ქალს აქვს განშორების მოთხოვნის უფლება.


მუსლიმან ქალს უფლება აქვს განშორდეს თავის ქმარს თუ აღმოჩნდა რომ ვერ ეწყობიან ან ქმარმა დაუშვა სერიოზული შეცდომა. მუსლიმანი ქალებისთვის ორი გზა არსებობს ქმართან გაშორების დროს.

1. ურთიერთშეთანხმებითი გაყრა. (ალ-ხულა)
2. ყადის მიერ დაწესებული გაყრა. (ტალაყ -ალ-ყადი)
პირველი სასურველია, რადგან ეს ხელს უწყობს ადამიანების კარგ განშორებას, რომელიც სამომავლოდ კარგია შვილების მომავლისთვის. მეორე შემთხვევაში გაყრა მაშინ უნდა მოხდეს, როცა ქმარი აშკარად არღვევს საქორწინო ხელშეკრებულებას.

განქორწინება მხოლოდ ორჯერაა (შესაძლებელი). ამის შემდგომ თქვენ ან დაიტოვებთ ცოლებს წესისამებრ ან გაეყრებით კეთილგანწყობით. ნებადართული არ არის არანაირი თქვენს მიერ ნაჩუქარის უკან გამორთმევა, მხოლოდ მაშინ, თუ ორივე მხარეს ეშინია, რომ გადავა ალლაჰის დადგენილ ნორმებს. და თუ თქვენ გეშინიათ, რომ ის ორი ვერ დააკმაყოფილებენ ალლაჰის დადგენილ ნორმებს, მაშინ ცოდვა არაა არც ერთზე იმაში, რომ ქალი თავს გამოისყიდის. ასეთია ალლაჰის დადგენილი ნორმები და არ გადასცდეთ მას. და ვინც გადასცდება ალლაჰის დადგენილ ნორმებს, სწორედ, ისინი არიან ცოდვილნი!
(ბაყარა 2:229)


ან-ნავავი წერდა: თუ ცოლს არ მოსწონს თავისი ქმარი გარეგნობის გამო, ან ცუდი ურთიერთობისთვის, ან როცა ეშინია რომ ქმარი ვერ შეასრულებს თავის მოვალეობებს, მაშინ დასაშვებია ქალმა მოითხოვოს გაყრა.
(ალ-მაჯმუ შარჰ ალ-მუჰაზაბ 3:17)

იბნ ყუდამამ თქვა: საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ცოლს არ მოსწონს ქმარი მისი გარეგნობის, ხასიათის, რელიგიურობის, ან ასაკის გამო, ან მისი სისუსტის გამო, და ეშინია, რომ ქმარი ვერ შეასრულებს ალლაჰის დადგენილ ვალდებულებებს ცოლის მიმართ, მაშინ დასაშვებია ქალმა მოითხოვოს გაყრა.
(ალ-მუღნი 7:323)

პირველი ქალი, ვინც ქმართან განშორება მოითხოვა იყო ჰაბიბა ბინთ საჰლი, რომელიც შეუღლებული იყო საბით იბნ ყაისზე.

იაჰია იბნ სა'დი გადმოსცემს:
ჰაბიბა ბინთ საჰლი დაქორწინებული იყო საბით იბნ ყაისზე. ერთხელ საბითმა მას დაარტყა. ქალი, როდესაც ადგა, წავიდა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) კართან, როცა ჯერ კიდევ არ იყო დღის შუქი. ქალმა უთხრა: "საბითი და მე ვერ ვიქნებით ერთად" შემდეგ საბითი მოვიდა შუამავალმა უთხრა მას: აიღე ის, რაც შენ მოგეწონება და გაუშვი.
(სუნან ალ-დარიმი 2317)

დაუშვებელია ქმარმა აიძულოს ცოლი დაშორდეს, რათა აიღოს მიწიერი სარგებელი კონპენსაციის სახით. ისლამი ნებას არ რთავს, რომ მამაკაცებმა ცოლები გამოიყენონ ასეთი სიტუაციებისთვის.

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ. ნებადართული არაა თქვენთვის, უანდერძოთ ცოლებს (მათთვის) საძულველი, და ნუ აიძულებთ, რომ დაგიბრუნონ ზოგი რამ, რაც ადრე მათთვის გიჩუქებიათ. გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ისინი აშკარა მრუშობას დაიწყებენ. მოეპყარით მათ სიკეთით, თუკი მოიძულებთ, მაშინ რამდენჯერ ყოფილა, როცა თქვენ გძულდათ რამე, ალლაჰს კი მასში უამრავი სიკეთე დაედგინა.
(ნისა 4:19)


ან-ნავავი წერდა: თუ კაცი დაარტყამს ან აფერხებს ქალს, რომ არ მოითხოვოს განშორება იმ მიზნით, რომ ქალის საკუთრებიდან რაღაცა დაფაროს, ეს დაშვებული არ არის.
(ალ-მაჯმუ შარჰ ალ-მუაჰაზაბ 3:17)

თუ ქმარი დამნაშავეა სერიოზული დანაშაულისთვის, როგორიცაა უყურადღებობა, მიტოვება, მრუშობა ან ოჯახში ძალადობის გამო, ქალს აქვს უფლება სარჩელის სახით წარუდგინოს ყადს (მოსამართლეს) და მოითხოვოს განქორწინება. იბნ ყუდამამ თქვა: საქმე იმაშია, რომ ცოლს, რომელსაც არ მოსწონს მისი ქმარი გარეგნობის, ხასიათის, რელიგიის, მოხუცებულობის ან სისუსტის გამო და ა.შ და ქალს ეშინია, რომ ის ვერ შეასრულებს მის ვალდებულებებს და ეურჩება ალლაჰს, მაშინ, ქალს შეუძლია მოითხოვოს გაყრა.
(ალ-მუღნი 7:323)

ასევე ქალმა უნდა გაითავისოს, რომ უმიზეზოდ განშორების მოთხოვნა არის დიდი დანაშაული და ცოდვა, რომელიც არის დიდი ცოდვა და დანაშაული. სავბანი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
أَيُّمَا امْرَأَةٍ سَأَلَتْ زَوْجَهَا طَلَاقًا فِي غَيْرِ مَا بَأْسٍ فَحَرَامٌ عَلَيْهَا رَائِحَةُ الْجَنَّةِ
როდესაც ქალი უმიზეზოდ მოითხოვს განშორებას, ის ვერ იგრძნობს სამოთხის სურნებელებას.
(აბუ დავუდ 2226)

სავბანი გადმოსცემს რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ქალი რომელიც ეძებს ხულს, არის მუნაფიყი (ფარისეველი)
(თირმიზი 13:1186)

ხული არის უმიზეზოდ განშორების მოთხოვნა. ალლაჰმა უკეთ იცის.