დაცინვა ხუმრობით.


ალლაჰი ამბობს:

ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ, ნუ დასცინებს ერთი ხალხი მეორე ხალხს. ეგებ ისინი უკეთესნი არიან მათზე და ნურც ქალები სხვა ქალებს, ეგებ ისინი უკეთესნი არიან მათზე; ნუ მოსცხებთ ერთმანეთს ჩირქს და ნუ დაუძახებთ ერთმანეთს (დამამცირებელ) ზედმეტსახელებს. რწმენის მიღების შემდგომ, რა სისაძაგლეა დამამცირებელი სახელი! და ვინც არ მოინანიებს... სწორედ ისინი არიან უსამართლონი.
(ჰუჯურათ 49:11)

იბნ ალ-ყაიმმა თქვა: ალლაჰმა სხვაზე დაცინვის საბაბად ხუმრობა არ დაუშვა.
(ი'ლამ ალ-მუვაყინ 3:63)

უზანაესი ალლაჰი ამბობს: საკმარისია მან სიტყვა თქვას და, მყისვე მასთანაა მეთვალყურე (და იწერს)
(სურა ყაფ 50:18)

აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, კარგი ილაპარაკოს, ან გაჩუმდეს.
(ბუხარი 6136)
აიშა გადმოსცემს:
მე ვუთხარი შუამავალს: "ასეთი საკმარისია საფიასთვის" - ე.ი დასცინა სიმაღლეზე. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: შენ თქვი ისეთი სიტყვა, რომელსაც თუ შეურევდი ზღვის წყალში, დააბინძურებდა.
(აბუ დავუდ 4875)

ალ-მავარდი გადმოსცემს: უმარ იბნ აბდულ აზიზმა თქვა: მოერიდეთ დაცინვას, რამეთუ ეს სისულელეა, რომელიც იწვევს (სხვის) დამწუხრებას. რამდენიმე ბრძენმა კაცმა თქვა: "უეჭველად, დაცინვა არის შეურაცხყოფის ნაწილი, თუნდაც იწვევდეს მიმღების გაცინებას".
(ადაბ ალ-დუნია ვალ-დინ 1:310)

როცა მუსა შუამავალს (ალლაჰის სალამი მას) უთხრეს:

განა მასხრად გვიგდებ? (მუსამ) თქვა: ალლაჰმა დამიფაროს, რომ ვიყო უვიცთაგანი!
(სურა ბაყარა 2:67)

აიათიდან გამომდინარე ადამიანებზე დაცინვა მათი ნაკლის ან წარმომავლობაზე დაცინვა არის უმეცრების გამოვლინება. ალლაჰმა უკეთ იცის.