დუჰა ნამაზი


დუჰას ლოცვა შეიძლება მაშინ როცა მზე ზენიტშია, ზუჰრის ლოცვამდე 45-52 წუთით ადრე.

ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
დუჰას ლოცვა ილოცება მაშინ, როცა აქლემები გრძნობენ მზის სიცხეს.
(მუსლიმ 748)

სწავლულები ამბობენ, რომ როცა დღის ერთი მეოთხედი გავა, ე.ი მზის ამოსვლიდან ზუჰრის ლოცვამდე (ალ-მაჯმუ ალ-ნავავი 4:36 ალ მავსუ'აჰ ალ ფიყჰია 27:224)
"დუჰა ლოცვის რაქაათების რაოდენობა"

აბუ ჰურაირამ(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
ჩემმა ახლო მეგობარმა მირჩია მე სამი რაღაც; სამი დღე მარხვა ყოველ თვეში, ორი რაქაათი დუჰა ლოცვა, და ვითრის ლოცვა დაძინებამდე.
(ბუხარი 1981; მუსლიმი 721)

მუაზმა ჰკითხა 'აიშას:(ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი) რამდენი რაქაათი ილოცა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დუჰა ნამაზზე? მან თქვა:
ოთხი რაქაათი, თუმცა მას მეტიც სურდა(მუსლიმი 719)

უმმ ჰანი(ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი) გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ადგა ღუსლის გასაკეთებლად, და ფატიმამ დაინახა ის. შემდეგ მან აიღო მისი სამოსელი, შემოიხვია და ილოცა რვა რაქაათი დუჰა ნამაზი.
(მუსლიმ 336)

"არ არსებობს სწავლულებს შორის განსხვავებული აზრი(იმის შესახებ), რომ დუჰა ნამაზი არის მუსთაჰაბი, რომლის მინიმალური რაოდენობა არის ორი რაქაათი.
( ალ მავსუუ ალ ფიყჰია 27:225)

ზევალის დრო.


მოსაზრება, რომ დუჰა ნამაზი ილოცება მზის ამოსვლიდან ზუჰრის ლოცვამდე არასწორია. დუჰა ნამაზი ილოცება მზის სრული ამოსვლიდან ზევალის დრომდე. ზევალი არის დრო, როცა მზე ზენიტშია და ზუჰრის ლოცვამდე დარჩენილია 45-52 წუთი. დროის ამ მონაკვეთში არცერთი ლოცვა არ ილოცება.

უყბა ბინ ამირი გადმოსცემს: არსებობს სამი დრო, რომლებშიც ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აგვიკრძალა ლოცვა და გარდაცვლილის დამარხვა: სანამ მზე სრულად არ ამოვა. როცა მზე ზენიტშია, და სანამ ზენიტს არ გადავა. და როცა მზე სრულიად არ ჩავა.
(მუსლიმ 6:831)