მართლმორწმუნე მეუღლის თვისებები.


კითხვა:

ვისთან უნდა დავქორწინდეთ და რატომ უნდა დავქორწინდეთ?
პასუხი:

ქება-დიდება ალლაჰს. ეს ცხოვრება არის მომავალი ცხოვრების სამზადისი, რომელშიც ადამიანი გადის გამოცდებს რათა გამოჩნდეს თუ როგორ მოიქცევა, რომლითაც განიკითხება განკითხვის დღეს. საღად მოაზროვნე მუსლიმანმა ამ ქვეყნად ყველგან და ყველაფერში ისეთი უნდა ეძებოს, რაც დაეხმარება საიქიო ბედნიერების მოპოვებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მართლმორწმუნე მეუღლე და ასევე სამეგობრო წრე.
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არავინ აირჩიოთ მეგობრად მორწმუნის გარდა.
(აბუ დავუდ 4832)

უზანაესი ალლაჰი ბრძანებს:

არ შეირთოთ წარმართი ქალები, ვიდრე არ ირწმუნებენ. მორწმუნე მონა წარმართზე უკეთესია, თუნდაც გხიბლავდეთ იგი. და არ მიათხოვოთ ქალი წარმართ კაცებს, ვიდრე არ ირწმუნებენ. მორწმუნე მონა წარმართზე უმჯობესია, თუნდაც რომ გხიბლავდეთ იგი. ისინი ცეცხლისკენ გიხმობენ, ალლაჰი კი გიხმობთ თავისი ნებით სამოთხისა და მიტევებისკენ. და განუმარტავს ადამიანებს თავის აიათებს, ეგებ გაიხსენონ და შეისმინონ!
(სურა ბაყარა 2:221)


აუცილებელია მუსლიმანმა აირჩიოს მორწმუნე, მუსლიმანი მეუღლე, რომელზეც ის იმედოვნებს რომ საუკეთესო კომაპნიონობას გაუწევს და მოიპოვებენ საიქიო ბედნიერებას. მართლმორწმუნე ცოლი ის არის, ვინც კარგია ბევრი ასპქეტით.

1. მართლმორწმუნე მეუღლე არის, რომელიც იცავს თავის პატიოსნებას და პატივს სცემს თავის ქმარს მისი ყოფნისას და არ ყოფნისას, და არის მადლიერი მცირედის და დიდის.
ალლაჰი ბრძანებს:

...პატიოსანი ქალები მორჩილნი არიან(ქმრების) და მათი არ ყოფნისას იცავენ იმათ უფლებებს, როგორც ალლაჰმა დაუწესათ...
(სურა ნისა 4:34)


2. მას აქვს კარგი ხასიათი და კარგი მანერები. არ აქვს უხეში ენა და არ იქცევა ცუდად. არის სულითა და გულით სუფთა, ნაზი ფორმით საუბრობს (ქმართან) და ხალხს გულწრფელად ეპყრობა. ამასთან ერთად, იღებს რჩევებს ყურადღებით და მთელი გულით უსმენს ქმარს, არ იქცევა ქედმაღლურად და არ ჩხუბობს. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხეს: როგორი ცოლია საუკეთესო? მან უთხრა: ის, რომელიც აბედნიერებს (ქმარს) როცა უყურებს, და ემორჩილება თავის ქმარს როცა ასწავლის რაიმის გაკეთებას, და რომელიც არ იქცევა ქმრის ქონების მიმართ ისე, როგორი მოქცევაც არ მოსწონს ქმარს.
(აჰმად 2:251; სილსილა ას-საჰიჰა 1838)

აიშას (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ჰკითხეს:
როგორი ცოლია საუკეთესო? მან უთხრა: ის, რომელიც არ ამბობს ცუდ რამეებს და რომელიც არ არის მამაკაცივით გაწაფული; რომლის ყურადღება გამახვილებულია ქმრის მოვლაზე და მისი ოჯახის ზრუნვაზე.
(არ-რაღიბ ალ-აშაჰანი 1:410)