ჰადისი ობობის შესახებ.


იბნ აბბასი როცა ხსნიდა აიათს:
'და ხერხი იხმარეს შენზე იმათმა, რომელთაც არ ირწმუნეს, რათა შეებოჭე შენ...'
(ენფალ 8:30)

თქვა: ყურაიშელები ერთმანეთს შეხვდნენ ღამით მექაში, და შეთანხმდნენ:
როცა გათენდება, 'დააპატიმრეთ იგი ჯაჭვებით', გულისხმობდნენ შუამავალს. ზოგიერთმა თქვა: 'არა, მოკალით იგი, და სხვებმა თქვეს, არა, გააძევეთ. ალლაჰმა აცნობა მის შუამავალს ამის შესახებ. ალი მივიდა და დაიძინა შუამავლის საწოლში იმ ღამით, ხოლო შუამავალი წავიდა და დაიმალა გამოქვაბულში. წარმართებმა ღამე გაატარეს მოლოდინში. ფიქრობდნენ, რომ საწოლში შუამავალი იყო. როცა გათენდა, შეეცადნენ მის დაჭერას, მაგრამ დაინახეს, რომ მათ წინ 'ალი იდგა. ამგვარად ალლაჰმა აღკვეთა მათი ხრიკი. ალის ჰკითხეს: 'სად არის შენი მეგობარი? უთხრა: 'არ ვიცი'. ისინი სახლიდან გამოვიდნენ გარეთ და წავიდნენ მთისკენ, სადაც წარმართები დაიბნენ.

წარმართები ავიდნენ მთაზე და მივიდნენ ერთ გამოქვაბულთან, და დაინახეს ობობა გადაადგილდებოდა თავის გაბმულ ქსელზე. იმათმა თქვეს: 'აქ რომ ვინმე შესულიყო, ობობას შესასვლელში ქსელი არ იქნებოდა'. და ამის შემდეგ ის (შუამავალი) დარჩა იქ სამ ღამეს.
(აჰმად იმამ მუსნად 3241)

სწავლულები ამ ჰადისის სანდოობის შესახებ გაიყვნენ. ზოგიერთი მას კარგ ჰადისად მიიჩნევდა, ზოგიერთი კი სუსტ ჰადისად. ჰაფიზ იბნ ჰაჯარმა და იბნ ქასირმა ეს ჰადისი დაახასიათა ჰასან (კარგ) ჰადისად.
(ალ-ბიდაია ვა-ნიჰაია 3:222)

აჰმად შაქირმა თქვა: ამ ჰადისის შესახებ ზოგი სწავლული ამბობდა: 'სუსტი ჰადისია'.
(თაჰყიყ ალ-მუსნად 3251)

ალ-მუსნადის თაფსირში (3251) ნათქვამია: ამ ჰადისის ისნადი (გადმომცემთა ჯაჭვი) სუსტია. გამოქვაბულში რომ იყვნენ ამაზე მოწმობს აიათი ყურანიდან და ჰადისი სუნნეთიდან:

...და ისინი ორნი იყვნენ გამოქვაბულში როცა უთხრა თავის მეგობარს: არ იდარდო, ჭეშმარიტად, ალლაჰი ჩვენთანაა...
(სურა თავბა 9:40)


აბუ ბაქრი გადმოსცემს: მე ვუთხარი შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მაშინ, როცა გამოქვაბულში ვიყავით: თუ ის გამოიხედავს მის ფეხქვეშ, დაგვინახავს. მან მითხრა: "ო აბუ ბაქრ! რას ფიქრობ იმ ორზე, რომლებთანაც მესამე ალლაჰია?
(ბუხარი 3653)

მაგრამ სუსტია ჰადისი თავისი ისნადით, რომელშიც ობობის დაქსელვაზეა ნათქვამი. სილსილა ად-და'იფაში ნათქვამია: 'ჰადისი, ობობასთან დაკავშირებით სანდო (საჰიჰი) არ არის, და არც მტრედებთან დაკავშირებით გამოქვაბულში, მიუხედავად ამისა, ეს ბევრ წიგნში და ლექციებშია ნახსენები შუამავლის ჰიჯრასთან დაკავშირებით.
(სილსილა ად-და'იფა 3:339)