საჰიჰი (სანდო) ჰადისის უარმყოფელის ჰუქმი


ას-სუიუტიმ თქვა:
უნდა გესმოდეს შენ, ალლაჰმა შეგიწყალოს, რომ ვინც უარყოფს შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰადისს რომელიც წარმოადგენს შარიათის მტკიცებულებას - და უარყოფს გადმოცემულს ან რომელიმე სიტყვას შუამავლისას ან გაკეთებულს, თუ ეს ჰადისი აკმაყოფილებს სანდოობის პრინციპს - მაშინ ის ადამიანი ურწმუნოა და გადის ისლამიდან, და ის აღდგება განკითხვის დღეს იუდეველებთან და ქრისტიანებთან ერთად ან მათთან ერთად, ვისაც ალლაჰი ისურვებს ურწმუნოთა რიგებიდან.
(მიფთაჰ ალ-ლაჰნა ფი-იჰთიჯააჯ ბი სუნნა გვ 14)

ალ-'ალლამა იბნ ალ-ვაზირმა თქვა:
ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰადისის უარყოფა არის აშკარა ურწმუნოება.
(ალ-ავასიმ ვალ-ყავასიმ 2:274)

ვინც უარყოფს სუნნაზე გაყოლას ურწმუნოა, იმიტომ, რომ ის გამოხატავს ურწმუნოებას ალლაჰისა და მისი შუამავლის მიმართ, და უარყოფს მუსლიმთა საერთო აზრს (ე.ი იჯმას)
(ფატავა ალ-ლაჯნა დამიმა ტომი 2,3/194)

ალ-ჰასან იბნ ალი-ბარბაჰარმა თქვა:
თუ გაიგონებთ, რომ ადამიანი ცილსსწამებს ჰადისს ან უარყოფს, ან ჰადისზე მეტად სხვა რამეს აძლევს უპირატესობას, მაშინ იცოდეთ, რომ ის ადამიანი ისლამის ერთგული არ არის, და ის სიახლის და თავისი ვნებების მიმყოლია. და როცა გაიგონებთ კაცზე, როცა ახსნებ ჰადისს და არ გამოხატავს ინტერესს და მას მხოლოდ ყურანის აიათების მოსმენა სურს (ე.ი ჰადისებს უგულებელყოფს), მაშინ ეჭვი არ გქონდეთ, რომ ეს ადამიანი სიახლის მიმყოლების გზაზეა, ასე რომ მიატოვეთ ის.
(შარჰ ას-სუნნა 113-119)

შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: რაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გადმოგვცა თავისი ღმერთისგან, ვალდებულნი ვართ ვირწმუნოთ თუნდაც მისი მნიშვნელობა გვესმოდეს ან არ გვესმოდეს, იმიტომ, რომ ყველაზე სამართლიანი ის არის (ე.ი შუამავალი). რაც ნათქვამია ყურანში და სუნნაში, ყველა მორწმუნე ვალდებულია ირწმუნოს, თუნდაც არ ესმოდეს მისი მნიშვნელობა.
(მაჯმუ'ლ ფეტავა 3:41)

სანდო ჰადისი ნიშნავს, რომ მას თავისი ნება-სურვილით არ უთქვამს. არამედ თქვა ალლაჰის ზეშთაგონებით, ყურანში ვკითხულობთ:

'არ ამცდარა გზას თქვენი ამხანაგი და არც წონასწორობიდან გამოსულა. და არ მეტყველებს იგი თავისი ნებით. რამეთუ ეს მხოლოდ შთაგონებაა, რაც ზეშთაეგონა. ასწავლა იგი მტკიცე ძალის მფლობელმა.'
(სურა ნეჯმ 53:2-5)