86. სურა ტარიყ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა وَٱلسَّمَآءِ وَٱلطَّارِقِ 1. ვფიცავ ცას და ტარიყს(ღამით მავალნი) وَمَآ أَدْرَىٰكَ مَا ٱلطَّارِقُ 2. და რამ გაცნობოს შენ, რა არის ტარიყი? ٱلنَّجْمُ ٱلثَّاقِبُ 3. ვარკვლავი, კაშკაშით წყვდიადის მბურღავი. إِن كُلُّ نَفْسٍ لَّمَّا عَلَيْهَا حَافِظٌ 4. ჭეშმარიტად, ყოველ სულს, მცველი ჰყავს მიჩენილი. فَلْيَنظُرِ ٱلْإِنسَـٰنُ مِمَّ خُلِقَ 5. დაე, შეხედოს ადამიანმა, რისგანაა შექმნილი. خُلِقَ مِن مَّآءٍ دَافِقٍ 6. გაჩენილია თხევადი წყლისაგან, يَخْرُجُ مِنۢ بَيْنِ ٱلصُّلْبِ وَٱلتَّرَآئِبِ 7. რომელიც ხერხემლისა და მკერდის ძვალთა შორის გამოდის. إِنَّهُۥ عَلَىٰ رَجْعِهِۦ لَقَادِرٌ 8. ჭეშმარიტად, მას ძალუძს მისი უკან დაბრუნება. يَوْمَ تُبْلَى ٱلسَّرَآئِرُ 9. იმ დღეს, როცა გამოაშკარავდებიან საიდუმლონი. فَمَا لَهُۥ مِن قُوَّةٍ وَلَا نَاصِرٍ 10. და არ ექნება მას ძალა და არ შემწე ეყოლება. وَٱلسَّمَآءِ ذَاتِ ٱلرَّجْعِ 11. ვფიცავ ზეცას, მიმომქცევს, وَٱلْأَرْضِ ذَاتِ ٱلصَّدْعِ 12. და მიწას, შემძლეს ამოხეთქვისას, إِنَّهُۥ لَقَوْلٌ فَصْلٌ 13. ჭეშმარიტად, ეს არის სიტყვა გარჩევისა(ჭეშმარიტებისა სიცრუისგან). وَمَا هُوَ بِٱلْهَزْلِ 14. და არ არის იგი გასართობი. إِنَّهُمْ يَكِيدُونَ كَيْدًا 15. უეჭველად, ისინი მახეს აგებენ, وَأَكِيدُ كَيْدًا 16. და მეც მახეს დავუგებ. فَمَهِّلِ ٱلْكَـٰفِرِينَ أَمْهِلْهُمْ رُوَيْدًۢا 17. და მიეცი ვადა ურწმუნოებს, გადაუვადე მცირე ხნით.