74.სურა მუდდესირ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა يَـٰٓأَيُّهَا ٱلْمُدَّثِّرُ 1. ჰეი შენ, სამოსში გახვეულო! قُمْ فَأَنذِرْ 2. წამოდექ და შეაგონე! وَرَبَّكَ فَكَبِّرْ 3. და განადიდე შენი ღმერთი وَثِيَابَكَ فَطَهِّرْ 4. და ტანსაცმელი გაიწმინდე, وَٱلرُّجْزَ فَٱهْجُرْ 5. და სიბილწე(შირქი) მოიცილე. وَلَا تَمْنُن تَسْتَكْثِرُ 6. და ნუ გააკეთებ სიკეთეს იმისთვის, რომ უფრო მეტი მოიხვეჭო. وَلِرَبِّكَ فَٱصْبِرْ 7. და მოითმინე შენი ღმერთის კმაყოფილებისათვის. فَإِذَا نُقِرَ فِى ٱلنَّاقُورِ 8. და როცა ჩაიბერება საყვირში, فَذَ‌ٰلِكَ يَوْمَئِذٍ يَوْمٌ عَسِيرٌ 9. ის არის სწორედ ძნელი დღე. عَلَى ٱلْكَـٰفِرِينَ غَيْرُ يَسِيرٍ 10. რომელიც ურწმუნოთათვის ადვილი არ იქნება. ذَرْنِى وَمَنْ خَلَقْتُ وَحِيدًا 11. დამიტოვე მე ის, ვინც მე შევქმენი, ერთმა. وَجَعَلْتُ لَهُۥ مَالًا مَّمْدُودًا 12. ვისაც დავუდგინე ქონება ურიცხვი. وَبَنِينَ شُهُودًا 13. და ძეები გარშემორტყმული. وَمَهَّدتُّ لَهُۥ تَمْهِيدًا 14. და მივეცი უხვი სარჩო და შესაძლებლობა. ثُمَّ يَطْمَعُ أَنْ أَزِيدَ 15. მერე დახარბდა, რომ მიმემატებინა. كَلَّآ ۖ إِنَّهُۥ كَانَ لِـَٔايَـٰتِنَا عَنِيدًا 16. არა, იგი ჩვენი აიათებისადმი ურჩი იყო. سَأُرْهِقُهُۥ صَعُودًا 17. სულ მალე გავრეკავ მას ცეცხლის ხრამში. إِنَّهُۥ فَكَّرَ وَقَدَّرَ 18. რამეთუ მან მოიფიქრა და გადაწყვიტა. فَقُتِلَ كَيْفَ قَدَّرَ 19. დაე, სული ამოხდეს ისე, როგორც გადაწყვიტა. ثُمَّ قُتِلَ كَيْفَ قَدَّرَ 20. მერე მოისრას იგი იმით, როგორც გადაწყვიტა. ثُمَّ نَظَرَ 21. მერე შეხედა, ثُمَّ عَبَسَ وَبَسَرَ 22. მერე მოიღუშა და მოიქუშა. ثُمَّ أَدْبَرَ وَٱسْتَكْبَرَ 23. მერე გაბრუნდა და გაყოყოჩდა. فَقَالَ إِنْ هَـٰذَآ إِلَّا سِحْرٌ يُؤْثَرُ 24. და თქვა: ეს მხოლოდ შთამბეჭდავი ჯადოქრობაა. إِنْ هَـٰذَآ إِلَّا قَوْلُ ٱلْبَشَرِ 25. ეს მხოლოდ სიტყვაა ადამიანისო! سَأُصْلِيهِ سَقَرَ 26. შევუნთებთ მას საყარში. وَمَآ أَدْرَىٰكَ مَا سَقَرُ 27. და რამ გაცნობოს შენ, რა არის საყარი? لَا تُبْقِى وَلَا تَذَرُ 28. იგი წვავს და არაფერს ტოვებს. لَوَّاحَةٌ لِّلْبَشَرِ 29. დამბუგავია ადამიანის. عَلَيْهَا تِسْعَةَ عَشَرَ 30. მასზეა - ცხრამეტნი. وَمَا جَعَلْنَآ أَصْحَـٰبَ ٱلنَّارِ إِلَّا مَلَـٰٓئِكَةً ۙ وَمَا جَعَلْنَا عِدَّتَهُمْ إِلَّا فِتْنَةً لِّلَّذِينَ كَفَرُوا۟ لِيَسْتَيْقِنَ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ وَيَزْدَادَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِيمَـٰنًا ۙ وَلَا يَرْتَابَ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ وَٱلْمُؤْمِنُونَ ۙ وَلِيَقُولَ ٱلَّذِينَ فِى قُلُوبِهِم مَّرَضٌ وَٱلْكَـٰفِرُونَ مَاذَآ أَرَادَ ٱللَّهُ بِهَـٰذَا مَثَلًا ۚ كَذَ‌ٰلِكَ يُضِلُّ ٱللَّهُ مَن يَشَآءُ وَيَهْدِى مَن يَشَآءُ ۚ وَمَا يَعْلَمُ جُنُودَ رَبِّكَ إِلَّا هُوَ ۚ وَمَا هِىَ إِلَّا ذِكْرَىٰ لِلْبَشَرِ 31. და არავინ დაგვიდგენია ცეცხლის განმკარგველად, ანგელოზთა გარდა. და არ დაგვიდგენია მათი რიცხვი, თუ არა - გამოცდად მათთვის, რომელთაც არ ირწმუნეს; რათა დარწმუნებულიყვნენ ისინი, რომელთაც ებოძათ წიგნი და მიმატებოდათ რწმენა იმათ, რომელთაც ირწმუნეს, რათა არ ეთქვათ იმათ, რომელთა გულებშიც სნეულებაა, და ურწმუნოებს: და რა სურდა ალლაჰს ამ იგავითო? ამგვარად გზას ააცდენს ალლაჰი იმას, ვისაც ინებებს, და დაადგენს სწორ გზაზე იმას, ვისაც ინებებს, და არავინ იცის ლაშქარი შენი ღმერთისა, მის გარდა. და არაფერია ის, თუ არა შეხსენება ადამიანებისთვის. كَلَّا وَٱلْقَمَرِ 32. არა, ვფიცავ მთვარეს. وَٱلَّيْلِ إِذْ أَدْبَرَ 33. და ღამეს, გალევისას. وَٱلصُّبْحِ إِذَآ أَسْفَرَ 34. და დილას, როცა გამოჩნდება. إِنَّهَا لَإِحْدَى ٱلْكُبَرِ 35. ჭეშმარიტად, ეს ერთ-ერთი უდიდესთაგანია. نَذِيرًا لِّلْبَشَرِ 36. შეგონებად ადამიანთათვის. لِمَن شَآءَ مِنكُمْ أَن يَتَقَدَّمَ أَوْ يَتَأَخَّرَ 37. ვინც ისურვებს თქვენგან, რომ წინ წავიდეს, ან უკან დაიხიოს. كُلُّ نَفْسٍۭ بِمَا كَسَبَتْ رَهِينَةٌ 38. ყოველი სული მძევალია იმისა, რაც მოიხვეჭა. إِلَّآ أَصْحَـٰبَ ٱلْيَمِينِ 39. გარდა მარჯვენა მხარის ხალხისა. فِى جَنَّـٰتٍ يَتَسَآءَلُونَ 40. ისინი სამოთხეებში ერთმანეთს ჰკითხავენ عَنِ ٱلْمُجْرِمِينَ 41. ცოდვილთა შესახებ: مَا سَلَكَكُمْ فِى سَقَرَ 42. რამ მოგიყვანათ ჯოჯოხეთში? قَالُوا۟ لَمْ نَكُ مِنَ ٱلْمُصَلِّينَ 43. იტყვიან: არ ვიყავით მლოცველთაგანი, وَلَمْ نَكُ نُطْعِمُ ٱلْمِسْكِينَ 44. და არ ვაპურებდით უპოვარს, وَكُنَّا نَخُوضُ مَعَ ٱلْخَآئِضِينَ 45. და ვლაპარაკობდით ყბედებთან ერთად. وَكُنَّا نُكَذِّبُ بِيَوْمِ ٱلدِّينِ 46. და ცრუდ ვრაცხავდით განკითხვის დღეს. حَتَّىٰٓ أَتَىٰنَا ٱلْيَقِينُ 47. ვიდრე სიკვდილი გვეწეოდა. فَمَا تَنفَعُهُمْ شَفَـٰعَةُ ٱلشَّـٰفِعِينَ 48. და ვერაფერს არგებთ მათ შუამდგომელთა შუამდგომლობა. فَمَا لَهُمْ عَنِ ٱلتَّذْكِرَةِ مُعْرِضِينَ 49. რა სჭირთ მათ, რომ შეხსენებას ზურგს აქცევენ? كَأَنَّهُمْ حُمُرٌ مُّسْتَنفِرَةٌ 50. თითქოს ვირები იყვნენ დამფრთხალნი. فَرَّتْ مِن قَسْوَرَةٍۭ 51. ლომისგან რომ გარბიან. بَلْ يُرِيدُ كُلُّ ٱمْرِئٍ مِّنْهُمْ أَن يُؤْتَىٰ صُحُفًا مُّنَشَّرَةً 52. დიახ, ყოველ ადამიანს სურს, რომ ებოძოს გაშლილი გრაგნილები. كَلَّا ۖ بَل لَّا يَخَافُونَ ٱلْـَٔاخِرَةَ 53. არა! მათ არ ეშინიათ საიქიოსი! كَلَّآ إِنَّهُۥ تَذْكِرَةٌ 54. ჭეშმარიტად ის(ყურანი) შეგონებაა! فَمَن شَآءَ ذَكَرَهُۥ 55. და ვინც ისურვებს შეიგონებს. وَمَا يَذْكُرُونَ إِلَّآ أَن يَشَآءَ ٱللَّهُ ۚ هُوَ أَهْلُ ٱلتَّقْوَىٰ وَأَهْلُ ٱلْمَغْفِرَةِ 56. და არ შეიგონებენ, თუ არ იქნება ალლაჰისა ნება. იგია ღირსი რომ მისი გეშინოდეს და სწორედ იგია მიმტევებელი.