რას ნიშნავს სალაფი?

სალაფი არის არაბული სიტყვა და ნიშნავს წარსულს, გარდასულს. ისლამური გაგებით სალაფები არიან ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და მისი საჰაბეები, საჰაბეების მომდევნო თაობა და შემდეგ მათი მიმყოლები. ამგვარად ჩვენ მივიღეთ მუსლიმების პირველი სამი თაობა.

ალლაჰი ამბობს:
فَجَعَلناهُم سَلَفًا وَمَثَلًا لِلآخِرينَ
და დავადგინეთ ისინი გარდასულად და მაგალითად შემდგომთათვის.
(ზუხრუფ 43:56)

არაბულში წერია სიტყვა სალაფან (გარდასული,წინამორბედი, წინაპარი) და ამ სიტყვას უკეთებენ კომენტარს სწავლულები.

იბნ ქასირი წერდა ამ აიათის თაფსირში:
აბუ მილჯაზმა თქვა:
მაგალითი იმათთვის, ვინც მოვა მათ შემდეგ და იგივეს გააკეთებს რაც წინამორბედებმა გააკეთეს
(ალ-ყურტუბი 16:102, ტაბარი 21:624)
მხოლოდ ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე და მასთან დავბრუნდებით.
(იბნ ქასირ)

იბნ მას’უდი გადმოსცემს ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: `საუკეთესო ადამიანები არის ჩემს თაობაში, შემდეგ – მათ მომდევნოსა და მომდევნოების მომდევნოში. მათ შემდეგ კი გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა დამოწმებაც დაასწრებს მათ ფიცსა და ფიცი – დამოწმებას.
(ბუხარი 6428)

ამ ჰადისში საუბარია სალაფებზე. ერთ-ერთ გადმოცემაში ნათქვამია:

სუფიან ას-საურიმ თქვა:
თუ მოახერხებ თავი ისე მოიფხანო როგორც სალაფებმა, მაშინ გააკეთე ისე როგორც მათ გააკეთეს
(ზამმ ალ-ქალამ 1:181)

სალაფებს ასევე ეწოდებათ აჰლუ სუნნა (სუნნეთის ხალხი) და ფირყათუ ნნაჯია (გადარჩენილი ჯგუფი).
სალაფები მკაცრად იცავენ ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოტანილ თავჰიდს და სწავლებას. სალაფები მკაცრად გმობენ ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გზიდან გადახვევას და მკაცრად გმობენ ღმერთზე თანაზიარის დაყენებას/დადგენას, ურწმუნოებას და ყოველგვარ სიახლეს.