ბავშვის დაქორწინება


თანამედროვე პერიოდში მუსლიმანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა ქორწინება. ბოლო ასწლეულების მანძილზე სოციალური წეს-ჩვეულებები მკვეთრად შეიცვალა. წინა თაობების ხალხი ბავშვთა ქორწინებას უვნებლად თვლიდნენ, ზოგიერთნი კი სასარგებლოდ. არის თუ არა ისლამში ბავშვთა ქორწინების წახალისება? ანტი-ისლამისტები ყურანის აიათზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ისლამი არამხოლოდ ხელს უწყობს ბავშვთა ქორწინებას, არამედ ნებას რთავს მოზრდილებსა და ბავშვებს შორის ინტიმურ კავშირზეო. ზოგიერთი ადამიანი კი, რომელსაც სურს უარყოს დასავლური სოციალური წეს-ჩვეულებები, უსირცხვილოდ მხარს უჭერს ბავშვთა ქორწინებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზიანს აყენებს თანამედროვე ბავშვს.
ყურანში ნათქვამია:

და ისინი, რომელთაც დედათაწესის იმედი გადაეწურათ თქვენს ქალთაგან. და თუ ეჭვი გეპარებათ, მათი ვადა სამი თვეა, ისევე, როგორც მათი, რომელთაც დედათაწესი ჯერ არ მოსვლიათ.
(სურა ტალაყ 65:4)

ამ აიათში აღნიშნულია განქორწინებული ქალებისთვის ხელახალ დაქორწინებამდე ('იდდა) დალოდების ვადა. და არ არის ნათქვამი ბავშვზე ან მოზარდ გოგონაზე.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ 65:4 აიათი არ ითვალისწინებს ბავშვთა ქორწინებას, არამედ გამოხატავს ზოგად წესს.

ან-ნავავი წერდა: ასევე უნდა ვიცოდეთ რომ, იმამი შააფისა და მისი მაზჰაბის სწავლულთა აზრით, მამა და ბაბუა ქალიშვილს სრულწლოვანებამდე და მისი თანხმობის გარეშე თუ არ გაათხოვებენ მოსაწონია. ამგვარად მისი სურვილის გარეშე ქმრის ხელქვეითად არ აქციოს.
(შარჰ საჰიჰ მუსლიმ 1422)

ბავშვთა ქორწინება არ იყო დასაშვები ძველი სწავლულების მიერ. სწავლულებმა გააცნობიერეს, რომ ყურანში ნახსენები ქორწინების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მეუღლეებს შორის სიყვარულის და სიმშვიდის მიზანია, რომელიც მიიღწევა იძულებითი ქორწინების გარეშე.

შუამავლის სუნნას მიხედვით, ქორწინების კანდიდატები უნდა იყვნენ თანაბარი ან შესაფერისი ასაკის.

ბურაიდა გადმოსცემს: აბუ ბაქრმა და უმარმა სთხოვეს შუამავალს, რომ მიეთხოვა მათთვის მისი ქალიშვილი ფატიმა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ის ჯერ პატარაა.
(ნასაი 3221)

ალ-ყარიმ თქვა ამის შესახებ:
ამის მნიშვნელობა ის არის, რომ ის ძალიან ახალგაზრდა იყო აბუ ბაქრთან და უმართან შედარებით, და ის დააქორწინა შუამავალმა ალიზე, რომელიც მისი შესაფერისი ასაკის იყო.
(მირყატ ალ-მაჰათიჰ 6104)

დღევანდელმა არაბულმა ქვეყნებმა ქორწინების ასაკობრივი ზღვარი, თვრამეტი წელი დააწესეს. თანამედროვე ბავშვთა ქორწინების ფრთხილად შესწავლმა გამოავლინა გასაოცარი სტატისტიკა იმ საზიანო შედეგების შესახებ, რაც ამ პრაქტიკამ მოახდინა ახალგაზრდა ბიჭებზე და გოგონებზე. ისლამში განსხვავებული პირობები, განსხვავებულ წესებს იძლევა და ის, რაც წარსულში, საზოგადოებისთვის მიზანშეწონილი იყო, დღეს სულაც არ არის მიზანშეწონილი.

იბნ ალ-ყაიმმა თქვა:
ჭეშმარიტად, შარიათი დაფუძნებულია სიბრძნეზე და კეთილდღეობაზე ამქვეყნად მცხოვრებთათვის. მთლიანობაში შარიათი არის სამართლიანობა, წყალობა, სარგებელი და სიბრძნე.
(ილ'ამ ალ-მუვაყინ 3:11)

აქედან გამომდინარე, ისლამში ნებისმიერი ქმედება, რომელიც იწვევს ბავშვის დაზიანებას, აკრძალულია.

ალლაჰმა უკეთ იცის