რა არის ისლამი?


თუ თქვენ მიმართავთ არაბული ენის ლექსიკონებს, აღმოაჩენთ, რომ სიტყვა ისლამის მნიშვნელობა არის: დამორჩილება, თავმდაბლობა, ღმერთის ბრძანებების შესრულება და აკრძალვებზე მორიდება, ერთადერთი ღმერთისადმი გულწრფელი თაყვანისცემა. სიტყვა ისლამი გახდა რელიგიის სახელი, რომელიც მოიტანა ალლაჰის შუამავალმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას).

რატომ ეწოდა ამ რელიგიას ისლამი?


დედამიწაზე არსებულ ყველა რელიგიას სხვადასხვა სახელი ჰქვია ან კონკრეტული ადამიანის ან ერის სახელი. ქრიასტიანობამ თავისი სახელი ქრისტესგან მიიღო, ბუდიზმი სახელს იღებს მისი დამფუძნებლის, ბუდასგან, ზოოარსტრიტები ამ სახელით გახდნენ ცნობილი, რადგან მათი დამაარსებელი და მბრძანებელი იყო ზოროასტერი.
ანალოგიურად, იუდაიზმმა მიიღო სახელი ტომისგან, რომელიც ცნობილია როგორც იაჰუდა (იუდა), ამიტომ იგი ცნობილი გახდა როგორც იუდაიზმი.
გარდა ისლამის, რადგან ის არ მიეწერება რომელიმე კონკრეტულ ადამიანს ან რომელიმე კონკრეტულ ერს, არამედ მისი სახელი მიუთითებს სიტყვა ისლამის მნიშვნელობაზე. რაზეც ეს სახელი მიუთითებს არის ის, რომ ამ რელიგიის დაარსება არ იყო რომელიმე კონკრეტული ადამიანის საქმე და ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ერისთვის. ისლამის მიზანია ყველა ადამიანში გააღვიძოს რწმენა მისი ღმერთისა და მიმართოს მისკენ.

როგორ ხდება ისლამის მიღება?


ისლამის მიღება ხდება შემდეგი ფორმულის წარმოთქმით :
აშჰადუ ანლა ილაჰა ილლა ლლაჰ, ვა აშჰადუ ანნა მუჰამმად რასულულლაჰ.
მნიშვნელობა:
ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანო ერთი ღმერთის გარდა, და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი შუამავალია.

ისლამის მიღებას თან ახლავს სინანული. სინანულში იგულისხმება წარშულში ჩადენილი ის საქმე, რომელი საქმითაც ღმერთს თანაზიარს უდგენდი, ესეიგი შენ უნდა მოინანიო შირქი. ამის შესახებ ყურანში ვკითხულობთ: فَإِن تَابُوا۟ وَأَقَامُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتَوُا۟ ٱلزَّكَوٰةَ فَإِخْوَ‌ٰنُكُمْ فِى ٱلدِّينِ ۗ وَنُفَصِّلُ ٱلْـَٔايَـٰتِ لِقَوْمٍۢ يَعْلَمُونَ
ხოლო თუ მოინანიეს, ლოცვად დადგნენ და ზექათი გასცეს, თქვენი ძმები არიან რჯულში და ჩვენ განვუმარტავთ აიათებს იმ ხალხს, რომელმაც იცის
(თავბა 9:11)
მონანიება ნიშნავს რომ შემდგომში აღარ უნდა დაუბრუნდე იგივე საქმეს, რა საქმითაც ადამიანი თავის ღმერთს დაუდგენს თანაზიარს.

ალლაჰმა უკეთ იცის