ქონების ფიტნა (საცდური)


ქა'ბ იბნ ლიადი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
უეჭველად ყველა უმმეთისთვის არსებობს ფიტნა, ხოლო ჩემი უმმეთის ფიტნა სიმდიდრეა.
(თირმიზი 36:2336)

აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
მსახური იტყვის: ჩემი სიმდიდრე, ჩემი სიმდიდრე, მაგრამ მისი სიმდიდრიდან, მხოლოდ სამი რაღაც არის მისი: ის, რასაც მიირთმევს და იყენებს, ან რომლის საშუალებითაც იცვამს და ატარებს, ან ის, რასაც გასცემს მოწყალებაში და ეს არის ის, რაც მან შემოინახა (საიქიოსთვის) და რაც არის ამის მიღმა (ე.ი საიქიოსთვის სასარგებლოდ არ გაუცია). თქვენ უნდა წახვიდეთ და დატოვოთ ის სხვა ადამიანებისთვის.
(მუსლიმი 55:2959)

ალ-მისვარ ბინ მახრამა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვფიცავარ ალლაჰს, მე არ მეშინია იმის გამო, რომ თქვენ გაღარიბდებით, მაგრამ მეშინია, რომ თქვენ გებოძებათ მიწიერი სიმდიდრე, როგორც ებოძათ იმათ, ვინც იყვნენ თქვენზე უწინ. და თქვენ კონკურენციას გაუწევთ ერთმანეთს ამის გამო. თქვენზე უწინ მყოფნიც ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ და ეს თქვენ გაგანადგურებთ ისე, როგორც ისინი განადგურდნენ. ქონების ფიტნა (საცდური)
(ბუხარი 4015)