ჰადისების დამახსოვრება


საუკეთესო გზა დამახსოვრებულის არდავიწყებისთვის არის დამახსოვრებულის გამეორება მომდევნო დღეებში. ეს მეთოდი გვირჩია აზ-ზარნუშმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი). მან თქვა: ცოდნის მაძიებელმა ტექსტი უნდა წაიკითხოს განმეორებით, რადგან ის ვერ შეძლებს დამახსოვრებას თუ ამას არ გააკეთებს. ამის შემდეგ ნასწავლი ტექსტი მომდევნო დღეს ხუთჯერ უნდა გაიმეოროს, და მის მომდევნო დღეს გაიმეოროს ოთხჯერ, ხოლო მის მომდევნო დღეს უნდა გაიმეოროს სამჯერ, მომდევნო დღეს კი ორჯერ, მომდევნო დღეს ერთჯერ. ეს მეთოდი მას დაემხარება კარგად დამახსოვრებაში.
(თა'ლიმ ატ-ტა'ალლუმ გვ 60)

როცა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სუნნეთის ტექსტებს დაიმახსოვრებს დიდი რაოდენობით, ამის შემდეგ მან შეიძლება რომ დაიწყოს ამ ტექსტების უფრო მტკიცედ შემოწმება, დაიწყოს ორაზროვანი და რთული ტექსტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, და მათი განმარტების სხვადასხვა გზები.

ალ-ხატტაბ ალ-ბაღდადმა თქვა:
ცოდნა არის გააზრება და გაგება, არათუ დამახსოვრება და ბევრი გადმოცემის ცოდნა.
(ჯამი'ლი ახლაყ არ-რავი გვ 174)

ცოდნის მიღების და გააზრების შემდეგ ადამიანი უნდა მოქმედებდეს ამ ცოდნით.

ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: როდესაც მამაკაცი ეძებს ცოდნას, დიდი ხანი არ სჭირდება მისი მოკრძალებულობის დანახვას, რომელიც აისახება მის თვალებზე, ენაზე და ხელებზე, ლოცვაში, მის საუბარში და მის დამოკიდებულებაში ამ სამყაროს მიმართ. თუ ადამიანი შეიძენს ცოდნას და გამოიყენებს მას საქმეში, ეს მისთვის მთელს სამყაროზე უკეთესი იქნება.
(იბნ ალ-მუბარაქ აზ-ზუჰდ ვა ალ-რაყა ტომი 1 გვ 156)

იბნ ალ-სალაჰმა თქვა:
თუ ადამიანს სურს ეძიოს ჰადისების ცოდნა ან ისწავლოს ჰადისების მეცნიერება, მაშინ მან პირველ რიგში უნდა გამოასწოროს თავისი ნიეთი (განზრახვა/მიზნები) და გაასუფთავოს თავისი გული მიწიერი სურვილებისგან, და უნდა ერიდოს მმართველობისადმი სიყვარულს. (ე.ი ამირობის სურვილი არ უნდა ჰქონდეს)
('ულუმ ალ-ჰადის გვ 213)

იმამ აზ-ზუჰრიმ თქვა: قال الإمام الزهري : عليك بالعسل فإنه جيد للحفظ
უნდა მიირთვათ თაფლი იმიტომ, რომ ეს კარგია მეხსიერებისთვის. მან ასევე თქვა: وقال أيضاً : من أحب أن يحفظ الحديث فليأكل الزبيب من " الجامع " للخطيب
ვისაც უნდა დაიმახსოვროს ჰადისები მაშინ მან ქიშმიში ჭამოს. (ჯამი ალ-ხატიბ 2:394) وقال إبراهيم : عليكم باللبان فإنّه يشجع القلب ويذهب النسيان . من الجامع للخطيب
იბრაჰიმა თქვა: შენ უნდა ღეჭო ხის კევი იმიტომ, რომ ეს აძლევს ენერგიას გულს და ათავისუფლებს დავიწყებისგან.
(ჯამი ალ-ხატიბ 2:397)

رابعا : ومن الأمور التي تساعد على الحفظ وتقاوم النسيان : الحجامة في الرأس وهذا معروف بالتجربة . ( وللمزيد يُنظر الطب النبوي لابن القيم )
ასევე დამახსოვრებას ხელს უწყობს და ამცირებს დავიწყებას ჰიჯამა თავზე როგორც ეს ცნობილია გადმომცემლებიდან. (ალ-ტიბბ ალ-ნავავი იბნ ალ-ყიმიას მიერ) والله أعلم
ალლაჰმა უკეთ იცის.

ასევე საჭიროა ხშირი კითხვა. კითხვის მიტოვება იწვევს დავიწყებას.

იბნ უმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ის, ვინც ყურანს იმახსოვრებს დაბმული აქლემების მეპატრონის მსგავსია. თუ ის ამას რეგულარულად მიმართავს, (ე.ი დააბამს) მათ გააკონტროლებს, და თუ მათ აუშვებს, დაიკარგებიან.
(ბუხარი 5031)

ამ ჰადისიდან ვხედავთ, რომ ვინც ყურანს ხშირად კითხულობს დაიმახსოვრებს და არ დაავიწყდება ალლაჰმა თუ არ ინება. უნდა ვიკითხოთ ყურანი ხშირად და ასევე ვკვებოთ ჩვენი ტვინი ზემოთ აღნიშნული საშუალებებით. და ასევე სხვადასხვა (მაგ: ნიგოზი) ხილი კვებავს ტვინს და გულს. ალლაჰმა უკეთ იცის.