ეკლესიაში შესვლა


ეკლესიაში შესვლა და მათი მოწოდების მოსმენა ჰარამია (აკრძალული). სწავლულების სხვადასხვა შეხედულებებია ეკლესიაში შესვლასთან დაკავშირებით:

1. ჰარამია. ეს არის ჰანაფის და შაფის შეხედულება, მაგრამ შაფი იმ ეკლესიებში შესვლის აკრძალვით შემოიფარგლა სადაც სურათებია.
(თუფთაჰ ალ-მუჰთაჯ (2:424)ნიჰაიათ ალ-მუჰთაჯ (2:63)

ჰანაფი მაზჰაბის სწავლულები ამბობენ, რომ ჰარამია ყველა შემთხვევაში, და ყველამ თავისი მიზეზი დაასახელა: ისინი ყველანი შაიტნები არიან როგორც თქვა ჰანაფი სწავლულმა, ნუაიმმა 'ბაჰრ ალ-რა'იყში (7:364) და ჰაშიათ იბნ აბიდინში (2:43)

2. მექრუჰია. ეს არის ჰანბალის შეხედულება, მაგრამ ზოგიერთი იმ ეკლესიებით შემოიფარგლებოდა სადაც სურათები იყო. შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: ჩვენი თანმხლებლების უმეტესობის აზრით, მექრუჰია იმ ეკლესიებში შესვლა სადაც სურათებია, და ყველაზე სწორი შეხედულება ეს არის, რომელშიც ეჭვი არ არის.
(ფატავა ალ-ქუბრა 5:327; ადაბ აშ-შარია (3:415)

ვინც ამ აზრს იზიარებს, მოჰყავთ შემდეგი ჰადისები:

ა) გადმოცემულია იბნ აბბასისგან, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაინახა სურათი ქააბაში და არ შევიდა მასში მანამ, სანამ არ ბრძანა მისი ჩამოხსნა.
(ბუხარი 3352)

ბ) გადმოცემულია იბნ უმარისგან:

ერთხელ ჯიბრილი დაჰპირდა შუამავალს, რომ მოინახულებდა მაგრამ მან დააყოვნა (მოსვლა), შუამავალი წუხდა ამაზე. მოგვიანებით გარეთ გამოვიდა და დაინახა ჯიბრილი და ჰკითხა ამის შესახებ (დაყოვნების შესახებ). ჯიბრილმა უთხრა: 'ჩვენ არ შევალთ სახლში, სადაც არის სურათი ან ძაღლი'. (ბუხარი 5960) გ) გადმოცემულია, რომ ასლამმა, უმარის განთავისუფლებულმა მონამ თქვა: როდესაც უმარი წავიდა შამში, ქრისტიანების ერთ-ერთმა ლიდერმა მოამზადა საჭმელი და დაუძახა მას (ეკლესიაში). უმარმა უთხრა: ჩვენ არ შევალთ თქვენს ეკლესიაში იმიტომ, რომ მათში სურათებია - იგულისხმა ქანდაკებები.
(აბდურ-რაზზაყი ალ-მუსანაფში (1:411, 10:398)

3. მესამე შეხედულებაა, რომ დასაშვებია ზოგადად ეკლესიებში შესვლა.

ეს არის ჰანბალის შეხედულება, იხ. ალ-მუღნი (8:113) და ალ-ინსააფ (1:496) მოჰყავთ შემდეგი: იბნ 'აიდი გადმოსცემს რომ უმარი როცა მივიდა შამში, ქრისტიანებმა მოუმზადეს საჭმელი და დაუძახეს მას, მან იკითხა: სად არის ის? უპასუხეს: 'ეკლესიაში' და მან უარყო იქ შესვლა. მან უთხრა ალის: წაიყვანე ხალხი, მიირთვან. ალიმ წაიყვანა ხალხი და შევიდნენ ეკლესიაში, სადაც მისმა ხალხმა მიირთვა საჭმელი, ალიმ შეხედა სურათებს და თქვა:
'რა იქნება არასწორი თუ მორწმუნეთა მმართველი შევიდოდა ამ ადგილას?'
(ალ-მუღნი (8:113)

ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებებიდან აშკარად არ ჩანს, რომ ეკლესიაში შესვლა ჰარამია, და იმ ადგილას შესვლა, სადაც სურათები ან ქანდაკებებია. თუმცა ცოდვა არის სურათების გამოსახვა და ქანდაკებების გაკეთება. იბნ ყუდამამ თქვა: რაც შეეხება იმ სახლში შესვლას სადაც სურათებია, ჰარამი არ არის. თუმცა ასევე ნებადართულია უარი ითქვას მასპინძლისადმი საყვედურის გამო და აჩვენო, რომ მან დაკარგა პატივისცემა იმის გამო, რომ მან რაღაც ბოროტება შემოიტანა (ქანდაკების ან სურათის სახით). და ვინც ამას დაინახავს მასპინძლის სახლში არ უნდა დატოვოს სახლი, აჰმადის სიტყვების შესაბამისად. იმამ აჰმადს ჰკითხეს:
'თუ მას არ დაუნახავს ეს (ე.ი სურათი ან ქანდაკება) სანამ საჭმელს მოუტანდა მასპინძელი, მან უნდა დატოვოს იქაურობა? უპასუხა: ნუ გაართულებთ ამას ჩვენთვის, მაგრამ თუ ხედავს ამას, უნდა გაკიცხოს და უთხრას, რომ ეს არ გააკეთონ.'
(ალ-მუღნი (8:113)

ყველა შემთხვევაში ეკლესიებში შესვლა უმიზეზოდ არის მექრუჰი, რადგანაც ანგელოზები და შუამავალი არ შევიდნენ იმ სახლში, რომელშიც იყო სურათები. შესაძლოა ამ მექრუჰმა მიაღწიოს ჰარამის დონემდე თუ ეკლესიაში შესვლას რაიმე ცუდი შედეგები მოჰყვება, მაგ:
ქრისტიანების შირქზე თანხმობა/დამტკიცება, და იმის თქმა, რომ ალლაჰს ჰყავს შვილი და ცოლი. სინამდვილეში ალლაჰი შორსაა იმისგან, რასაც ისინი ამბობენ. ან შესვლა იმ მიზეზით, რომ დაუმეგობრდე ქრისტიანებს და გიყვარდეს, ასევე აკრძალულია. ფატავა ალ-ლაჯნა დამიმაში ნათქვამია: 'თუ ეკლესიაში წასვლით შენი მიზანი არის უჩვენო ტოლერანტობა და ლმობიერება, არ არის დასაშვები, მაგრამ თუ შენი მიზანი არის ისლამზე მოწოდება და შექმნა ამისათვის შესაძლობლები, და მონაწილეობას არ მიიღებ მათი თაყვანისცემის რიატუალებში და არ შიშობ, რომ მოექცევი მათი რწმენის და ადათების ქვეშ, მაშინ დასაშვებია.
(ფატავა ალ-ლაჯნა დამიმა (2:115)