94. სურა ინშირაჰ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა
أَلَمْ نَشْرَحْ لَكَ صَدْرَكَ
1. განა ჩვენ არ გადავხსენით შენი გულმკერდი.
وَوَضَعْنَا عَنكَ وِزْرَكَ
2. და ჩამოგხსენით შენგან შენი ტვირთვი.
ٱلَّذِىٓ أَنقَضَ ظَهْرَكَ
3. რომელსაც შენ წელში მოეღუნე?
وَرَفَعْنَا لَكَ ذِكْرَكَ
4. და აღგიმაღლეთ შენ ხსოვნა შენი.
فَإِنَّ مَعَ ٱلْعُسْرِ يُسْرًا
5. თან ახლავს ყოველ სირთულეს სიმარტივე.
إِنَّ مَعَ ٱلْعُسْرِ يُسْرًا
6. ჭეშმარიტად, თან ახლავს ყოველ სირთულეს სიმარტივე.
فَإِذَا فَرَغْتَ فَٱنصَبْ
7. და როცა მოიცლი(მიწიერი საქმეებს მორჩები), გაისარჯე(ეთაყვანე ალლაჰს)
وَإِلَىٰ رَبِّكَ فَٱرْغَب
8. და შენი ღმერთისაკენ გაესწრაფე.