69.სურა ჰაყყეთ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა ٱلْحَآقَّةُ 1. მოსახდენი. مَا ٱلْحَآقَّةُ 2. რა არის მოსახდენი? وَمَآ أَدْرَىٰكَ مَا ٱلْحَآقَّةُ 3. და რამ გაცნობოს შენ რა არის მოსახდენი? كَذَّبَتْ ثَمُودُ وَعَادٌۢ بِٱلْقَارِعَةِ 4. ცრუდ შერაცხეს სემუდეველებმა და ადიელებმა წაღრვნის დრო. فَأَمَّا ثَمُودُ فَأُهْلِكُوا۟ بِٱلطَّاغِيَةِ 5. და სემუდეველები ამიტომაც განადგურდნენ ზღვარგადასულობით. وَأَمَّا عَادٌ فَأُهْلِكُوا۟ بِرِيحٍ صَرْصَرٍ عَاتِيَةٍ 6. ადიელებს რაც შეეხება, დაღუპულ იქნენ მძვინვარე ქარით. سَخَّرَهَا عَلَيْهِمْ سَبْعَ لَيَالٍ وَثَمَـٰنِيَةَ أَيَّامٍ حُسُومًا فَتَرَى ٱلْقَوْمَ فِيهَا صَرْعَىٰ كَأَنَّهُمْ أَعْجَازُ نَخْلٍ خَاوِيَةٍ 7. იგი აბობოქრებდა მას მათ წინააღმდეგ შვიდი ღამე და რვა დღე უწყვეტად ისე, რომ შეგეძლო გენახა ხალხი დაყრილი, თითქოს ყოფილიყვნენ პალმის ხეები, ძირფესვიანად ამოგლეჯილი. فَهَلْ تَرَىٰ لَهُم مِّنۢ بَاقِيَةٍ 8. და განა ხედავ მათგან ვინმე გადარჩენილს? وَجَآءَ فِرْعَوْنُ وَمَن قَبْلَهُۥ وَٱلْمُؤْتَفِكَـٰتُ بِٱلْخَاطِئَةِ 9. და მოვიდა ფარაონი და ისინი, ვინც იყვნენ მათზე უწინ და დამხობილი ქალაქები, ცოდვით. فَعَصَوْا۟ رَسُولَ رَبِّهِمْ فَأَخَذَهُمْ أَخْذَةً رَّابِيَةً 10. და ეურჩნენ თავიანთი ღმერთის შუამავალს, და შეიპყრო ისინი სასტიკი შეპყრობით. إِنَّا لَمَّا طَغَا ٱلْمَآءُ حَمَلْنَـٰكُمْ فِى ٱلْجَارِيَةِ 11. ჭეშმარიტად, როცა მოაწყდა წყალი, ჩვენ გადავიყვანეთ ხომალდით. لِنَجْعَلَهَا لَكُمْ تَذْكِرَةً وَتَعِيَهَآ أُذُنٌ وَ‌ٰعِيَةٌ 12. რათა დაგვედგინა იგი თქვენთვის შეხსენებად, და გაფრთხილებად მიეღოთ გაფრთხილებულ ყურებს. فَإِذَا نُفِخَ فِى ٱلصُّورِ نَفْخَةٌ وَ‌ٰحِدَةٌ 13. და ჩაბერილ იქნება საყვირში ერთი ჩავერვით. وَحُمِلَتِ ٱلْأَرْضُ وَٱلْجِبَالُ فَدُكَّتَا دَكَّةً وَ‌ٰحِدَةً 14. და აწეულ იქნებიან დედამიწა და მთანი, და დაიძვრებიან ერთი ძვრით. فَيَوْمَئِذٍ وَقَعَتِ ٱلْوَاقِعَةُ 15. სწორედ იმ დღეს მოხდება მოსახდენი. وَٱنشَقَّتِ ٱلسَّمَآءُ فَهِىَ يَوْمَئِذٍ وَاهِيَةٌ 16. გადაიპობა ზეცა და იგი იმ დღეს იქნება უძლური. وَٱلْمَلَكُ عَلَىٰٓ أَرْجَآئِهَا ۚ وَيَحْمِلُ عَرْشَ رَبِّكَ فَوْقَهُمْ يَوْمَئِذٍ ثَمَـٰنِيَةٌ 17. და ანგელოზნი იდგებიან მის კიდეებზე, რომლებიც წამოიღებენ შენი ღმერთის ტახტრევანს, თავს ზემოთ, რვანს იმ დღეს. يَوْمَئِذٍ تُعْرَضُونَ لَا تَخْفَىٰ مِنكُمْ خَافِيَةٌ 18. იმ დღეს წარსდგებით და თქვენს შორის, არც ერთი საიდუმლოება არ დარჩება დაფარული. فَأَمَّا مَنْ أُوتِىَ كِتَـٰبَهُۥ بِيَمِينِهِۦ فَيَقُولُ هَآؤُمُ ٱقْرَءُوا۟ كِتَـٰبِيَهْ 19. და ის, ვისაც წიგნი მარჯვენა მხრიდან მიეცემა, იტყვის: აჰა, წაიკითხეთ ჩემი წიგნი. إِنِّى ظَنَنتُ أَنِّى مُلَـٰقٍ حِسَابِيَهْ 20. მე, ჭეშმარიტად, ვიცოდი, რომ შევხვდებოდი ჩემს ანგარიშსწორებასო. فَهُوَ فِى عِيشَةٍ رَّاضِيَةٍ 21. მას ნეტარი ცხოვრება ელის فِى جَنَّةٍ عَالِيَةٍ 22. უმაღლეს სამოთხეებში! قُطُوفُهَا دَانِيَةٌ 23. ნაყოფები მისი დახუნძლულია. كُلُوا۟ وَٱشْرَبُوا۟ هَنِيٓـًٔۢا بِمَآ أَسْلَفْتُمْ فِى ٱلْأَيَّامِ ٱلْخَالِيَةِ 24. ჭამეთ და სვით შერგებულად, ჯილდოდ იმისათვის, რაც აკეთეთ გარდასულ დღეებში! وَأَمَّا مَنْ أُوتِىَ كِتَـٰبَهُۥ بِشِمَالِهِۦ فَيَقُولُ يَـٰلَيْتَنِى لَمْ أُوتَ كِتَـٰبِيَهْ 25. ხოლო ის, ვისაც მიეცა წიგნი მარცხენაში, იტყვის: ნეტავ არ მომცემოდა ჩემი წიგნი. وَلَمْ أَدْرِ مَا حِسَابِيَهْ 26. ხომ არ მეცოდინებოდა, რა არის ჩემი სასჯელი! يَـٰلَيْتَهَا كَانَتِ ٱلْقَاضِيَةَ 27. ნეტავ, ეს ყოფილიყო დასასრული! مَآ أَغْنَىٰ عَنِّى مَالِيَهْ ۜ 28. ვერ შემეწია ჩემმა ქონებამ, هَلَكَ عَنِّى سُلْطَـٰنِيَهْ 29. მოისპო ჩემი ძალაუფლება! خُذُوهُ فَغُلُّوهُ 30. შეიპყარით და შებორკეთ! ثُمَّ ٱلْجَحِيمَ صَلُّوهُ 31. მერე ჯოჯოხეთში დაბუგეთ! ثُمَّ فِى سِلْسِلَةٍ ذَرْعُهَا سَبْعُونَ ذِرَاعًا فَٱسْلُكُوهُ 32. მერე ჯაჭვით, რომლის სიგრძეც არის სამოცდაათი წყრთა, ამგვარად ჩაუშვით იგი. إِنَّهُۥ كَانَ لَا يُؤْمِنُ بِٱللَّهِ ٱلْعَظِيمِ 33. რამეთუ მას არ სწამდა დიადი ალლაჰი. وَلَا يَحُضُّ عَلَىٰ طَعَامِ ٱلْمِسْكِينِ 34. და არ მოუწოდებდა ღარიბთა დაპურებისათვის. فَلَيْسَ لَهُ ٱلْيَوْمَ هَـٰهُنَا حَمِيمٌ 35. და არ არის აქ დღეს მისთვის მეგობარი وَلَا طَعَامٌ إِلَّا مِنْ غِسْلِينٍ 36. და არცა საკვები, გარდა ჩირქისა. لَّا يَأْكُلُهُۥٓ إِلَّا ٱلْخَـٰطِـُٔونَ 37. რომელსაც არავინ შეჭამს, ცოდვილთა გარდა. فَلَآ أُقْسِمُ بِمَا تُبْصِرُونَ 38. არა, ვფიცავ იმას, რასაც თქვენ ხედავთ. وَمَا لَا تُبْصِرُونَ 39. და რასაც თქვენ ვერ ხედავთ, إِنَّهُۥ لَقَوْلُ رَسُولٍ كَرِيمٍ 40. ჭეშმარიტად, იგი, მართლაც სიტყვაა კურთხეული შუამავლისა(ჯიბრილის მოტანილი) وَمَا هُوَ بِقَوْلِ شَاعِرٍ ۚ قَلِيلًا مَّا تُؤْمِنُونَ 41. და სულაც არ არის იგი სიტყვა პოეტისა. რა მწირია თქვენი რწმენა. وَلَا بِقَوْلِ كَاهِنٍ ۚ قَلِيلًا مَّا تَذَكَّرُونَ 42. და არც სიტყვაა (ცრუ)წინასწარმეტყველისა, რა მცირეა ის, რასაც კეთილგანსჯით. تَنزِيلٌ مِّن رَّبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 43. ზეგარდმოვლენილია სამყაროთა ღმერთისგან. وَلَوْ تَقَوَّلَ عَلَيْنَا بَعْضَ ٱلْأَقَاوِيلِ 44. და თუ იგი ჩვენ მოგვაწერდა ზოგიერთ ნათქვამს, لَأَخَذْنَا مِنْهُ بِٱلْيَمِينِ 45. ჩვენ მას შევიპყრობდით მარჯვენათი. ثُمَّ لَقَطَعْنَا مِنْهُ ٱلْوَتِينَ 46. მერე გადავუჭრიდით გულის დედოძარღვს. فَمَا مِنكُم مِّنْ أَحَدٍ عَنْهُ حَـٰجِزِينَ 47. და თქვენგან არავის შეუძლია მისი შეკავება. وَإِنَّهُۥ لَتَذْكِرَةٌ لِّلْمُتَّقِينَ 48. ჭეშმარიტად, იგი შეხსენებაა ღვთისმოშიშთათვის. وَإِنَّا لَنَعْلَمُ أَنَّ مِنكُم مُّكَذِّبِينَ 49. ჩვენ უკეთ ვიცით, რომ თქვენგან არიან სიცრუედ შემრაცხველები. وَإِنَّهُۥ لَحَسْرَةٌ عَلَى ٱلْكَـٰفِرِينَ 50. და იგი მწუხარებაა ურწმუნოთათვის. وَإِنَّهُۥ لَحَقُّ ٱلْيَقِينِ 51. იგი(ყურანი) ხომ უეჭველი ჭეშმარიტებაა. فَسَبِّحْ بِٱسْمِ رَبِّكَ ٱلْعَظِيمِ 52. და განადიდე შენი ღმერთი დიდებული სახელით!