ნიქაჰ ალ-მისიარ - მოგზაურის ქორწინება.


მოგზაურის ქორწინება არის საქორწინო შეთანხმება, რომელშიც ცოლი თანახმაა შეზღუდულ უფლებებზე, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ჩვეულებრივი ქორწინებისგან. მან შეიძლება უარი თქვას ფინანსურ უზრუნველყოფაზე, საცხოვრებელზე და მასთან ქმარი მხოლოდ სქესობრივი კავშირით სარგებლობდეს როდესაც მასთან მივა. რა ადგილი უჭირავს ისლამში ასეთ ქორწინებას? ეს წესი მოიგონეს იმ ხალხისთვის, რომლებიც ხშირად მოგზაურობდნენ და არ ჰქონდათ შესაბამისი მდგომარეობა სრული ქორწინებისთვის. ნიქაჰ ალ-მისიარის იდეაა, რომ ქალს შეუძლია დათანხმდეს ქორწინებას შეზღუდული უფლებებით. სალაფების დროს ასეთი ტიპის ქორწინებას ეწოდებოდა 'ნიქაჰ ალ-ნაჰარიიათ' რომლის თანახმადაც ქმარი მხოლოდ დღის განმავლობაში შეზღუდული დროით სტუმრობდა ცოლს. ჰიშამი გადმოსცემს: იბნ სირინმა არ მოიწონა შეზღუდული ნიქაჰი.
(მუსანნაფ იბნ აბი შაიბა 16560)

შუ'ბა გადმოსცემს: ჰამმადმა არ მოიწონა.
(მუსანნაფ იბნ აბი შაიბა 16562)

კიდევ ერთი შეთანხმება, რომელიც დღევანდელ დროსთან უფრო მჭიდრო კავშირშია, არის ქორწინება, რომელშიც ქმარმა შეზღუდა ფინანსების ოდენობა, რომლითაც ისარგებლებდა მისი ცოლი. ზოგიერთმა ადრინდელმა სწავლულმა მიიჩნია რომ ასეთი ქორწინება პრობლემატურია. მა'მარი გადმოსცემს: აზ-ზუჰრის ჰკითხეს კაცის შესახებ, რომელიც ქორწინდება ქალზე იმ პირობით, რომ ის არ მივა მასთან გარკვეული დროით და არ დახარჯავს მასზე კონკრეტული თანხის გარდა, და მან უარყო ეს.
(მუსანნაფ იბნ აბი შაიბა 16564)

ე.ი სალაფი სწავლულები უარყოფდნენ ასეთი ტიპის შეთანხმებას და ქორწინებას. დღესდღეობით საქმე უფრო რთულადაა - რომ მრავალი ასეთი ქორწინება ინახება საიდუმლოდ პირველი ცოლისგან ან ოჯახის სხვა წევრებისგან. ცოლ-ქმარს შორის ნებისმიერი საიდუმლო საქმე ეჭვქვეშ აყენებს ცოლ-ქმარს შორის ნდობის საკითხს. ხალხი ხშირად მალავს ასეთი ტიპის ქორწინებას. ადამიანი ყოველთვის იმას დამალავს, რასაც გულის სიღრმეში გრძნობს რომ აშავებს. ასეთი გასაიდუმლოებული ქორწინება არ შეიძლება რადგან დაქორწინებას თან უნდა ახლდეს სუნნეთის მიხედვით გათვალისწინებული ქმედებები.

აიშა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: გამოაცხადეთ ნიქაჰი საჯაროდ, გააკეთეთ ეს მესჯიდში (ან მეჩეთში) და დაარტყით ამის გამო დოლებზე.
(თირმიზი 1089)

მუჰამმად იბნ ჰატიმი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უკანონო და კანონიერ ნიქაჰს (ქორწინებას) შორის განსხვავება არის დოლზე დარტყმა და ხმის აწევა. (თირმიზი 1088) იბნ ალ-ყაიმი წერდა: ვინც ქორწინდება მას ურჩევენ, რომ ეს გაასაჯაროვოს, დაარტყას დოლზე, აუწიოს ხმას და მოიწვიოს ხალხი.
(ი'ლამ ალ-მუვაყყი 3:113)

ერთ-ერთ ცნობილ სწავლულს ჰკითხეს მისიარ ნიქაჰის შესახებ. მან უპასუხა: ყველა მუსლიმი ვალდებულია კანონიერად აწარმოოს ქორწინება და ერიდოს ამის გარდა სხვას, თუნდაც მას უწოდებდეს 'ნიქაჰ ალ-მისიარს' ან სხვა რამეს. ქორწინების კანონიერ პირობებს შორის არის მისი საჯაროდ გამოცხადება. ცოლქმარი თუ დამალავენ ეს არ იქნება საჰიჰი (ნამდვილი), რაც ზინას ჰგავს
(მაჯმუ ფატავა მაყალათ მუტანავვია 20:432)

მას ასევე ჰკითხეს სხვადასხვა სახის საიდუმლო და საკამათო ქორწინების შესახებ, როგორიცაა მისიარ (მოგზაურის ნიქაჰი) მუთა (დროებითი) სირრი (ფარული) და 'ურფი (ტრადიციული) და მან თქვა შემდეგი:
ესენი ყველა აკრძალულია, რადგან ესენი ეწინააღმდეგებიან წმინდა კანონს. მართლაც, კანონიერი ქორწინება უნდა გამოცხადდეს და მოიცავდეს ქორწინების სამართლებრივ პირობებს.
(მაჯმუ ფატავა ვა მაყალათ მუტანავვია 20:428)

საუკეთესო მოსაზრებაა, რომ გასაიდუმლოებული ნიქაჰი არის ამორალური საქმე, მაგრამ იურიდიულად ძალაშია, რაც ნიშნავს, რომ მუსლიმი არ დაისჯება ამის გაკეთებისთვის. არცერთ დიდ იმამს არ უღიარებია საიდუმლო ქორწინება მოსაწონად. ზოგი სწავლული თვლიდა რომ ასეთი ტიპის ქორწინება სუნნას მიხედვით არ არის გამართლებულიო. ნიქაჰ ალ-მისიარი პირდაპირ ეწინააღმდეგება აიათს, სადაც ალლაჰი ამბობს:

მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინა თქვენი მეუღლენი, რათა იპოვოთ მასში სიმშვიდე, და დაგიდგინათ ერთმანეთში სიყვარული და მოწყალება. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია ხალხისათვის, რომელიც კეთილგანსჯის.
(რუმ 30:21)


მისიარ ქორწინება ხშირად დროებითია რადგან ასეთი ქორწინების უმეტესობა განქორწინებით მთავრდება. კანონიერი ქორწინება სტაბილური გარემოა ბავშვების აღსაზრდელად. მისიარი და საიდუმლო ტიპის ნიქაჰი ეწინააღმდეგება გრძელვადიან ქორწინებას, რომელიც ემსახურება მართალი და ღვთისმოსავი ოჯახის შექმნას. ასევე უნდა ვიცოდეთ ვის უნდა ვაცნობოთ ქორწინების შესახებ რადგან მთელ ქვეყანას ხომ ვერ აცნობებ ამის შესახებ. ნიქაჰის გასაჯაროების მინიმალური ზღვარი არის:

ორი მოწმე ქალის მხრიდან, ორი მოწმე კაცის მხრიდან. ეს არის ნიქაჰის გასაჯაროვების მინიმუმი. ასეთი ნიქაჰი შესაძლოა მოხდეს თუმცა ვერ დაუმალავ გოგოს ოჯახს და შენს მეურვეს, მაგრამ პირველი ცოლის ძმას, მამას და ა.შ აცნობო ამის ვალდებულება არ გაკისრია რადგან გასაჯაროვება ამათ გარეშეც შეიძლება. მუსლიმმა უნდა განასხვავოს ზოგადად დამალვა და კონკრეტული პიროვნებებისგან დამალვა. თუ ზოგადად არ მალავენ მაგრამ კონკრეტული პიროვნებებისგან მალავენ ეს მოუწონარია, რის შესახებაც ზემოთ დავწერეთ. მაგრამ თუ ყველასგან ფარულად მოხდა ეს უკვე ჰარამია და მრუშობას ჰგავს.