა თქვა: როდესაც დაინახავ შენზე უფროსს თქვი: მან გამასწრო მე რწმენით და მართალი საქმეებით და ის ჩემზე უკეთესია, და როდესაც დაინახავ შენზე უმცროსს თქვი: მე გავუსწარი მას ცოდვებით და ის ჩემზე უკეთესია. და როდესაც დაინახავ შენს ძმებს, რომ პატივს გცემენ, თქვი: ეს არის სიკეთე, რომელსაც მათ მიაღწიეს, და როდესაც დაინახავ, რომ პატივისცემა შემცირდა, თქვი: ეს იმიტომ მოხდა, რომ მე ცოდვა ჩავიდინე.
(სიფათუ ას-საფვა 505)

ალლაჰმა უკეთ იცის