მომაკვდავთან ყურანის კითხვა


იმამ აჰმადის მუსნადში გადმოცემულია ჰადისი საფვანისგან:
ჩვენმა შეიხებმა მითხრეს, რომ იყვნენ ღუდაიფ ალ-ტუმანისთან ერთად, როცა ის იყო სიკვდილის პირას და მათ თქვეს: შეუძლია ვინმეს წაიკითხოს სურა იასინი? და სალიჰ იბნ შურაიჰ ალ-საქუნმა წაიკითხა და როცა მიაღწია ორმოცდამეათე აიათს, ღუდაიფი გარდაიცვალა.
ჩვენმა შეიხებმა თქვეს, რომ ყურანი უნდა წაიკითხო მომაკვდავთან, რადგან ის ამსუბუქებს სიკვდილის ტკივილს.
(იმამ აჰმად 16355)

ალ-ალბანმა თქვა "ირვა' ალ-ღალილში" 3:152: ეს ჰადისი სანდოა.
ჰადისი მიუთითებს იმას, რომ ყურანი უნდა წაუკითხო მომაკვდავს არათუ აწ უკვე გარდაცვლილს რადგან ამის შესახებ სუნნეთში არაფერია გადმოცემული.

ისლამს არ დაუწესებია ყურანის კითხვა საფლავებთან, იმიტომ რომ არცერთი გადმოცემა არ არის ამის შესახებ. انتهى من فتاوى اللجنة 9/38 ნათქვამია: შუამავალი ინახულებდა ხოლმე საფლავებს და ის ევედრებოდა გარდაცვლილისთვის ალლაჰს და ეს ასწავლა მის საჰაბეებს და იმათმაც აითვისეს. მაგალითად: ( السلام عليكم أهل الديار من المؤمنين والمسلمين ، وإنا إن شاء الله بكم لاحقون ، نسأل الله لنا ولكم العافية)
"მშვიდობა იყოს თქვენზე, საფლავის ბინადრებო, მორწმუნეებო და მუსლიმებო. თუ ალლაჰი ინებებს ჩვენც შემოგიერთდებით. ალლაჰს ვთხოვთ უსაფრთხოებას ჩვენთვის და თქვენთვის."

და არ არის გადმოცემა იმის შესახებ, რომ მან საფლავებზე წაიკითხა ყურანი ან რომელიმე აიათი გარდაცვლილისთვის, მიუხედავად იმისა რომ იგი ხშირად სტუმრობდა მათ. თუ ეს საჭირო იყო, მაშინ ის გააკეთებდა ამას და ასწავლიდა მის საჰაბეებსაც. ალლაჰმა გვაცნობა:

ვფიცავ, თქვენთან მოვიდა შუამავალი თქვენივე წიაღიდან. მძიმეა მისთვის, რომ თქვენ განსაცდელში ხართ. გული შესტკივა თქვენზე. მიმტევებელი და მწყალობელია მორწმუნეებისადმი! (თავბა 9:128)

ცნობილია, რომ ის მოვიდა ჭეშმარიტებით და მას ეს არ გაუკეთებია. მისმა საჰაბეებმა იცოდნენ და მიჰყვებოდნენ მის ნაკვალევს, ისინი საფლავებთან მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდნენ, რომ ევედრებოდნენ ალლაჰს გარდაცვლილის სასარგებლოდ. არ არსებობს გადმოცემა, საფლავებთან ყურანის კითხვაზე და კითხვა კი სიახლეა ვინაიდან შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვინც გამოიგონებს რამეს რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება ის იქნება უარყოფილი.
(ფატავა ალ-ლაჯნა ალ-დამი'ა 9:38)

قال أبو داود في مسائله ( ص : 158 ) : " وسمعت أحمد سئل عن القراءة عند القبر ؟ فقال : لا " .
აბუ დავუდმა მასა’ილში (გვერდი 158) თქვა:
გავიგონე (იმამ) აჰმადს ჰკითხეს საფლავთან ყურანის კითხვაზე და მან უპასუხა: არა.