სამოთხის და ჯოჯოხეთის ბინადრების უმრავლესობა იქნება ქალი


არ არიან ისინი მართლები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქალების უმრავლესობა იმიტომ ხვდება ჯოჯოხეთში, რომ ისინი ნაკლებად გამოირჩევიან ღვთისმოსაობით ვიდრე მამაკაცებიო. სინამდვილეში, ჯოჯოხეთის ბინადართა უმეტესობა იმიტომ არიან ქალები, რომ ისინი წარმოადგენენ უმრავლესობას.

სუნნაში გადმოცემულია, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: اطَّلَعْتُ فِي الْجَنَّةِ فَرَأَيْتُ أَكْثَرَ أَهْلِهَا الْفُقَرَاءَ وَاطَّلَعْتُ فِي النَّارِ فَرَأَيْتُ أَكْثَرَ أَهْلِهَا النِّسَاءَ
მე შევიხედე სამოთხეში და დავინახე, რომ მისი ბინადრების უმეტესობა ღარიბები იყვნენ. და მე შევიხედე ჯოჯოხეთში და დავინახე, რომ მისი ბინადრების უმეტესობა ქალები იყვნენ.
(ბუხარი 6546)

ერთ-ერთ ჰადისში შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: إِنَّ أَقَلَّ سَاكِنِي الْجَنَّةِ النِّسَاءُ
სამოთხის ბინადართა უმცირესობა ქალები არიან.
(მუსლიმი 2738)

რადგანაც მან დაინახა სამოთხის ბინადრებს შორის ქალთა სიმცირე, არ მიუთითებს იმაზე, რომ ბევრი ქალი ვერ შევა სამოთხეში, ვინაიდან ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შუამდგომლობის შემდეგ ბევრი ადამიანი შევა სამოთხეში მას შემდეგ რაც გამოიყვანენ მორწმუნეებს ჯოჯოხეთიდან მათი ცოდვების მოხდის შემდეგ.

ალ-მუნავიმ თქვა:
إن أقل ساكني الجنة النساء أي في أول الأمر قبل خروج عصاتهن من النار فلا دلالة فيه على أن نساء الدنيا أقل من الرجال في الجنة
ქალები სამოთხის ბინადრების უმცირესობას წარმოადგენენ, ანუ (განკითხვის) დასაწყისში, სანამ ცოდვილი ცეცხლიდან არ გამოვა. ამიტომ ამ ჰადისში არ არის მითითება რომ ამქვეყნად მცხოვრები ქალები სამოთხეში, მამაკაცებზე ნაკლები იქნებიან.
(ფაიდ ალ-ყადირ 2:428)

იბნ ჰაჯარმა თქვა:
შესაძლოა ეს ჰადისი, გადმომცემმა დააკავშირა იმას, როგორც მას ესმოდა - თუ ჯოჯოხეთის ბინადრების უმრავლესობა ქალია, ესეიგი მაშინ, ისინი უნდა იყვნენ სამოთხეში უმცირესობაო.
(ფათჰულ ბარი 6:325)

ჩვენ სუნნაში გვხვდება ჰადისები, საიდანაც ვსწავლობთ რომ ქალები სამოთხეში, მამაკაცებზე მეტნი იქნებიან და ეს ჰადისი კრძალავს მამაკაცების ტრაბახს იმაზე, რომ თითქოს მამაკაცები ქალებზე უკეთესები არიან ღვთისმოსაობით.

მუჰამმად იბნ სირინმა გადმოსცა: ზოგიერთი ადამიანი ტრაბახობდა იმით, რომ მამაკაცები უფრო მეტნი იქნებიან სამოთხეში ვიდრე ქალებიო. აბუ ჰურაირამ ამის გაგონებაზე თქვა:
მე მოვისმინე, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: إِنَّ أَوَّلَ زُمْرَةٍ تَدْخُلُ الْجَنَّةَ عَلَى صُورَةِ الْقَمَرِ لَيْلَةَ الْبَدْرِ وَالَّتِي تَلِيهَا عَلَى أَضْوَإِ كَوْكَبٍ دُرِّيٍّ فِي السَّمَاءِ لِكُلِّ امْرِئٍ مِنْهُمْ زَوْجَتَانِ
უეჭველად, პირველი ჯგუფი, რომელიც შევა სამოთხეში, მათი სახე იქნება მთვარესავით ნათელი. მომდევნო ჯგუფის სახეები იქნება როგორც კაშკაშა ვარსკვლავი.ყველა მამაკაცს ეყოლება ორი ცოლი...
(მუსლიმი 2834)

სამოთხეში ყველა კაცს ეყოლება ორი ცოლი ნიშნავს: სწავლულებმა განმარტეს, რომ ქალები კაცობრიობის უმრავლესობას წარმოადგენენ და ეს ჰადისი ასევე მიუთითებს, რომ სამოთხის ბინადართა უმეტესობაც იქნება ქალი, ვინაიდან ერთ კაცს მინიმუმ ორი ცოლი ეყოლება.

ტადი იადმა თქვა:
ეს ჰადისი ცხდაჰყოფს, რომ ქალები არიან სამოთხის და ჯოჯოხეთის ბინადართა უმრავლესობა, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ ქალები, ადამის შვილების უმრავლესობას წარმოადგენენ.
(შარჰ საჰიჰ მუსლიმ 2834)

იბნ ჰაჯარმა ასევე თქვა:
აბუ ჰურაირამ გამოიყენა ეს ჰადისი როგორც მტკიცებულება იმისა, რომ სამოთხეში უფრო მეტია ქალი, ვიდრე მამაკაცი, როგორც ეს მუსლიმისგან და იბნ სირინისგან არის მოთხრობილი.
(ფათჰულ ბარი 6:325)

ქალები მთლიანობაში უმრავლესობას წარმოადგენენ. სუნნაში ვკითხულობთ, რომ დადგება ისეთი დრო, როცა ერთ კაცზე მოვა 50 ქალი.

ანას ბინ მალიქი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: وَتَكْثُرَ النِّسَاءُ وَيَقِلَّ الرِّجَالُ حَتَّى يَكُونَ لِخَمْسِينَ امْرَأَةً الْقَيِّمُ الْوَاحِدُ
იქნება ქალების სიმრავლე და მამაკაცების სიმცირე ისეთი, რომ ერთ კაცზე მოვა ორმოცდაათი ქალი.
(ბუხარი 81)
სხვა გადმოცემით ორმოცი ქალი. (ბუხარი 1348)

მოკლედ, შუამავლის ყველა ჰადისის შეჯამების საფუძველზე საბოლოოდ დგინდება, რომ, ქალები ადამის შვილების უმრავლესობას წარმოადგენენ, რის გამოც მათი რიცხვი მამაკაცებზე მეტია სამოთხეშიც და ჯოჯოხეთშიც.

ალლაჰმა უკეთ იცის