73.სურა მუზზელიმ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა يَـٰٓأَيُّهَا ٱلْمُزَّمِّلُ 1. ჰეი შენ, სამოსში გახვეულო! قُمِ ٱلَّيْلَ إِلَّا قَلِيلًا 2. ლოცვა აღავლინე ღამით, თუნდაც მცირედი. نِّصْفَهُۥٓ أَوِ ٱنقُصْ مِنْهُ قَلِيلًا 3. მისი ნახევარი ანდა მოაკელი მას ცოტა. أَوْ زِدْ عَلَيْهِ وَرَتِّلِ ٱلْقُرْءَانَ تَرْتِيلًا 4. ანდა მიუმატე ამას და იკითხე ყურანი აუჩქარებლად. إِنَّا سَنُلْقِى عَلَيْكَ قَوْلًا ثَقِيلًا 5. ჩვენ, ზეგარდმოგივლენთ შენ მძიმე სიტყვას. إِنَّ نَاشِئَةَ ٱلَّيْلِ هِىَ أَشَدُّ وَطْـًٔا وَأَقْوَمُ قِيلًا 6. ჭეშმარიტად, ღამით ლოცვა უფრო ნაყოფიერია და უფრო შთამბეჭდავია ნათქვამით. إِنَّ لَكَ فِى ٱلنَّهَارِ سَبْحًا طَوِيلًا 7. შენთვის დღისით დიდი დატვირთულობაა. وَٱذْكُرِ ٱسْمَ رَبِّكَ وَتَبَتَّلْ إِلَيْهِ تَبْتِيلًا 8. და ახსენე შენი ღმერთის სახელი და ისწრაფე მისკენ მთელი მისწრაფებით. رَّبُّ ٱلْمَشْرِقِ وَٱلْمَغْرِبِ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ فَٱتَّخِذْهُ وَكِيلًا 9. ღმერთისკენ აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, არ არსებობს ღვთაება მის გარდა, და დაიდგინე იგი მფარველად. وَٱصْبِرْ عَلَىٰ مَا يَقُولُونَ وَٱهْجُرْهُمْ هَجْرًا جَمِيلًا 10. მოითმინე, რასაც ამბობენ, და განუდექი მათ მშვენიერი განდგომით. وَذَرْنِى وَٱلْمُكَذِّبِينَ أُو۟لِى ٱلنَّعْمَةِ وَمَهِّلْهُمْ قَلِيلًا 11. მე დამიტოვე სიცრუედ შემრაცხველნი, დოვლათის მქონენი. და მიეცი მათ მცირე ვადა. إِنَّ لَدَيْنَآ أَنكَالًا وَجَحِيمًا 12. ჭეშმარიტად, ჩვენ წიაღაა ბორკილები და აალებული ცეცხლი. وَطَعَامًا ذَا غُصَّةٍ وَعَذَابًا أَلِيمًا 13. საკვები, რომელიც ყელში გაეჩხირება და მტანჯველი სასჯელი. يَوْمَ تَرْجُفُ ٱلْأَرْضُ وَٱلْجِبَالُ وَكَانَتِ ٱلْجِبَالُ كَثِيبًا مَّهِيلًا 14. იმ დღეს, როცა შეზანზარდება მიწა და მთანი და იქნებიან, ვითარცა ქვიშის ბორცვები. إِنَّآ أَرْسَلْنَآ إِلَيْكُمْ رَسُولًا شَـٰهِدًا عَلَيْكُمْ كَمَآ أَرْسَلْنَآ إِلَىٰ فِرْعَوْنَ رَسُولًا 15. ჭეშმარიტად, ჩვენ წარმოვგზავნეთ თქვენთან შუამავალი მოწმედ თქვენს წინააღმდეგ, ისევე, როგოც წარვუგზავნეთ ფარაონს შუამავალი. فَعَصَىٰ فِرْعَوْنُ ٱلرَّسُولَ فَأَخَذْنَـٰهُ أَخْذًا وَبِيلًا 16. და ეურჩა შუამავალს ფარაონი და შევიპყარით იგი სასტიკი შეპყრობით.17. და როგორ დაიცავთ თავს, თუ უარყოფთ იმ დღეს, რომელიც ბავშვებს გააჭაღარავებს?18. ზეგა გადაიპობა მაშინ და მისი აღთქმა იქნება აღსრულებული. إِنَّ هَـٰذِهِۦ تَذْكِرَةٌ ۖ فَمَن شَآءَ ٱتَّخَذَ إِلَىٰ رَبِّهِۦ سَبِيلًا 19. ჭეშმარიტად, ეს შეგონებაა. და მსურველმა აირჩიოს თავისი ღმერთისკენ მიმავალი გზა. ۞ إِنَّ رَبَّكَ يَعْلَمُ أَنَّكَ تَقُومُ أَدْنَىٰ مِن ثُلُثَىِ ٱلَّيْلِ وَنِصْفَهُۥ وَثُلُثَهُۥ وَطَآئِفَةٌ مِّنَ ٱلَّذِينَ مَعَكَ ۚ وَٱللَّهُ يُقَدِّرُ ٱلَّيْلَ وَٱلنَّهَارَ ۚ عَلِمَ أَن لَّن تُحْصُوهُ فَتَابَ عَلَيْكُمْ ۖ فَٱقْرَءُوا۟ مَا تَيَسَّرَ مِنَ ٱلْقُرْءَانِ ۚ عَلِمَ أَن سَيَكُونُ مِنكُم مَّرْضَىٰ ۙ وَءَاخَرُونَ يَضْرِبُونَ فِى ٱلْأَرْضِ يَبْتَغُونَ مِن فَضْلِ ٱللَّهِ ۙ وَءَاخَرُونَ يُقَـٰتِلُونَ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ ۖ فَٱقْرَءُوا۟ مَا تَيَسَّرَ مِنْهُ ۚ وَأَقِيمُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتُوا۟ ٱلزَّكَوٰةَ وَأَقْرِضُوا۟ ٱللَّهَ قَرْضًا حَسَنًا ۚ وَمَا تُقَدِّمُوا۟ لِأَنفُسِكُم مِّنْ خَيْرٍ تَجِدُوهُ عِندَ ٱللَّهِ هُوَ خَيْرًا وَأَعْظَمَ أَجْرًا ۚ وَٱسْتَغْفِرُوا۟ ٱللَّهَ ۖ إِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌۢ 20. შენი ღმერთი უწყის, რომ შენ ლოცვას აღავლენ სულ მცირე ღამის ორ მესამედს ან ამის ნახევარს, ან მის მესამედს, და ერთი ჯგუფი იმათგან, რომელნიც შენთან ერთად არიან. და ალლაჰმა გამოთვალა დღე და ღამე, იგი უწყის, რომ თქვენ ვერ გამოთვლიდით მას და მოგიტევათ. წაიკითხეთ, რაც გეიოლებათ ყურანიდან. იგი უწყის, რომ თქვენგან ერთი ნაწილი ავად გახდებოდა და სხვა დანარჩენები იმოგზაურებდნენ დედამიწაზე ალლაჰის წყალობის საძიებლად. და კიდევ სხვები იბრძვიან ალლაჰის გზაზე. და წაიკითხეთ რაც გეიოლებათ მისგან და დადექით ლოცვად, გაეცით ზექათი და ასესხეთ ალლაჰს კეთილი სესხი. და რა სიკეთესაც გაიმზადებთ საკუთარი სულისთვის, იმას ჰპოვებთ ალლაჰთან, უფრო დიდ სიკეთედ და უდიდეს საზღაურად. და ალლაჰს მიტევება შესთხოვეთ, რამეთუ ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია.