ადამიანზე ანგელოზის სახელის დარქმევა


ამ საკითხში სწავლულებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

1. იბნ ალ-ყაიმმა თქვა:
ისეთი ანგელოზების სახელების დარქმევა ადამიანზე, როგორიცაა ჯიბრილი, მიქაილი და ისრაფილი მაქრუჰია...
რაც შეეხება ჰადისს - "არ დაარქვათ ერთმანეთს ანგელოზების სახელები" ალ-ბუხარიმ ამ ჰადისის შესახებ თქვა, რომ ჰადისის ისნადი საეჭვოა. ეს ნიშნავს, რომ ეს ჰადისი სანდო არ არის.
(თუჰფათ ილ მავდუ გვ 83)
ხოლო მავსუა ალ-ფიყჰიაში ნათქვამია, რომ რამდენიმე სწავლულმა განაცხადა, რომ ანგელოზების სახელების დარქმევა, როგორიცაა ჯიბრილი და მიქაილი მაქრუჰი არ არის. თუმცა იმამ მალიქმა თქვა, რომ ეს მაქრუჰია.
(ალ-მავსუ ალ-ფიყჰია ალ-ქუვაით ტომი 11, გვ 334)

ხოლო ზოგიერთმა სწავლულმა თქვა, რომ სახელები ჯიბრილი და მიქაილი 'აბდულლაჰის მნიშვნელობისაა.
(თაფსირ იბნ ქასირ 2:97-98)

2. ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ლამაზი ცოლი, შვილი ან და მას ეუბნება:

"ჩემი ანგელოზი ხარ" ეს აკრძალულია, რადგან ალლაჰი ბრძანებს:

და დაადგინეს მათ ანგელოზები მდედრებად, რომლებიც მოწყალის მსახურნი არიან. განა მოწმენი იყვნენ მათი გაჩენისა? ჩაიწერება მათი მოწმეობა და მოეკითხებათ.
(ზუხრუფ 43:19) შეიხმა, ბაქრ იბნ 'აბდულლაჰ აბუ ზაიდმა თქვა:
ქალებზე ანგელოზის დაძახება ჰარამია, ვინაიდან ეს არის მუშრიქებზე დამსგავსება, რომლებიც ანგელოზებს ალლაჰის ქალიშვილებად მოიხსენიებდნენ. ასევე ჰარამია გოგოსთვის სახელის დარქმევა როგორიცაა, მალააქ, მალაქა ან მალაქ.
(მუ'ჯამ ალ-მანანი ალ-ლაფზია გვ 565)