დაუსის ტომის ხალხი


აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მკითხა:
- ვინ ხარ?
- მე დაუსის ტომიდან ვარ - ვუპასუხე მე.
მან მითხრა: მე ვფიქრობდი, რომ დაუსის ტომის ხალხში, არავისში არ იყო კარგი.
(თირმიზი 49:3838)

აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ტუფაილ იბნ ამრი და მისი მიმყოლები მოვიდნენ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და უთხრეს: ალლაჰის შუამავალო! დაუსის ტომის ხალხი გეურჩება და უარს ამბობს, რომ გამოგყვნენ. სთხოვე ალლაჰს მათთვის. ხალხმა თქვა: დაუსის ტომი განადადგურდა. შუამავალმა კი თქვა: ო ალლაჰ! ატარე სწორი გზით დაუსის ხალხი.
(ბუხარი 56:2937)

აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ტუფაილმა და მისმა თანმხლებლებმა თქვეს: ალლაჰის შუამავალო, დაუსის ტომი ურწმუნო გახდა და უარგყოფენ. დასწყევლე ისინი. და (საჰაბეებმა) თქვეს: ალლაჰმა დასწყევლოს დაუსის ტომი. ამაზე შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ღმერთო, ატარე სწორი გზით დაუსის ტომი და მოაბრუნე ისინი ჩემსკენ.
(მუსლიმი 44:2524)

სხვა გადმოცემაში ნათქვამია, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
დაბრუნდი შენს ხალხთან და მოუწოდე მათ ალლაჰისკენ, და იყავი მათ მიმართ ნაზი.
(თარიხ დიმაშყ 24591)

ამ ჰადისში ჩვენ ვხედავთ ადამიანების ურწმუნოდ გამოცხადების ორ ფორმას. პირველია უხეში ფორმა, მეორეა რბილი ფორმა. საჰაბეებმა დასწყევლეს ისინი, ხოლო ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ალლაჰს შეევედრა, რომ ისინი დამდგარიყვნენ სწორ გზაზე. ამ ვედრებით შუამავალმა თქვა, რომ ისინი არ იყვნენ სწორ გზაზე და იყვნენ ქუფრში (ურწმუნოებაში). თაქფირის ამ რბილ ფორმასთან ერთად შუამავალმა მათთვის ღმერთს შეევედრა და უეჭველია რომ შუამავლის მეთოდი და მიდგომა არის საუკეთესო.

ალ-ყარიმ გაუკეთა ამ ჰადისებს კომენტარი:
საჰაბეებს სურდათ, რომ ისინი დასჯილიყვნენ. ხალხს ეგონა, რომ შუამავალი შეევედრობა ალლაჰს მათ წინააღმდეგ, მაგრამ მან თქვა, რომ ის გამოგზავნილია მოწყალებად სამყაროთათვის, და ხალხის სწორ გზაზე დასადგენად, რაც ჩანს თავისივე ვედრებაში:
"ღმერთო, ატარე სწორი გზით დაუსის ტომი და მოაბრუნე ისინი ჩემსკენ"
(მირყათ ალ-მაფათიჰ 6005)