დაგმეთ ცუდი საქმე


ალლაჰის სიტყვა:
და როცა ჯალუთისა და მისი ლაშქრის პირისპირ დადგნენ, თქვეს:
ღმერთო ჩვენო! მოგვმადლე სიმტკიცე, მუხლი გაგვიმაგრე და შეგვეწიე ურწმუნო ხალხის წინაშე! და დაამარცხეს ისინი ალლაჰის ნებით. მოკლა დავუდმა ჯალუთი, და ალლაჰმა მას (დავუდს) უბოძა ხელმწიფება და სიბრძნე, და შეასწავლა მას, რაც ისურვა. ალლაჰს რომ არ აღეკვეთა ზოგიერთი ადამიანების ბოროტება ზოგიერთით, უეჭველად, მოიშლებოდა სისტემა დედამიწისა, მაგრამ ალლაჰი მფარველია, მწყალობელია სამყაროთა მიმართ!
(სურა ბაყარა 2:250-251)

უზენაესმა ალლაჰმა გვამყოფოს იმ ხალხთა რიცხვში, რომლებიც ხელს უშლიან ბოროტებას, სიავის გავრცელებას და კრძალავენ აუგს. არ უნდა გვაბრკოლებდეს ადამიანთა წინააღმდეგობა, და არ უნდა შეგვეშინდეს სიმართლის თქმა. იბნ მაჯამ გადმოგვცა აბუ საიდ ალ ხუდრის ნათქვამი, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თავის ქადაგებაში თქვა:

» სხვის მიმართ შიში არ უნდა აკავებდეს ადამიანს თქვას სიმართლე» და მაშინ ატირდა, აბუ საიდ ალ ხუდრიმ თქვა:» ვფიცავარ ალლაჰს ჩვენ ვხედავდით ადამიანების შეცდომებს მაგრამ გვეშინოდა სიმართლის თქმის» სხვა ჰადისში აბუ საიდი ამბობს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:» საუკეთესო ჯიჰადი არის ჭეშმარიტების სიტყვა უსამართლო მმართველების წინაშე» (ეს ჰადისი გადმოგვცა აბუ დაუდმა, ათ თიმრიზიმ და იბნ მაჯამ)

აბუ საიდი გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "არავინ საკუთარი თავი არ უნდა დაამდაბლოს და შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში არ უნდა ჩავარდეს!" უთხრეს:"ალლაჰის შუამავალო! საკუთარ თავს როგორ დავამდაბლებთ და დავამცირებთ?" (ალლაჰის შუამავალმა) თქვა:
"ადამიანი აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, როცა ალლაჰის გამო რაღაცის თქმაა საჭირო, მაგრამ არ იტყვის, ალლაჰი მას განკითხვის დღეს ჰკითხავს: "რამ შეგიშალა ხელი, რომ ამ მდგომარეობაში ხმა არ ამოიღე? ის უპასუხებს: "ადამიანების შემეშინდა!" (ალლაჰი) ეტყვის: განა საჭირო არ იყო ჩემი შეგშინებოდა? (იბნ მაჯა ფითენ 20, აჰმადი III, 30, 91)

სწავლულები ამბობენ, რომ მუჰამმადის(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უმმა არის საუკეთესო იმიტომ, რომ ალლაჰი ამბობს:
თქვენა ხართ ყველაზე საუკეთესო თემი, ვინც კი მოვლენილა ხალხთა შორის, ბრძანებთ სასურველს და კრძალავთ საძულველს, რადგანაც გწამთ ალლაჰის...
(სურა ალი იმრან 3:110)

ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
"ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სული, თქვენ ან სიკეთისკენ შეგულიანებას დაიწყებთ, ან ალლაჰი ისეთ უბედურებას გამოგიგზავნით, რომ თქვენ მისგან ვერანაირი ლოცვები ვერ გაგანთავისუფლებთ.
(თირმიზი რიად ას სალიჰინ ტომი 1:234, 191)

იბნ თაიმია ალ–ჰარრანი ამბობდა: ის, ვინც დუმს, როდესა
ც ტყუილს ამბობენ, მან სიმართლე იცის, მაგრამ არ ამბობს, არის მუნჯი სატანა