ვინც არ იცის ჯაჰილობის პერიოდი.


ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
لاَ حَلِيمَ إِلاَّ ذُو عَثْرَةٍ وَلاَ حَكِيمَ إِلاَّ ذُو تَجْرِبَةٍ
არ აქვს შემბრალებლობა არავის იმის გარდა, ვინც დაუშვა შეცდომა, და არავის აქვს სიბრძნე იმის გარდა ვისაც არ აქვს გამოცდილება.
(თირმიზი 27:2033)

უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: უეჭველად, ისლამის კვანძები მაშინ დაიწყებს გახსნას, როცა გაიზრდება ისეთი თაობა, რომელსაც ჯაჰილობის (უცოდინრობის) პერიოდი არ ეცოდინება.
(მაჯმუ ალ-ფატავა 15:54)

სხვა გადმოცემით... უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: რელიგია განადგურდება მაშინ, როდესაც ხალხს ჯაჰილობის პერიოდის გამოცდილება არ ექნება.
(ტაყაბათ 129/6)

ეს ციტატები ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც არ განუცდიათ უმეცრების პერიოდი. მათ არასდროს უცხოვრიათ ასეთ პერიოდში და არ აქვთ ამ ეტაპის გამოცდილება. უდავოა, რომ ვისაც აქვს ჯაჰილობის პერიოდის გამოცდილება მას არასოდეს სურს დაბრუნდეს ისევ მასში. ერთ-ერთ ცნობილ ჰადისში ვკითხულობთ:

ანასი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვინც ფლობს ამ სამ თვისებას იგრძნობს რწმენის სიტკბოებას:
1. ვისთვისაც ალლაჰი და მისი შუამავალი გახდება სხვა ყველაფერზე ძვირფასი.
2. ვისაც უყვარს, და უყვარს მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილებისათვის.
3. ვისაც სძულს ურწმუნოებაში(ქუფრში) დაბრუნება ისე, როგორც სძულს ცეცხლში გადავარდნა.
(ბუხარი 2:16)

ალლაჰმა უკეთ იცის