ნარდი ჰარამია


ნარდი ჰარამია, რადგანაც ამას მუჰამმედ შუამავლის ﷺ უნაკლო სუნნეთში ბევრი ჰადისი კრძალავს. სულეიმან ბინ ბურეიდა თავისი მამისგან გადმოგვცემს, რომ მაცნემ ﷺ თქვა:
„ვინც ნარდი ითამაშოს, მან თითქოს ღორის ხორცში და სისხლში გაისვარა ხელი.“
(მუსლიმ 2260)

იმამი ნავავი მუსლიმის საჰიჰ ჰადისთა კრებულის განმარტებაში ამ ჰადისის განმარტებისას ამბობს: „სწავლულებმა თქვეს, რომ „ნარდაშირი“ (როგორც ჰადისის ორიგინალშია ნათქვამი) არის ნარდი.

და ეს ჰადისი როგორც შააფი’ი მაზჰაბის ასევე სხვა უმრავლესობისთვისაც არგუმენტია იმისა, რომ ნარდი არის ჰარამი. რაც შეეხება სიტყვებს „მან თითქოს ღორის ხორცში და სისხლში გაისვარა ხელი“ ეს მიმსგავსებულია თითქოს მისი ჭამის დროს გაისვარა ხელი. რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამის ჰარამობა მიმსგავსებულია ღორის სისხლის და ხორცის ჭამის ჰარამობაზე.“ აბუ მუსა ალ-აშ’არიი გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა თქვა: „ვინც თამაშობს ნარდს, ის ეურჩება ალლაჰსა და მის შუამავალს.“
(აბუ დავუდ 4938; მუვატა 1756)

ასევე ჰარამია ჭადრაკის თამაში:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალკოჰოლური სასმელი, აზარტული თამაშები, კერპები და ისრებით მკითხაობა შაიტანის საქმეთაგანია და განერიდეთ მას, რათა ეგებ ნეტარ იქმნეთ! შაიტანს სურს, ჩამოაგდოს თქვენს შორის მტრობა და შუღლი ალკოჰოლითა და აზარტული თამაშებით, და მოგწყვიტოთ ალლაჰის ხსენებასა და ლოცვას, ნუთუ თავს არ შეიკავებთ? (მაიდე 5:90-91)

ალ ყურტუბმა თქვა: ეს აიათი მიუთითებს, (რომ) ჭადრაკის და ნარდის თამაში არის ჰარამი,
არის ეს აზარტული თუ არა, იმიტომ, რომ როცა ალლაჰმა აკრძალა ალკოჰოლი, ამის მიზეზად მან განმარტა, - "შაიტანს სურს, ჩამოაგდოს თქვენს შორის მტრობა და შუღლი ალკოჰოლითა და აზარტული თამაშებით, და მოგწყვიტოთ ალლაჰის ხსენებასა და ლოცვას, ნუთუ თავს არ შეიკავებთ?"
ასე რომ ყველა სახის თამაში, რომელიც იწვევს, სიძულვილს და მტრობას ერთმანეთს შორის, რომელიც ხელს უშლის ალლაჰის მოხსენიებას და ლოცვას, არის ისეთივე ჰარამი, როგორც ალკოჰოლის სმა.
(ალ-ჯამი ლი აჰქამ ალ-ყურან 6:291)

იბნ ყუდამამ თქვა: ჭადრაკი არის ნარდის მსგავსი, რომელიც არის ჰარამი.
(ალ-მუღნი 14:155)

იბნ ყაიმმა თქვა: ჭადრაკის ცუდი შედეგები უფრო დიდია, ვიდრე ნარდის შედეგები.. (ალ ფურუსიაჰ 303, 305, 311)

აზ ზაჰაბმა თქვა: რაც შეეხება ჭადრაკს, უმეტესი სწავლულები ამბობენ, რომ ეს არის ჰარამი. არის ეს ფულზე (თამაში) თუ არა...
(ალ ქაბაირ 89-90)