საუკეთესო მუსლიმანი ქალი.


ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ქალიშვილმა თქვა: საუკეთესო ქალები ისინი არიან, რომლებსაც ვერ ხედავენ მამაკაცები, და რომლებიც არ უყურებენ მამაკაცებს.
(აჰქამ ან-ნისა გვ 219)
ქალი, რომელიც არ უყურებს უცხო მამაკაცებს, და ერიდება უცხო მამაკაცების მზერას ის კარგი ზნეობისაა.

აბდ არ-რაჰმან იბნ ავფი გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუ ქალი ილოცავს ყოველდღე ხუთი დროის ლოცვას, იმარხავს რამადანში, დაიცავს მის პატიოსნებას და დაემორჩილება ქმარს, მას ეტყვიან: 'შედი სამოთხეში იმ კარიდან, რომლიდანაც გსურს'
(მუსნად აჰმად 1664)

სავბანი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ... ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, არის ალლაჰის მხსენებელი ენა, კეთილშობილი სული და მორწმუნე მეუღლე, ვისაც რწმენის განმტკიცება და დაცვა შეუძლია.
(თირმიზი 47:3094)

სხვა ვერსიაში გადმოცემულია: ... მორწმუნე ცოლი გეხმარება საიქიოს საქმეებში.
(იბნ მაჯა 9:1856)

აბუ ნუაიმი გადმოსცემს: უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა:
არაფერია სასარგებლო კაცისთვის ალლაჰის რწმენის შემდეგ ისე, როგორც კარგი ზნეობის ცოლი, რომელიც არის მოსიყვარულე და ნაყოფიერი (რომელიც შობს). არაფერი ვნებს კაცს ურწმუნოობის შემდეგ ისე, როგორც ცუდი ზნეობის და ენამწარე ცოლი.
(ჰილია ალ-ავლია 10666)

გადმოცემულია ჰიბბან იბნ აბუ ჯაბლასგან:
ამქვეყნის ქალი, რომელიც შევა სამოთხეში, აღმატებული იქნება ჰურიაზე იმ საქმეთა გამო, რომლებსაც აკეთებდა ამქვეყნად.
(იბნ ალ-მუბარაქ ალ-ზუჰდ ვალ რაყაიყ, ტომი 4, გვ 463)

და ბოლოს, ქალი, რომელიც არ უყურებს უცხო მამაკაცებს და ერიდება მათ მზერას ამით აკეთებს რამდენიმე სიკეთეს:

1. ის არიდებს თვალს აკრძალულს რითაც ასრულებს ალლაჰის ბრძანებას (იხ სურა ნურის 24:31 აიათი)

2. ხელს უწყობს უცხო მამაკაცებს, რომ მათაც მოარიდონ თვალი აკრძალულს.
(იხ სურა ნურის 24:30 აიათი)

3. ამით ხელს უწყობს მამაკაცებს სიკეთეში. ერთ-ერთი სანდო ჰადისიდან ვიცით, რომ სიკეთის ხელმშეწყობი სიკეთის მკეთებლის მსგავსია. ალლაჰმა უკეთ იცის.