88. სურა ღაშიე
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა هَلْ أَتَىٰكَ حَدِيثُ ٱلْغَـٰشِيَةِ 1. მოგივიდა შენ ამბავი დამბურავისა? وُجُوهٌ يَوْمَئِذٍ خَـٰشِعَةٌ 2. სახენი იმ დღეს შემკრთალნი იქნებიან. عَامِلَةٌ نَّاصِبَةٌ 3. მოქუფრულნი, გადაღლილნი. تَصْلَىٰ نَارًا حَامِيَةً 4. შენთებულ იქნებიან გავარვალებულ ცეცხლში. تُسْقَىٰ مِنْ عَيْنٍ ءَانِيَةٍ 5. დარწყულდებიან ცხელი წყლით. لَّيْسَ لَهُمْ طَعَامٌ إِلَّا مِن ضَرِيعٍ 6. და არ არის მათთვის საკვები, გარდა დარიისა(ეკლები) لَّا يُسْمِنُ وَلَا يُغْنِى مِن جُوعٍ 7. რომელიც არც კვებავს და არც ანაყრებს. وُجُوهٌ يَوْمَئِذٍ نَّاعِمَةٌ 8. და სახენი იქნება იმ დღეს ბედნიერნი, لِّسَعْيِهَا رَاضِيَةٌ 9. თავიანთი გარჯით კმაყოფილნი. فِى جَنَّةٍ عَالِيَةٍ 10. უმაღლეს სამოთხეებში. لَّا تَسْمَعُ فِيهَا لَـٰغِيَةً 11. არ მოისმენენ მათში ლაყბობას. فِيهَا عَيْنٌ جَارِيَةٌ 12. მათშია მოჩუხჩუხე წყაროები. فِيهَا سُرُرٌ مَّرْفُوعَةٌ 13. მათშია მაღალი სავარძლები. وَأَكْوَابٌ مَّوْضُوعَةٌ 14. თასები დაწყობილი. وَنَمَارِقُ مَصْفُوفَةٌ 15. ბალიშები ჩამწკრივებული. وَزَرَابِىُّ مَبْثُوثَةٌ 16. და დაფენილი ხალიჩები. أَفَلَا يَنظُرُونَ إِلَى ٱلْإِبِلِ كَيْفَ خُلِقَتْ 17. განა ვერ უყურებენ აქლემებს, როგორ გაჩენილან? وَإِلَى ٱلسَّمَآءِ كَيْفَ رُفِعَتْ 18. და ზეცას, როგორ ამაღლებულა? وَإِلَى ٱلْجِبَالِ كَيْفَ نُصِبَتْ 19. და მთებს, როგორ დამაგრებულან? وَإِلَى ٱلْأَرْضِ كَيْفَ سُطِحَتْ 20. და მიწას, როგორ მოსწორებულა? فَذَكِّرْ إِنَّمَآ أَنتَ مُذَكِّرٌ 21. და შეაგონე! შენ მხოლოდ შემგონებელი ხარ! لَّسْتَ عَلَيْهِم بِمُصَيْطِرٍ 22. და შენ არა ხარ მათი მბრძანებელი. إِلَّا مَن تَوَلَّىٰ وَكَفَرَ 23. იმათ გარდა, ვინც პირი იბრუნა და არ ირწმუნა. فَيُعَذِّبُهُ ٱللَّهُ ٱلْعَذَابَ ٱلْأَكْبَرَ 24. და დასჯის მას ალლაჰი უდიდესი სასჯელით. إِنَّ إِلَيْنَآ إِيَابَهُمْ 25. ჭეშმარიტად, ჩვენთანაა მათი დაბრუნება. ثُمَّ إِنَّ عَلَيْنَا حِسَابَهُم 26. მერე, ჭეშმარიტად, ჩვენზეა მათი ანგარიშსწორება.