ყურანის ჯიბით ტარება


კითხვა:

დაშვებული არის თუ არა ყურანის ჯიბით ტარება და ასევე თუ შეიძლება მისით საპირფარეშოში შესვლა?
პასუხი:
ყურანის ჯიბით ტარება ნებადართულია, მაგრამ აკრძალულია მისით სააბაზანოში (ან საპირფარეშოში) შესვლა, რადგან შესაძლებელია, რომ ყურანი შეუფერებელ ადგილზე დაიდოს, რაც ალლაჰის წიგნის უპატივცემულობა და დაუფასებლობაა. (ალ-ფატავა ალ-ლაჯნა ალ-დამია 4:60) თუ რომელიმე ყურანს ატარებს უკანა ჯიბით და მას სურს დაჯდომა, ეს აკრძალულია ვინაიდან ასე ყურანს დააჯდება. სასურველია ატაროს პერანგის ჯიბით და არა შარვლის ჯიბით. სწავლულებმა ამაზე თქვეს რომ ეს ჰარამია. ასევე ყურანის თავს ქვემოთ შემოდება ჰარამია და მითუმეტეს უკანა ჯიბით ტარება და მასზე დაჯდომა ალლაჰის წიგნის დამცირებაა. ამაზე მიუთითებს შემდეგი:

ან-ნავავიმ თქვა:
სწავლულები ერთსულოვანნი იმ აზრზე, რომ სავალდებულოა ყურანს მოვეპყროთ პატივისცემით და დავიცვათ იგი. ჩვენმა თანამოაზრეებმა და ასევე სხვებმაც თქვეს:
ჰარამია ყურანის ბალიშად გამოყენება, და ნებისმიერი ცოდნის წყაროს წიგნის გამოყენება ბალიშად - ჰარამია.
(ალ-ტაბიინ ფი ადაბ ჰალამათ ალ-ყურან 128; ბუჰრან ფი ულუმ ალ-ყურან ალ-ზარქაში 1:478)

იბნ მუფლიჰმა თქვა:
მაქრუჰია(მოუწონარი) ყურანის ბალიშად გამოყენება. ეს ასევე თქვა იბნ თამიმმა, რომელმაც ახსენა ალ-რიააში ბაქრ იბნ მუჰამმადის მიერ ნათქვამი:
აბუ აბდულლაჰმა თქვა:
მაქრუჰია ყურანის თავქვეშ ამოდება, ბალიშად გამოყენება და მასზე დაძინება. ალ-ყადიმ თქვა:
ეს მაქრუჰია ვინაიდან ეს არის ყურანის დამცირება და მისი დაუფასებლობა. იბნ აბდ ალ-ყავიმ თქვა თავის წიგნში მაჯმი'ალ ბაჰრაინში:
ჰარამია ყურანზე და ჰადისების წიგნზე წამოწოლა და იმ ყველაფერზე რაშიც არსებობს ყურანი (ე.ი აიათი წერია წიგნში), სწავლულების ერთსულოვანი აზრის თანახმად.
(ალ-ადაბ ალ-შარია 2:393)

მეორე კითხვა: რა ჰუქმია სალოცავზე (ე.ი ფოსტზე) ყურანის დადებაზე? პასუხი: 'ყურანის სუფთა მიწაზე დადებაში ცუდი არაფერი არ არის იმიტომ, რომ ეს არ არის ყურანის დამცირება და მასზე უპატივცემულოდ მოპყრობა. ხშირად ხდება, რომ ადამიანი როცა ლოცულობს ან კითხულობს ყურანს და უნდა სუჯუდის გაკეთება, ის დებს ყურანს მის წინ. ეს არ არის ყურანის დამცირება ან უპატივცემულოდ მოპყრობა, ასე რომ ამაში ცუდი არაფერია.
(შარჰ რიად ას-სალიჰინ 1:423)

შეიხ აბდულლაჰ იბნ ჯიბრინმა თქვა:
სხვა შემთხვევებში უკეთესია ყურანი დავდოთ შემაღლებულ ადგილზე, და ასე ის ამაღლდება პირდაპირი ან გადატანითი გაგებით.
ალლაჰი ამბობს: ამაღლებულში, განწმენდილებში.
(აბასა 80:14)
(ფატავა ისლამია 4:15)

შემაღლებულ ადგილზე დადების მოწოდება იმიტომ ითქვა, რომ ყურანი არ მოხდეს წელსქვემოთ.