რა არის ჯამაათი?


ანას ბინ მალიქი გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: إِنَّ أُمَّتِي لَنْ تَجْتَمِعَ عَلَى ضَلاَلَةٍ فَإِذَا رَأَيْتُمُ اخْتِلاَفًا فَعَلَيْكُمْ بِالسَّوَادِ الأَعْظَمِ
ჩემი უმმეთი არ გაერთიანდება გზააბნევაზე. და თუ დაინახავ რაიმე განსხვავებას (იხთილაფს) მაშინ გაჰყევი უმრავლესობას.
(იბნ მაჯა 3950)

იბნ ქასირმა ალ-ბიდაია ვანიჰაიაში 19/39 ამ ჰადისს უწოდა სუსტი ჰადისი.
ასევე იბნ ალ-ყაისარანიმ უწოდა სუსტი.
(ზაქირათ ალ-ჰუფფაზ 1/493)

მართალია, რომ მუსლიმანი უნდა შეუერთდეს მუსლიმურ საზოგადოებას (ჯამაათს) რომელიც ასევე ცნობილია გადარჩენილი ჯგუფის სახელით (ფირყათ ალ-ნაჯია). ჯამაათი და გადარჩენილი ჯგუფის წოდება ეკუთვნით ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საჰაბეებს და იმ სწავლულებს რომლებიც მათ გზას მიჰყვებიან.
ახლა კი უშუალოდ იმის ახსნას შევუდგეთ თუ რას ნიშნავს ჰადისში ნათქვამი სიტყვები 'გაჰყევი უმრავლესობას'

იბნ ქასირი წერდა:
ამ უმმეთის უმრავლესობა ჭეშმარიტებაზე იყო თავდაპირველად. მათ შორის სიახლეებს ვერ იპოვიდით ვერც სიტყვით და ვერც საქმით. მოგვიანებით კი ხალხმა დაიწყო სიახლეებზე გაერთიანება და ჭეშმარიტების კვალი თანდათანობით გაქრა მათი მავნებლობის გამო.
(ალ-ბიდაია ვანნიაჰაია 19:39)

ალ-ბარბაჰარი მიუთითებს იმაზე, რომ უმრავლესობა არის მისი საჰაბეები და უნდა მივყვეთ მათ უმრავლესობას არათუ უბრალო ხალხის უმრავლესობას.

იმამ ბარბაჰარი წერდა:
ალლაჰის შუამავალმა ალლაჰის ლოცვა და სალამი მას განუმარტა სუნნა თავის უმმეთს და აუხსნა იგი თავის საჰაბეებს. ისინი (საჰაბეები) ერთიანი სახოგადოებაა, ისინი არიან უმრავლესობა და უმრავლესობა არის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტების მიმყოლი ხალხი. ვინც ეწინააღმდეგება ალლაჰის შუამავლის საჰაბეებს რელიგიურ საკითხებში, მან ჩაიდინა ურწმუნოება.
(შარჰ ას-სუნნა 1:37)
ამგვარად 'უმრავლესობა' არის საჰაბეები.

ალ-შატიბი წერდა: فَمَعْنَى قَوْلِهِ لَنْ تَجْتَمِعَ أُمَّتِي لَنْ يَجْتَمِعَ عُلَمَاءُ أُمَّتِي عَلَى ضَلَالَةٍ
სიტყვები - ჩემი უმმეთი არ გაერთიანდება გზააბნევაზე - ნიშნავს, რომ ჩემი უმმეთის სწავლულები არ გაერთიანდებიან გზააბნევაზე.
(ალ-'ითისამ 2:771)

იბნ ბატტალი წერდა: وقال آخرون الجماعة التى أمر رسول الله بلزومها هم جماعة الصحابة الذين
სხვა სწავლულებმა თქვეს, რომ 'ჯამაათი' რომლის დაცვაც ბრძანა ალლაჰის შუამავლმა არიან საჰაბეები.
(იბნ ბატტალ 10:35)

ასევე არის სხვა მოსაზრებაც, რომ ჯამაათი არის ფიყჰის და ჰადისის სწავლულები.
იმამ თირმიზი წერდა: وَتَفْسِيرُ الْجَمَاعَةِ عِنْدَ أَهْلِ الْعِلْمِ هُمْ أَهْلُ الْفِقْهِ وَالْعِلْمِ وَالْحَدِيثِ
სწავლულთა აზრით ჯამაათი არის ფიყჰის და ჰადისის მცოდნე ხალხი.
(თირმიზი 2167)

ფიყჰის იმამები არიან:
აბუ ჰანიფა, იმამი მალიქი, აჰმად ბინ ჰანბალი და იმამი შაფი. ჰადისის მცოდნე იმამები არიან - ბუხარი, მუსლიმი, ათ-თირმიზი, აბუ დავუდი, იბნ მაჯა და სხვები.

ამგვარად ვინც მიჰყვება საჰაბეების გზას, არკვევს ფიყჰს (საკითხების ცოდნა), მიჰყვება აიათებში და ჰადისებში მოცემულ აყიდის პრინციპებს სწორედ ის ხალხია ჯამაათი.
ალლაჰმა უკეთ იცის