90. სურა ბალად
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა لَآ أُقْسِمُ بِهَـٰذَا ٱلْبَلَدِ 1. ვფიცავ ამ ქალაქს(მექას). وَأَنتَ حِلٌّۢ بِهَـٰذَا ٱلْبَلَدِ 2. და შენ ხარ ამ ქალაქში დამკვიდრებული. وَوَالِدٍ وَمَا وَلَدَ 3. ვფიცავ მამასა და შვილს. لَقَدْ خَلَقْنَا ٱلْإِنسَـٰنَ فِى كَبَدٍ 4. ჭეშმარიტად, ჩვენ გავაჩინეთ ადამიანი სირთულისათვის. أَيَحْسَبُ أَن لَّن يَقْدِرَ عَلَيْهِ أَحَدٌ 5. განა მიიჩნევს, რომ მისი ძლევა არავის შეუძლია? يَقُولُ أَهْلَكْتُ مَالًا لُّبَدًا 6. ამბობს: გავხარჯე ქონება ურიცხვი. أَيَحْسَبُ أَن لَّمْ يَرَهُۥٓ أَحَدٌ 7. განა ჰგონია, რომ ვერ ხედავს მას ვერავინ? أَلَمْ نَجْعَل لَّهُۥ عَيْنَيْنِ 8. და განა არ დავუდგინეთ მას თვალები? وَلِسَانًا وَشَفَتَيْنِ 9. ენა და ტუჩები? وَهَدَيْنَـٰهُ ٱلنَّجْدَيْنِ 10. და ვაჩვენეთ მას ბორცვებიანი ორი გზა(ჭეშმარიტი და მრუდე). فَلَا ٱقْتَحَمَ ٱلْعَقَبَةَ 11. ის კი არც შეეცადა დაბრკოლება გადაელახა! وَمَآ أَدْرَىٰكَ مَا ٱلْعَقَبَةُ 12. და რამ გაცნობოს შენ, რა არის დაბრკოლება? فَكُّ رَقَبَةٍ 13. მონის გათავისუფლება. أَوْ إِطْعَـٰمٌ فِى يَوْمٍ ذِى مَسْغَبَةٍ 14. ან დაპურება გაჭირვების ჟამს, يَتِيمًا ذَا مَقْرَبَةٍ 15. ნათესავი ობლისა. أَوْ مِسْكِينًا ذَا مَتْرَبَةٍ 16. ანდა ღატაკი უპოვრისა. ثُمَّ كَانَ مِنَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَتَوَاصَوْا۟ بِٱلصَّبْرِ وَتَوَاصَوْا۟ بِٱلْمَرْحَمَةِ 17. მერე იქნება იგი იმათგან, ვინც ირწმუნა, და ერთმანეთს მოთმინებას ამცნობენ და მოწყალების მაგალითს აჩვენებენ. أُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلْمَيْمَنَةِ 18. ისინი არიან მარჯვენა მხარის ხალხი. وَٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا هُمْ أَصْحَـٰبُ ٱلْمَشْـَٔمَةِ 19. ისინი კი, რომელთაც არ ირწმუნეს ჩვენი აიათები, მარცხენა მხარის ხალხი არიან. عَلَيْهِمْ نَارٌ مُّؤْصَدَةٌۢ 20. მათთვისაა ცეცხლი, რომელიც თავზე გადაეხურებათ.