რა არის ფიყჰი?


სიტყვა ფიყჰი ნიშნავს გაგებას და გააზრებას. სიტყვა ფიყჰი არაერთ აიათშია ნახსენები. ერთ-ერთი: فَمَالِ هَـٰٓؤُلَآءِ ٱلْقَوْمِ لَا يَكَادُونَ يَفْقَهُونَ حَدِيثًا

- რა ემართება ამ ხალხს, რომ არ ცდილობენ ნათქვამის გაგებას?
(ნისა 4:78) 
და სხვადასხვა აიათებში ასევე სიტყვა ფიყჰი სხვადასხვა ბრუნვებშია გამოყენებული. لَعَلَّهُمْ يَفْقَهُونَ
ეგების შეიგნოთ.
(ენ'ამ 6:65 ) مَا نَفْقَهُ كَثِيرًۭا مِّمَّا تَقُولُ
ჩვენ არ გვესმის ბევრი რამ, რასაც ამბობ
(ჰუდ 11:91) 
იბნ აბბასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰს ვისთვისაც კარგი უნდა, ის აძლევს მას რელიგიაში გაგებას (არაბულში - იუფაყყაჰჰუ)
(თირმიზი 2645)
აქ მოცემული არგუმენტებიდან გამომდინარე გამოგვაქვს აზრი, რომ ფიყჰი ნიშნავს დიდ ცოდნას. შეუძლებელია რელიგიური საკითხები შენთვის მარტივი გასაგები იყოს როცა, მასში არ გაქვს ფიყჰი (გააზრება, გაგება). ალლაჰი ბრძანებს:
... მრავალი შეცდება თავისი გულისთქმით - არცოდნის გამო...
(ენ'ამ 6:119)

ამისთვის საჭიროა ცოდნის მიღება, რომ ვიყოთ სწორ გზაზე ალლაჰის ნებით