ქალი/მამაკაცი, რომელიც მიიღებს ისლამს


კითხვა:
თუ ქალი მიიღებს ისლამს რომელიც დაქორწინებულია არამუსლიმ კაცზე, აუცილებელია დაშორდეს მას? თუ კაცი უარყოფს ისლამის მიღებას, შეუძლია ქალს, რომ მასთან ერთად ცხოვრება გააგრძელოს?

ამ საკითხე ორი შეხედულება არის გადმოცემული:
პირველი:

ქება-დიდება ალლაჰს სამყაროთა ღმერთს. თუ ქალი მუსლიმი გახდება და მისი ქმარი ქააფირია, აუცილებელია განშორდეს მას რადგან მისთვის არ არის ნებდართული მასთან ერთად დარჩეს, რადგან შესაძლებელია ამ გზით ურწმუნოებაში ჩავარდეს.

ალლაჰი ბრძანებს:
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მოვლენ თქვენთან მორწმუნე გადმოსახლებული ქალები, მაშინ გამოსცადეთ ისინი. ალლაჰი უკეთ უწყის მათ რწმენას. ხოლო თუ დარწმუნდით, რომ მორწმუნენი არიან, მაშინ არ მიუბრუნოთ ისინი ურწმუნოებს. არ არიან ისინი ნებადართული მათთვის და არც ისინი არიან ნებადართული მათთვის.
(სურა მუმთეჰინე 60:10)


მისი ვალდებულებაა მოიწვიოს ქმარი ისლამზე და შეეცადოს მიაწვდინოს ალლაჰის სიტყვა მას და იქნებ ალლაჰმა მისი მეშეობით მისცეს ჭეშმარიტი გზა, რაც იქნება უდიდესი ჯილდო. შუამავალმა ალლაჰის ლოცვა და სალამი მას ალის უთხრა: მტკიცებულებებით

მოუწოდე მათ ისლამისკენ და აცნობე მათი ვალდებულებების შესახებ. ვფიცავ ღმერთს, თუ იგი დააყენებს ერთ ადამიანსაც შენი საშუალებით პირდაპირ გზაზე, ეს უმჯობესი იქნება შენთვის, ვიდრე წითური აქლემების ჯოგი (უდიდესი ამქვეყნიური ქონება).
(ალ-ბუხარი 56:3009; მუსლიმი 44:2406; აჰმადი 5/333.)

იბნ ალ-ყაიმი ამბობდა:
მითითებულია შუამავლის მტკიცებულებებით, რომ ასეთი ქორწინება შეჩერებულია (ე.ი არ ითვლებიან ცოლ-ქმრად). თუ ქმარი მიიღებს ისლამს ვიდრე გავა ლოდინის პერიოდი ('იდდა) ის რჩება ისევ თავის ცოლად. თუ მისი (ქალის) 'იდდას პერიოდი ამოიწურა მას შეუძლია იქორწინოს იმაზე ვინც მას სურს ან შუძლია დაელოდოს (იმედი აქვს რომ მიიღებს ისლამს). თუ მან(ქმარმა) მიიღო ისლამი მაშინ, ის იქნება მისი ცოლი და ნიქაჰი განახლებას არ საჭიროებს.
(ზაად ულ მა'აად ტომი 5 გვერდი 138)

თუ სურს დარჩება და დაელოდება ისლამის მიღებას

მეორე: აბდულლაჰ იბნ იაზიდ ალ-ხათმი გადმოსცემს: ერთმა ქალმა ალ-ჰირას ტომიდან მიიღო ისლამი, მაგრამ მისმა ქმარმა არ მიიღო. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა მისწერა მათ: أَنْ خَيِّرُوهَا فَإِنْ شَاءَتْ فَارَقَتْهُ وَإِنْ شَاءَتْ قَرَّتْ عِنْدَهُ
მას აქვს არჩევანი. თუ სურს მას შეუძლია გაეყარო მას, თუ სურს დარჩება მასთან.
(აბდ არ-რაზზაყ 10083)

ამ შემთხვევაში ახალად ისლამ მიღებულ ქალს შეუძლია დაელოდოს, სანამ მისი ქმარი მიიღებს ისლამს, მაგრამ ქალი უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ მისი რელიგიის წესები შეასრულოს. ალი იბნ აბუ თალიბმა და სხვებმა დალოების ნება დართეს იმ პირობით, რომ ის არ წაიყვანდა მუსლიმ ცოლს მუსლიმების მიწებიდან.

ალი იბნ აბი ტალიბმა თქვა: هُوَ أَحَقُّ بِهَا مَا لَمْ يُخْرِجْهَا مِنْ مِصْرِهَا
ის (ქმარი) იმსახურებს დალოდებას მანამ, სანამ არ წაიყვანს (მუსლიმების) მიწიდან.
(აბდ არ-რაზზაყ 10084)

და იბრაჰიმ ან-ნახაიმ თქვა: هُوَ أَحَقُّ بِهَا مَا لَمْ يُخْرِجْهَا مِنْ دَارِ هِجْرَتِهَا
ის იმსახურებას მას ვიდრე არ წაიყვანს ჰიჯრის ადგილიდან (ე.ი მუსლიმური მიწიდან ქუფრის მიწაზე).
(აბდ არ-რაზზაყ 10085)

პრიორიტეტი არის მისი რელიგიის აღსრულება, როგორიცაა ლოცვა, მარხვა, მეჩეთის მონახულება და ა.შ სანამ ქალის რელიგიური უფლებები დაცულია და ის არ აიძულებს ისლამის საწინააღმდეგოდ მოქმედებას მას შეუძლია დაელოდოს ქმარს ისლამს მიღებამდე.

იბნ ალ-ყაიმმა თქვა:

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალი ცხოვრობს მისი ავტორიტეტის ქვეშ სანამ ქმარი ქრისტიანია. ის ელოდებას მას და როდესაც ის მიიღებს ისლამს, მაშინ ის მისი ცოლია, თუნდაც წლები იყოს გასული. ეს იყო შეიხულ ისლამ იბნი თაიმიას მოსაზრება.
(აჰქამ აჰლ დამიმა 2:650)

არსებობს რამდენიმე გასნსხვავებული აზრი იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს ახალმა მუსლიმმა ქალმა ამ სიტუაციაში. იბნ ალ-ყაიმი ახსენებს მათ ყველას და წერს:
იმამისთვის დაშვებულია მათი განშორების დაჩქარება, ასევე მისთვის დაშვებულია ისლამის წარდგენა მისი მეუღლისთვის, დაშვებულია ლოდინის პერიოდის დასრულებამდე მასთან ყოფნა, ცოლისთვის დასაშვებია დაელოდოს თუ როდის მიიღებს ქმარი ისლამს, თუნდაც ამას წლები დასჭირდეს. ეს ყველაფერი დასაშვებია და არაფერია ამაში აკრძალული.
(აჰქამ აჰლ დამიმა 2:650)

ქალს, რომელიც მიიღებს ისლამს უფლება აქვს დარჩეს თავის არამუსლიმ ქმართან იმ იმედით, რომ ის საბოლოოდ მიიღებს ისლამს, თუმცა ზოგიერთი სწავლული ამბობს, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ სქესობრივი კავშირი სანამ ისლამის მიღების საკითხი არ მოგვარდება. მასთან დარჩენა და დალოდება არის საუკეთესო გამოსავალი მითუმეტეს თუ შვილები ჰყავთ. ბავშვის უფლებების დარღვევაა დედისგან განცალკვება.

აბუ აიუბი გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალმა ალლაჰის ლოცვა და სალამი მას თქვა: مَنْ فَرَّقَ بَيْنَ وَالِدَةٍ وَوَلَدِهَا فَرَّقَ اللَّهُ بَيْنَهُ وَبَيْنَ أَحِبَّتِهِ يَوْمَ الْقِيَامَةِ
ვინც დააშორებს დედას და შვილს, აღდგომის დღეს, ალლაჰი დააშორებს მას იმისგან, ვინც უყვარს.
(თირმიზი 1566)

თუ ქორწინებიდან ჰყავთ შვილები, დედამ უნდა გააანალიზოს რა გავლენა შეიძლება მოახდინოს განქორწინება შვილების აღზრდაზე და მომავალზე. მან ასე უბრალოდ არ უნდა მიატოვოს ქმარი და ეს ყველაფერი ეხება მამაკაცებსაც... ასე უბრალოდ არ უნდა მიატოვონ მეუღლეები რომელიც დააზარალებს შვილებს. ისინი უნდა იყვნენ კარგი მაგალითები და კარგი მეუღლეები, და შესაძლოა საბოლოოდ ისლამი მიიღონ.

ალლაჰმა უკეთ იცის.