რა არის იჯმა?


იჯმა ნიშნავს შეთანხმებას და მოგვარებას. შარიათულად ის ნიშნავს მუჯთაჰიდების (სწავლულების) შეთანხმებას შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გარდაცვალების შემდეგ შარიათის კანონებზე... (უსულ მინ 'ილმ ალ უსულ 62-64) ალ ყადი აბუ იალამ თქვა: იჯმა ნიშნავს სავალდებულო მტკიცებულებას, რომლის წინააღმდეგ წასვლა არის ჰარამი. შეუძლებელია მუჰამმადის ხალხი გაერთიანდეს გზააბნევაზე. (ალ უდა უსულ ალ-ფიყჰ 4:1058) ალ ამიდმა თქვა: იჯმა იმათი, ვინც ცოცხალი იყო ალლაჰის შუამავლის (ალაჰის ლოცვა და სალამი მას) პერიოდში, არ იყო სავალდებულო მტკიცებულება, იჯმის მიხედვით, რადგან იჯმა სავალდებულო გახდა შუამავლის (ალლლაჰის ლოცვა და სალამი მას) გარდაცვალების შემდეგ. (ალ აჰქამიდან ალ ამიდის მიერ 1:109)