ჰაჯეთის ლოცვა.


ასეთი სახის ლოცვა ბიდათია და სუსტი ჰადისებია ამის შესახებ. وما يسمى بصلاة الحاجة : قد ورد في أحاديث ضعيفة ومنكرة - فيما نعلم - لا تقوم بها حُجّةٌ ولا تَصْلُحُ لبناء العمل عليها . فتاوى اللجنة الدائمة 8/162
ჰაჯეთის ლოცვის შესახებ სუსტი ან დაგმობილი (მუნქარი) ჰადისებია გადმოცემული - არ შეიძლება გამოვიყენოთ ეს მტკიცებულებად და არ მოქმედებს ეს საფუძველზე (ე.ი სანდო არ არის).
(ფატავა ლაჯნა დამიმა 8:162)

ჰაჯეთის ლოცვის შესახებ გადმოცემულია ჰადისი:

'აბდულლაჰ იბნ აბი ავფა ალ-ასლამის მიერ გადმოცემულია, რომელმაც თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
'ვისაც ესაჭიროება რაღაც ალლაჰისგან ან მისი ქმნილებისგან რაიმე, მან აიღოს აბდესი და ილოცოს ოთხი მუხლი და შემდეგ თქვას:
'არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, შემბრალებლისა, დიდსულოვანისა, ღმერთი დიდებული ტახტრევანისა. ქება-დიდება ალლაჰს სამყაროთა ღმერთს. ღმერთო, გთხოვ წყალობას და პატიებას, და გთხოვ შენ სიკეთეს და დაცვას ყველა ცოდვისგან. გთხოვ არ დამიტოვო არცერთი ცოდვა, რომელსაც არ მაპატიებ, ან გასაჭირში, ან რაიმე ისეთისგან არ დამტოვო რაც შენ მოგწონს. შემდეგ ალლაჰს სთხოვოს რაც მას სურს ამ ქვეყნად და იმქვეყნად, და შეუსრულდება.
(იბნ მაჯა 1384)

ჰადისში მოყვანილი სიტყვები ვედრების სახით არის დიდებული სიტყვებით. თუ ისწავლით ამ ვედრებას ინ შა ალლაჰ არაფერი ცუდი არ იქნება, მაგრამ რა მოქმედებებიც ნათქვამია ჰადისში ამის გაკეთება ბიდათი იქნება თუ რატომ ამას ქვემოთ ნახავთ ალლაჰის ნებით. მოყვანილი ჰადისი სუსტი ჰადისია და სუსტი ჰადისი იმას ამტკიცებს, რომ ეს შუამავალს არ უთქვამს და მისი მტკიცებულებად გამოყენება შეცდომაა.

იმამ თირმიზიმ ამ ჰადისის შესახებ თქვა: ეს ღარიბი (უცნაური) ჰადისია, და თქვა მის გადმომცემთა შესახებ: ფაა'იდ იბნ აბდ ალ-რაჰმანი სუსტი გადმომცემია.
ეს ჰადისი არის და'იფ ჯიდდანი (ძალიან სუსტი).

ალ-ჰაქიმმა თქვა: ყალბი ჰადისები მოთხრობილია აბი ავფასგან (ზემოთ მოყვანილი ჰადისის გადმომცემი).
(მიშქათ ალ-მასაბიჰ ტომი 1 გვ 417)

ალ-სუნან ვალ-მუბტადა'ათის ავტორმა, როცა ახსენა იმამ თირმიზის შესახებ ფაა'იდ იბნ აბრ არ რაჰმანი, თქვა: აჰმადმა თქვა, რომ ის არის მათრუქი (კაცი, ვისგანაც ჰადისები არ მიიღება) და იბნ ალ-არაბმა აღწერა ის სუსტად. და მან შემდეგ თქვა: უნდა იცოდე, რა არის ნათქვამი ამ ჰადისთან დაკავშირებით. უკეთესი და უფრო კარგია ის, რომ შეევედრო ღმერთს შუაღამით, და ეზანსა და ყამეთს შორის და ყველა ნამაზის ბოლოს თასლიმამდე (ე.ი სალამის მიცემამდე), ან პარასკევს, ვინაიდან ეს ის დროებია, როცა ვედრება უპასუხოდ არ დარჩება, და ასევე მარხვის გახსნისას. რადგან ალლაჰი ბრძანებს:

და თქვა შენმა ღმერთმა: მომიხმეთ და გიპასუხებთ!...
(სურა ღაფურ 40:60)

და თუ გკითხავენ ჩემი მსახურნი ჩემს შესახებ, ჭეშმარიტად, მე ახლოს ვარ, შევისმენ მლოცველის ვედრებას, როცა შემევედრება. შეისმინონ ჩემი და მირწმუნონ მე, ეგებ სწორი გზით წავიდნენ
(ბაყარა 2:186)
ალლაჰისაა უმშვენიერესი სახელები. მოუხმეთ მათით და თავი ანებეთ იმათ, რომლებიც ბღალავენ ამ სახელებს. მალე მიეგებათ საზღაური იმისა, რასაც აკეთებდნენ.
(ა'რაფ 7:180)
(სუნან ვალ-მუბტადა ალ-შურაიქი გვ 124)