5. სურა მაიდე
120 აიათი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ أَوْفُوا۟ بِٱلْعُقُودِ ۚ أُحِلَّتْ لَكُم بَهِيمَةُ ٱلْأَنْعَـٰمِ إِلَّا مَا يُتْلَىٰ عَلَيْكُمْ غَيْرَ مُحِلِّى ٱلصَّيْدِ وَأَنتُمْ حُرُمٌ ۗ إِنَّ ٱللَّهَ يَحْكُمُ مَا يُرِيدُ 1. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, შეასრულეთ აღთქმები. ნებადართულია თქვენთვის ბალახის მჭამელი საქონელი, გარდა იმისა, რაც ჩამოგეთვლებათ. ნადირობა აკრძალული გაქვთ როცა იჰრამის მდგომარეობაში ხართ. ალლაჰი დაადგენს იმას, რასაც ინებებს. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تُحِلُّوا۟ شَعَـٰٓئِرَ ٱللَّهِ وَلَا ٱلشَّهْرَ ٱلْحَرَامَ وَلَا ٱلْهَدْىَ وَلَا ٱلْقَلَـٰٓئِدَ وَلَآ ءَآمِّينَ ٱلْبَيْتَ ٱلْحَرَامَ يَبْتَغُونَ فَضْلًۭا مِّن رَّبِّهِمْ وَرِضْوَ‌ٰنًۭا ۚ وَإِذَا حَلَلْتُمْ فَٱصْطَادُوا۟ ۚ وَلَا يَجْرِمَنَّكُمْ شَنَـَٔانُ قَوْمٍ أَن صَدُّوكُمْ عَنِ ٱلْمَسْجِدِ ٱلْحَرَامِ أَن تَعْتَدُوا۟ ۘ وَتَعَاوَنُوا۟ عَلَى ٱلْبِرِّ وَٱلتَّقْوَىٰ ۖ وَلَا تَعَاوَنُوا۟ عَلَى ٱلْإِثْمِ وَٱلْعُدْوَ‌ٰنِ ۚ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ ۖ إِنَّ ٱللَّهَ شَدِيدُ ٱلْعِقَابِ 2. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნებადართული არაა თქვენთვის (დარღვევა) ალლაჰის ნიშნებისა და არც ნაკრძალი თვისა, სამსხვერპლო და კისერზე თოკშებმული ცხოველებისა; და არცა უსაფრთხო სახლში მიმავალთათვის, რომელთაც სურთ მადლი თავიანთი ღმერთისა და კმაყოფილება. ხოლო როცა იჰრამიდან გამოხვალთ, ინადირეთ, და ცოდვას ნუ ჩაგადენინებთ იმ ხალხისადმი სიძულვილი, მესჯიდი ჰარამს რომ არ გაკარებდათ. შეეწიეთ ერთმანეთს ქველმოქმედებასა და ღვთისმოშიშებაში, და ნუ შეეწევით ერთმანეთს ცოდვასა და მტრობაში. და გეშინოდეთ ალლაჰისა, ჭეშმარიტად, ალლაჰი სასტიკსაზღაურიანია! حُرِّمَتْ عَلَيْكُمُ ٱلْمَيْتَةُ وَٱلدَّمُ وَلَحْمُ ٱلْخِنزِيرِ وَمَآ أُهِلَّ لِغَيْرِ ٱللَّهِ بِهِۦ وَٱلْمُنْخَنِقَةُ وَٱلْمَوْقُوذَةُ وَٱلْمُتَرَدِّيَةُ وَٱلنَّطِيحَةُ وَمَآ أَكَلَ ٱلسَّبُعُ إِلَّا مَا ذَكَّيْتُمْ وَمَا ذُبِحَ عَلَى ٱلنُّصُبِ وَأَن تَسْتَقْسِمُوا۟ بِٱلْأَزْلَـٰمِ ۚ ذَ‌ٰلِكُمْ فِسْقٌ ۗ ٱلْيَوْمَ يَئِسَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ مِن دِينِكُمْ فَلَا تَخْشَوْهُمْ وَٱخْشَوْنِ ۚ ٱلْيَوْمَ أَكْمَلْتُ لَكُمْ دِينَكُمْ وَأَتْمَمْتُ عَلَيْكُمْ نِعْمَتِى وَرَضِيتُ لَكُمُ ٱلْإِسْلَـٰمَ دِينًۭا ۚ فَمَنِ ٱضْطُرَّ فِى مَخْمَصَةٍ غَيْرَ مُتَجَانِفٍۢ لِّإِثْمٍۢ ۙ فَإِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 3. გეკრძალებათ (ჭამოთ) ლეში, სისხლი, ღორის ხორცი და ის, რაც ალლაჰის სახელით არ დაკლულა; აგრეთვე დამხრჩვალი, დარტყმით მოკლული, სიმაღლიდან ჩამოვარდნილი, რქებზე წამოგებული, გარეული ცხოველის დაგლეჯილი, იმის გამოკლებით, რომელიც თქვენ დაკალით წესისამებრ; და კერპთა სამსხვერპლოზე დაკლული; და იმისა, რომ ისრებით მოკლული გაინაწილოთ; ეს ყველაფერი სიბილწეა. დღეს მათ, რომელთაც არ ირწმუნეს, იმედი გადაეწურათ, თქვენს რწმენას ჩამოგაშორონ. ნუ გეშინიათ მათი, ჩემი გეშინოდეთ! დღეს მე სრულვჰყავი თქვენი რჯული, სრულად გიბოძეთ ჩემი წყალობა და თქვენთვის ისლამის რჯულით ვარ კმაყოფილი. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობი, მწყალობელია. მაგრამ თუ შიმშილი აიძულებს ვინმეს და არა ცოდვისკენ მიდრეკილება, მაშინ ალლაჰი, ჭეშმარიტად მიმტევებელი, მწყალობელია. يَسْـَٔلُونَكَ مَاذَآ أُحِلَّ لَهُمْ ۖ قُلْ أُحِلَّ لَكُمُ ٱلطَّيِّبَـٰتُ ۙ وَمَا عَلَّمْتُم مِّنَ ٱلْجَوَارِحِ مُكَلِّبِينَ تُعَلِّمُونَهُنَّ مِمَّا عَلَّمَكُمُ ٱللَّهُ ۖ فَكُلُوا۟ مِمَّآ أَمْسَكْنَ عَلَيْكُمْ وَٱذْكُرُوا۟ ٱسْمَ ٱللَّهِ عَلَيْهِ ۖ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ ۚ إِنَّ ٱللَّهَ سَرِيعُ ٱلْحِسَابِ 4. გეკითხებიან შენ, რა არის მათთვის ნებადართული, უთხარი: ნებადართულია ყველანაირი სუფთა საკვები, აგრეთვე ნება გეძლევათ ჭამოთ ის, რასაც თქვენთვის მოინადირებენ გაწვრთნილი ცხოველები და ფრინველები, როგორც ეს ალლაჰმა გასწავლათ. ჭამეთ იქიდან, რასაც თქვენთვის დაიჭერენ და მასზე ალლაჰის სახელი ახსენეთ. და გეშინოდეთ ალლაჰის, ჭეშმარიტად, ალლაჰი სწრაფია ანგარიშსწორებისას! ٱلْيَوْمَ أُحِلَّ لَكُمُ ٱلطَّيِّبَـٰتُ ۖ وَطَعَامُ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ حِلٌّۭ لَّكُمْ وَطَعَامُكُمْ حِلٌّۭ لَّهُمْ ۖ وَٱلْمُحْصَنَـٰتُ مِنَ ٱلْمُؤْمِنَـٰتِ وَٱلْمُحْصَنَـٰتُ مِنَ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ مِن قَبْلِكُمْ إِذَآ ءَاتَيْتُمُوهُنَّ أُجُورَهُنَّ مُحْصِنِينَ غَيْرَ مُسَـٰفِحِينَ وَلَا مُتَّخِذِىٓ أَخْدَانٍۢ ۗ وَمَن يَكْفُرْ بِٱلْإِيمَـٰنِ فَقَدْ حَبِطَ عَمَلُهُۥ وَهُوَ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ مِنَ ٱلْخَـٰسِرِينَ 5. დღეიდან თქვენთვის საკვებად ნებადართულია ყველაფერი, რაც კარგია. ნებადართული გაქვთ წიგნის ხალხის საჭმელიც, ასევე მათაც შეუძლიათ მიირთვან თქვენი საკვები. ნებადართულია თქვენთვის ცოლად მოიყვანოთ პატიოსანი და მორწმუნე ქალები, ასევე წესიერი ქალები მათგან, ვისაც თქვენზე ადრე მიეცათ წიგნი, თუ მისცემთ მათ საქორწინო საფასურს, პატიოსნად და არა სიძვისთვის, არც ხარჭად დასმისთვის. ვინც სარწმუნოებას უარყოფს, უკვე ფუჭია მისი საქმენი და საიქიოში წაგებულნი იქნებიან. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِذَا قُمْتُمْ إِلَى ٱلصَّلَوٰةِ فَٱغْسِلُوا۟ وُجُوهَكُمْ وَأَيْدِيَكُمْ إِلَى ٱلْمَرَافِقِ وَٱمْسَحُوا۟ بِرُءُوسِكُمْ وَأَرْجُلَكُمْ إِلَى ٱلْكَعْبَيْنِ ۚ وَإِن كُنتُمْ جُنُبًۭا فَٱطَّهَّرُوا۟ ۚ وَإِن كُنتُم مَّرْضَىٰٓ أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ أَوْ جَآءَ أَحَدٌۭ مِّنكُم مِّنَ ٱلْغَآئِطِ أَوْ لَـٰمَسْتُمُ ٱلنِّسَآءَ فَلَمْ تَجِدُوا۟ مَآءًۭ فَتَيَمَّمُوا۟ صَعِيدًۭا طَيِّبًۭا فَٱمْسَحُوا۟ بِوُجُوهِكُمْ وَأَيْدِيكُم مِّنْهُ ۚ مَا يُرِيدُ ٱللَّهُ لِيَجْعَلَ عَلَيْكُم مِّنْ حَرَجٍۢ وَلَـٰكِن يُرِيدُ لِيُطَهِّرَكُمْ وَلِيُتِمَّ نِعْمَتَهُۥ عَلَيْكُمْ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ 6. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა წამოდგებით სალოცავად, დაიბანეთ სახეები და ხელები იდაყვებამდე, თავზე სველი ხელი გადაისვით და დაიბანეთ ფეხები კოჭების ჩათვლით. და თუ იქნებით ჯუნუბი(ინტიმური კავშირის შემდეგ), განიბანეთ. თუ ავად ხართ ან გზაში იმყოფებით, ან საპირფარეშოდან გამოხვედით, ამ ცოლებთან კონტაქტში იყავით და წყალი ვერ ნახოთ, აიღეთ სუფთა ქვიშა, ან მშრალი სუფთა მიწა და გაისვით სახეზე და ხელებზე(თეიმუმი). ალლაჰს არ სურს სირთულე თქვენთვის, მაგრამ სურს, რომ განგწმინდოთ და მოგივლინოთ წყალობა, რომ იყოთ მადლიერნი. وَٱذْكُرُوا۟ نِعْمَةَ ٱللَّهِ عَلَيْكُمْ وَمِيثَـٰقَهُ ٱلَّذِى وَاثَقَكُم بِهِۦٓ إِذْ قُلْتُمْ سَمِعْنَا وَأَطَعْنَا ۖ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ ۚ إِنَّ ٱللَّهَ عَلِيمٌۢ بِذَاتِ ٱلصُّدُورِ 7. და გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე და მისი აღთქმა, რომელიც მან აღგითქვათ, როცა თქვენ თქვით: შევისმინეთ და გემორჩილებით! და გეშინოდეთ ალლაჰისა. ჭეშმარიტად ალლაჰმა იცის გულისნადები. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ كُونُوا۟ قَوَّ‌ٰمِينَ لِلَّهِ شُهَدَآءَ بِٱلْقِسْطِ ۖ وَلَا يَجْرِمَنَّكُمْ شَنَـَٔانُ قَوْمٍ عَلَىٰٓ أَلَّا تَعْدِلُوا۟ ۚ ٱعْدِلُوا۟ هُوَ أَقْرَبُ لِلتَّقْوَىٰ ۖ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ ۚ إِنَّ ٱللَّهَ خَبِيرٌۢ بِمَا تَعْمَلُونَ 8. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი! და არ გაიძულოთ ზოგიერთ ადამიანთა მიმართ სიძულვილმა, რომ სამართლიანად არ იქცეოდეთ. იყავით სამართლიანნი, ის უფრო ახლოა ღვთისმოშიშებასთან; და გეშინოდეთ ალლაჰისა. ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ. وَعَدَ ٱللَّهُ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ ۙ لَهُم مَّغْفِرَةٌۭ وَأَجْرٌ عَظِيمٌۭ 9. რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, აღუთქვა ალლაჰმა მათ პატიება და უდიდესი ჯილდო. وَٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَكَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَآ أُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلْجَحِيمِ 10. და რომელთაც უარყვეს და ჩვენი აიათები ცრუდ შერაცხეს, ჯოჯოხეთის ბინადარნი არიან. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱذْكُرُوا۟ نِعْمَتَ ٱللَّهِ عَلَيْكُمْ إِذْ هَمَّ قَوْمٌ أَن يَبْسُطُوٓا۟ إِلَيْكُمْ أَيْدِيَهُمْ فَكَفَّ أَيْدِيَهُمْ عَنكُمْ ۖ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ ۚ وَعَلَى ٱللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ ٱلْمُؤْمِنُونَ 11. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა, როცა ზოგიერთებმა განიზრახა ხელის აღმართვა თქვენზე, და მოგაცილათ მათი ხელები. გეშინოდეთ ალლაჰისა, და მხოლოდ ალლაჰის იმედად იყვნენ მორწმუნენი! وَلَقَدْ أَخَذَ ٱللَّهُ مِيثَـٰقَ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ وَبَعَثْنَا مِنْهُمُ ٱثْنَىْ عَشَرَ نَقِيبًۭا ۖ وَقَالَ ٱللَّهُ إِنِّى مَعَكُمْ ۖ لَئِنْ أَقَمْتُمُ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتَيْتُمُ ٱلزَّكَوٰةَ وَءَامَنتُم بِرُسُلِى وَعَزَّرْتُمُوهُمْ وَأَقْرَضْتُمُ ٱللَّهَ قَرْضًا حَسَنًۭا لَّأُكَفِّرَنَّ عَنكُمْ سَيِّـَٔاتِكُمْ وَلَأُدْخِلَنَّكُمْ جَنَّـٰتٍۢ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ ۚ فَمَن كَفَرَ بَعْدَ ذَ‌ٰلِكَ مِنكُمْ فَقَدْ ضَلَّ سَوَآءَ ٱلسَّبِيلِ 12. და აღთქმა აიღო ალლაჰმა ისრაილის შვილთაგან. და დავადგინეთ მათგან თორმეტი მეთაური და უთხრა მათ ალლაჰმა: „ჭეშმარიტად, მე თქვენთან ვარ, თუკი ლოცვად დადგებით, მოწყალებას გასცემთ, ირწმუნებთ ჩემს შუამავლებს და შეეწევით, ასესხებთ ალლაჰს მშვენიერ სესხს, მე დავფარავ თქვენს ცოდვებს და შეგიყვანთ სამოთხეებში, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები. და ვინც ამის შემდეგ უარყოფს თქვენგან, უეჭველად გზააბნეულია. فَبِمَا نَقْضِهِم مِّيثَـٰقَهُمْ لَعَنَّـٰهُمْ وَجَعَلْنَا قُلُوبَهُمْ قَـٰسِيَةًۭ ۖ يُحَرِّفُونَ ٱلْكَلِمَ عَن مَّوَاضِعِهِۦ ۙ وَنَسُوا۟ حَظًّۭا مِّمَّا ذُكِّرُوا۟ بِهِۦ ۚ وَلَا تَزَالُ تَطَّلِعُ عَلَىٰ خَآئِنَةٍۢ مِّنْهُمْ إِلَّا قَلِيلًۭا مِّنْهُمْ ۖ فَٱعْفُ عَنْهُمْ وَٱصْفَحْ ۚ إِنَّ ٱللَّهَ يُحِبُّ ٱلْمُحْسِنِينَ 13. მაგრამ აღთქმის გატეხვისთვის ჩვენ დავწყევლეთ ისინი და გულები გავუქვავეთ. ისინი ცვლიან სიტყვებს, და დავიწყებიათ ნაწილი იმისა, რაც ჩაეგონათ. შენ გამუდმებით მათგან ღალატს იხილავ, მცირედის გარდა."მაგრამ აპატიე მათ და მოითმინე“. ალლაჰს უყვარს ის, ვინც კეთილია! وَمِنَ ٱلَّذِينَ قَالُوٓا۟ إِنَّا نَصَـٰرَىٰٓ أَخَذْنَا مِيثَـٰقَهُمْ فَنَسُوا۟ حَظًّۭا مِّمَّا ذُكِّرُوا۟ بِهِۦ فَأَغْرَيْنَا بَيْنَهُمُ ٱلْعَدَاوَةَ وَٱلْبَغْضَآءَ إِلَىٰ يَوْمِ ٱلْقِيَـٰمَةِ ۚ وَسَوْفَ يُنَبِّئُهُمُ ٱللَّهُ بِمَا كَانُوا۟ يَصْنَعُونَ 14. და მათგან, რომელთაც თქვეს: ჩვენ ქრისტიანები ვართ, აღთქმა ავიღეთ მათგან. მაგრამ მათ დაივიწყეს ნაწილი იმისა, რაც ჩაეგონათ, და ჩავთესეთ მათ შორის მტრობა და სიძულვილი აღდგომის დღემდე. და ალლაჰი აცნობებს მათ, რასაც აკეთებდნენ. يَـٰٓأَهْلَ ٱلْكِتَـٰبِ قَدْ جَآءَكُمْ رَسُولُنَا يُبَيِّنُ لَكُمْ كَثِيرًۭا مِّمَّا كُنتُمْ تُخْفُونَ مِنَ ٱلْكِتَـٰبِ وَيَعْفُوا۟ عَن كَثِيرٍۢ ۚ قَدْ جَآءَكُم مِّنَ ٱللَّهِ نُورٌۭ وَكِتَـٰبٌۭ مُّبِينٌۭ 15. ჰეი, წიგნის ხალხნო! ჭეშმარიტად, ჩვენი შუამავალი მოვიდა თქვენთან, რომელიც გიცხადებთ ბევრ რამეს, რასაც მალავდით წიგნიდან და ბევრი რამეც უთქმელი დატოვა. თქვენ მოგივიდათ ალლაჰისაგან შუქი და ნათელი წიგნი. يَهْدِى بِهِ ٱللَّهُ مَنِ ٱتَّبَعَ رِضْوَ‌ٰنَهُۥ سُبُلَ ٱلسَّلَـٰمِ وَيُخْرِجُهُم مِّنَ ٱلظُّلُمَـٰتِ إِلَى ٱلنُّورِ بِإِذْنِهِۦ وَيَهْدِيهِمْ إِلَىٰ صِرَ‌ٰطٍۢ مُّسْتَقِيمٍۢ 16. უწინამძღვრებს მისით ალლაჰი იმას, ვინც ეძებს მის კმაყოფილებას, მშვიდობის გზებზე, გამოიყვანს მათ სიბნელიდან სინათლეში თავისი ნებით და უწინამძღვრებს პირდაპირ გზაზე. لَّقَدْ كَفَرَ ٱلَّذِينَ قَالُوٓا۟ إِنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلْمَسِيحُ ٱبْنُ مَرْيَمَ ۚ قُلْ فَمَن يَمْلِكُ مِنَ ٱللَّهِ شَيْـًٔا إِنْ أَرَادَ أَن يُهْلِكَ ٱلْمَسِيحَ ٱبْنَ مَرْيَمَ وَأُمَّهُۥ وَمَن فِى ٱلْأَرْضِ جَمِيعًۭا ۗ وَلِلَّهِ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا ۚ يَخْلُقُ مَا يَشَآءُ ۚ وَٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ قَدِيرٌۭ 17. ვფიცავ! ურწმუნონი არიან რომლებიც ამბობენ: ალლაჰია მესიჰი მარიამის შვილიო. უთხარი მათ: ვინ დააბრკოლებდა ალლაჰს, თუკი ინებებდა, მესიჰის, მარიამის შვილის, დედამისის და ან სულ ყველას განადგურებას ქვეყანაზე? ალლაჰისაა ცათა და ქვეყნის მეუფება და იმის, რაც ამათ შორისაა. გააჩენს, რასაც ინებებს, და ალლაჰი ყოვლისშემძლეა. وَقَالَتِ ٱلْيَهُودُ وَٱلنَّصَـٰرَىٰ نَحْنُ أَبْنَـٰٓؤُا۟ ٱللَّهِ وَأَحِبَّـٰٓؤُهُۥ ۚ قُلْ فَلِمَ يُعَذِّبُكُم بِذُنُوبِكُم ۖ بَلْ أَنتُم بَشَرٌۭ مِّمَّنْ خَلَقَ ۚ يَغْفِرُ لِمَن يَشَآءُ وَيُعَذِّبُ مَن يَشَآءُ ۚ وَلِلَّهِ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا ۖ وَإِلَيْهِ ٱلْمَصِيرُ 18. იუდეველები და ქრისტიანები ამბობენ: ჩვენ ვართ ალლაჰის შვილები და მისი საყვარელნიო. უთხარი: „მაშინ რატომ გსჯით იგი თქვენი ცოდვებისთვის? - არამედ თქვენ ხართ ადამიანები იმათგან, ვინც მან გააჩინა. მიუტევებს იგი იმას, ვისაც ინებებს; და დასჯის, ვისაც ინებებს. ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა და იმის, რაც ამათ შორისაა. და მასთანაა დაბრუნება! يَـٰٓأَهْلَ ٱلْكِتَـٰبِ قَدْ جَآءَكُمْ رَسُولُنَا يُبَيِّنُ لَكُمْ عَلَىٰ فَتْرَةٍۢ مِّنَ ٱلرُّسُلِ أَن تَقُولُوا۟ مَا جَآءَنَا مِنۢ بَشِيرٍۢ وَلَا نَذِيرٍۢ ۖ فَقَدْ جَآءَكُم بَشِيرٌۭ وَنَذِيرٌۭ ۗ وَٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ قَدِيرٌۭ 19. ჰეი, წიგნის ხალხნო! თქვენთან მოვიდა ჩვენი შუამავალი, რომელიც განგიმარტავთ (ბევრ რამეს), - მოვიდა წინამორბედი შუამავლების შემდგომ. რომ არ თქვათ, არ მოსულა ჩვენთან არც მახარობელი და არც შემგონებელიო. თქვენთან უკვე მოვიდა მახარობელიც და შემგონებელიც. და ალლაჰი ყოვლისშემძლეა. وَإِذْ قَالَ مُوسَىٰ لِقَوْمِهِۦ يَـٰقَوْمِ ٱذْكُرُوا۟ نِعْمَةَ ٱللَّهِ عَلَيْكُمْ إِذْ جَعَلَ فِيكُمْ أَنۢبِيَآءَ وَجَعَلَكُم مُّلُوكًۭا وَءَاتَىٰكُم مَّا لَمْ يُؤْتِ أَحَدًۭا مِّنَ ٱلْعَـٰلَمِينَ 20. აკი, უთხრა მუსამ თავის ხალხს: ხალხო ჩემო! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე, როდესაც დაადგინა თქვენს შორის შუამავლები და დაგადგინათ თქვენ მეფეებად, და მოგცათ თქვენ ის, რაც ქვეყნად არავისთვის მიუცია. يَـٰقَوْمِ ٱدْخُلُوا۟ ٱلْأَرْضَ ٱلْمُقَدَّسَةَ ٱلَّتِى كَتَبَ ٱللَّهُ لَكُمْ وَلَا تَرْتَدُّوا۟ عَلَىٰٓ أَدْبَارِكُمْ فَتَنقَلِبُوا۟ خَـٰسِرِينَ 21. ჩემო ხალხო! შედით წმინდა მიწაზე, რომელიც ალლაჰმა დაგიწესათ. და არ გამობრუნდეთ უკან, თორემ წაგებულნი იქნებით!“ قَالُوا۟ يَـٰمُوسَىٰٓ إِنَّ فِيهَا قَوْمًۭا جَبَّارِينَ وَإِنَّا لَن نَّدْخُلَهَا حَتَّىٰ يَخْرُجُوا۟ مِنْهَا فَإِن يَخْرُجُوا۟ مِنْهَا فَإِنَّا دَ‌ٰخِلُونَ 22. უთხრეს: ჰეი მუსა! იქ ძლიერი ხალხია და მანამ არ შევალთ იქ, ვიდრე ისინი იქიდან არ გამოვლენ, ხოლო თუ ისინი გამოვლენ იქიდან, მაშინ ჩვენ შევალთ. قَالَ رَجُلَانِ مِنَ ٱلَّذِينَ يَخَافُونَ أَنْعَمَ ٱللَّهُ عَلَيْهِمَا ٱدْخُلُوا۟ عَلَيْهِمُ ٱلْبَابَ فَإِذَا دَخَلْتُمُوهُ فَإِنَّكُمْ غَـٰلِبُونَ ۚ وَعَلَى ٱللَّهِ فَتَوَكَّلُوٓا۟ إِن كُنتُم مُّؤْمِنِينَ 23. უთხრა ორმა კაცმა, ვინც იყვნენ ღვთისმოშიშნი, რომელთაც წყალობა უყო ალლაჰმა: „შეუტიეთ მათ კარიბჭიდან და როცა შეხვალთ, გამარჯვება თქვენი იქნება. და ალლაჰს მიენდეთ, თუკი ხართ მორწმუნენი!“ قَالُوا۟ يَـٰمُوسَىٰٓ إِنَّا لَن نَّدْخُلَهَآ أَبَدًۭا مَّا دَامُوا۟ فِيهَا ۖ فَٱذْهَبْ أَنتَ وَرَبُّكَ فَقَـٰتِلَآ إِنَّا هَـٰهُنَا قَـٰعِدُونَ 24. უთხრეს: ჰეი მუსა! არავითარ შემთხვევაში არ შევალთ იქ, ვიდრე ისინი იქ არიან. შენ და შენი ღმერთი წადით და იბრძოლეთ. ჩვენ კი აქ ვისხდებითო! قَالَ رَبِّ إِنِّى لَآ أَمْلِكُ إِلَّا نَفْسِى وَأَخِى ۖ فَٱفْرُقْ بَيْنَنَا وَبَيْنَ ٱلْقَوْمِ ٱلْفَـٰسِقِينَ 25. თქვა(მუსამ): ღმერთო ჩემო! უეჭველად, მე მხოლოდ თავს და ჩემს ძმას განვაგებ. გაგვმიჯნე ჩვენ და ეს ბილწი ხალხიო. قَالَ فَإِنَّهَا مُحَرَّمَةٌ عَلَيْهِمْ ۛ أَرْبَعِينَ سَنَةًۭ ۛ يَتِيهُونَ فِى ٱلْأَرْضِ ۚ فَلَا تَأْسَ عَلَى ٱلْقَوْمِ ٱلْفَـٰسِقِينَ 26. ბრძანა (ალლაჰმა): „ეს მიწა წყალი შეუღწეველი იქნება მათთვის ორმოცი წელი. იხეტიალებენ ქვეყანაზე და ნუ იდარდებ ბილწი ხალხის გამო. وَٱتْلُ عَلَيْهِمْ نَبَأَ ٱبْنَىْ ءَادَمَ بِٱلْحَقِّ إِذْ قَرَّبَا قُرْبَانًۭا فَتُقُبِّلَ مِنْ أَحَدِهِمَا وَلَمْ يُتَقَبَّلْ مِنَ ٱلْـَٔاخَرِ قَالَ لَأَقْتُلَنَّكَ ۖ قَالَ إِنَّمَا يَتَقَبَّلُ ٱللَّهُ مِنَ ٱلْمُتَّقِينَ 27. და მათ უამბე ადამის ორი ძის ამბავი ჭეშმარიტებით, როდესაც მსხვერპლი შესწირეს(ღმერთს). შეწყნარებულ იქნა ერთ-ერთისაგან და არ იქნა ერთ-ერთისაგან. იმან(ვისიც არ შეიწყნარა) უთხრა(მეორეს) „მე შენ მოგკლავო!“ მიუგო: ალლაჰი მხოლოდ ღვთისმოშიშისგან შეიწყნარებს. لَئِنۢ بَسَطتَ إِلَىَّ يَدَكَ لِتَقْتُلَنِى مَآ أَنَا۠ بِبَاسِطٍۢ يَدِىَ إِلَيْكَ لِأَقْتُلَكَ ۖ إِنِّىٓ أَخَافُ ٱللَّهَ رَبَّ ٱلْعَـٰلَمِينَ 28. ხოლო თუ შენ ხელს აღმართავ ჩემს მოსაკლავად, მე შენს მოსაკლავად ხელსაც არ გავანძრევ. რამეთუ მეშინია ალლაჰისა - სამყაროთა ღმერთის. إِنِّىٓ أُرِيدُ أَن تَبُوٓأَ بِإِثْمِى وَإِثْمِكَ فَتَكُونَ مِنْ أَصْحَـٰبِ ٱلنَّارِ ۚ وَذَ‌ٰلِكَ جَزَ‌ٰٓؤُا۟ ٱلظَّـٰلِمِينَ 29. მსურს, რომ იტვირთო ჩემი ცოდვა და შენი ცოდვაც, რათა იქცე ცეცხლის ბინადრად. ასეთია უსამართლოთა საზღაური. فَطَوَّعَتْ لَهُۥ نَفْسُهُۥ قَتْلَ أَخِيهِ فَقَتَلَهُۥ فَأَصْبَحَ مِنَ ٱلْخَـٰسِرِينَ 30. განაზრახვინა თავისმა ვნებამ მისი ძმის მკვლელობა, მოკლა იგი და შეიქნა წაგებულთაგანი. فَبَعَثَ ٱللَّهُ غُرَابًۭا يَبْحَثُ فِى ٱلْأَرْضِ لِيُرِيَهُۥ كَيْفَ يُوَ‌ٰرِى سَوْءَةَ أَخِيهِ ۚ قَالَ يَـٰوَيْلَتَىٰٓ أَعَجَزْتُ أَنْ أَكُونَ مِثْلَ هَـٰذَا ٱلْغُرَابِ فَأُوَ‌ٰرِىَ سَوْءَةَ أَخِى ۖ فَأَصْبَحَ مِنَ ٱلنَّـٰدِمِينَ 31. და წარუგზავნა ალლაჰმა ყორანი, რათა ამოეთხარა მიწა და ეჩვენებინა მისთვის, როგორ დაემარხა მისი ძმის ცხედარი. თქვა: - „ვაი ჩემს თავს! ისიც კი ვერ შევძელი, რომ ვიყო ამ ყორნის მსგავსი და მიწისქვეშ დავფლა ჩემი ძმის ცხედარი, და შეიქნა მონანულთაგანი. مِنْ أَجْلِ ذَ‌ٰلِكَ كَتَبْنَا عَلَىٰ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ أَنَّهُۥ مَن قَتَلَ نَفْسًۢا بِغَيْرِ نَفْسٍ أَوْ فَسَادٍۢ فِى ٱلْأَرْضِ فَكَأَنَّمَا قَتَلَ ٱلنَّاسَ جَمِيعًۭا وَمَنْ أَحْيَاهَا فَكَأَنَّمَآ أَحْيَا ٱلنَّاسَ جَمِيعًۭا ۚ وَلَقَدْ جَآءَتْهُمْ رُسُلُنَا بِٱلْبَيِّنَـٰتِ ثُمَّ إِنَّ كَثِيرًۭا مِّنْهُم بَعْدَ ذَ‌ٰلِكَ فِى ٱلْأَرْضِ لَمُسْرِفُونَ 32. ამის გამო დავუწერეთ ისრაილის შვილებს, რომ ვინც მოკლავს სულს, არა სულის წილ, და არა ქვეყანაზე უკეთურობის გასაწმენდად, თითქოს ამოეხოცოს მთელი კაცობრიობა ერთიანად. და ვინც ერთ ადამიანსაც შეუნარჩუნებს სიცოცხლეს, თითქოსდა მთელი კაცობრიობისათვის შეენარჩუნებინოს სიცოცხლე. ვფიცავ! მიუტანეს ჩვენმა შუამავლებმა ცხადი მტკიცებები, მერე კი მრავალი მათგანი ქვეყანაზე იყო ზღვარგადასული. إِنَّمَا جَزَ‌ٰٓؤُا۟ ٱلَّذِينَ يُحَارِبُونَ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥ وَيَسْعَوْنَ فِى ٱلْأَرْضِ فَسَادًا أَن يُقَتَّلُوٓا۟ أَوْ يُصَلَّبُوٓا۟ أَوْ تُقَطَّعَ أَيْدِيهِمْ وَأَرْجُلُهُم مِّنْ خِلَـٰفٍ أَوْ يُنفَوْا۟ مِنَ ٱلْأَرْضِ ۚ ذَ‌ٰلِكَ لَهُمْ خِزْىٌۭ فِى ٱلدُّنْيَا ۖ وَلَهُمْ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ عَذَابٌ عَظِيمٌ 33. იმათი საზღაური, ვინც ებრძვის ალლაჰს და მის შუამავალს და ქვეყნაზე უკეთურებას ამრავლებს, იქნება ის, რომ მოიკვლებიან, ძელზე გაიკვრებიან, ხელ-ფეხი ჯვარედინად დაეჭრებათ, ანდა ამ მიწა-წყლიდან გაძევებული იქნებიან. ასეთი დამცირება ელით მათ ამქვეყნად, საიქიოში კი მძიმე სასჯელი. إِلَّا ٱلَّذِينَ تَابُوا۟ مِن قَبْلِ أَن تَقْدِرُوا۟ عَلَيْهِمْ ۖ فَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 34. იმათ გარდა, ვინც მანამდე მოინანიებს, სანამ ხელში ჩაიგდებდეთ. და იცოდეთ, რომ ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَٱبْتَغُوٓا۟ إِلَيْهِ ٱلْوَسِيلَةَ وَجَـٰهِدُوا۟ فِى سَبِيلِهِۦ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ 35. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰის, და მოძებნეთ საშუალება მასთან, და იბრძოლეთ მის გზაზე. რათა ეგების ნეტარ იქნეთ. إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لَوْ أَنَّ لَهُم مَّا فِى ٱلْأَرْضِ جَمِيعًۭا وَمِثْلَهُۥ مَعَهُۥ لِيَفْتَدُوا۟ بِهِۦ مِنْ عَذَابِ يَوْمِ ٱلْقِيَـٰمَةِ مَا تُقُبِّلَ مِنْهُمْ ۖ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌۭ 36. მათ, ვინც იყვნენ ურწმუნონი, რომ ეკუთვნოდეთ რაც კი სიმდიდრეა ქვეყნად და კიდევ ერთი ამ ქვეყნის მსგავსი თან ჰქონდეთ, ვერ გამოისყიდებიან მისით განკითხვის დღის სასჯელისაგან. არ მიიღება მათგან ეს. და მათია მტანჯველი სასჯელი. يُرِيدُونَ أَن يَخْرُجُوا۟ مِنَ ٱلنَّارِ وَمَا هُم بِخَـٰرِجِينَ مِنْهَا ۖ وَلَهُمْ عَذَابٌۭ مُّقِيمٌۭ 37. მოუნდებათ, რომ თავი დააღწიონ ცეცხლს, მაგრამ ვერ გამოაღწევენ იქიდან; და სწორედ მათ - დაუსრულებელი სასჯელი. وَٱلسَّارِقُ وَٱلسَّارِقَةُ فَٱقْطَعُوٓا۟ أَيْدِيَهُمَا جَزَآءًۢ بِمَا كَسَبَا نَكَـٰلًۭا مِّنَ ٱللَّهِ ۗ وَٱللَّهُ عَزِيزٌ حَكِيمٌۭ 38. და მოჰკვეთეთ ქურდ კაცსა და ქურდ ქალს ხელები, საზღაურად იმისა რაც მოიხვეჭეს, სანიმუშოდ ალლაჰისაგან. ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია. فَمَن تَابَ مِنۢ بَعْدِ ظُلْمِهِۦ وَأَصْلَحَ فَإِنَّ ٱللَّهَ يَتُوبُ عَلَيْهِ ۗ إِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌۭ رَّحِيمٌ 39. მას კი, ვინც მოინანიებს თავისი უსამართლობის შემდგომ და გამოსწორდება, ალლაჰი მიუტევებს მას. ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია. أَلَمْ تَعْلَمْ أَنَّ ٱللَّهَ لَهُۥ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ يُعَذِّبُ مَن يَشَآءُ وَيَغْفِرُ لِمَن يَشَآءُ ۗ وَٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ قَدِيرٌۭ 40. განა არ იცი, რომ ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა! დასჯის იმას, ვისაც ინებებს, და შეუნდობს იმას, ვისაც ინებებს. და ალლაჰი ყოვლისშემძლეა. يَـٰٓأَيُّهَا ٱلرَّسُولُ لَا يَحْزُنكَ ٱلَّذِينَ يُسَـٰرِعُونَ فِى ٱلْكُفْرِ مِنَ ٱلَّذِينَ قَالُوٓا۟ ءَامَنَّا بِأَفْوَ‌ٰهِهِمْ وَلَمْ تُؤْمِن قُلُوبُهُمْ ۛ وَمِنَ ٱلَّذِينَ هَادُوا۟ ۛ سَمَّـٰعُونَ لِلْكَذِبِ سَمَّـٰعُونَ لِقَوْمٍ ءَاخَرِينَ لَمْ يَأْتُوكَ ۖ يُحَرِّفُونَ ٱلْكَلِمَ مِنۢ بَعْدِ مَوَاضِعِهِۦ ۖ يَقُولُونَ إِنْ أُوتِيتُمْ هَـٰذَا فَخُذُوهُ وَإِن لَّمْ تُؤْتَوْهُ فَٱحْذَرُوا۟ ۚ وَمَن يُرِدِ ٱللَّهُ فِتْنَتَهُۥ فَلَن تَمْلِكَ لَهُۥ مِنَ ٱللَّهِ شَيْـًٔا ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ لَمْ يُرِدِ ٱللَّهُ أَن يُطَهِّرَ قُلُوبَهُمْ ۚ لَهُمْ فِى ٱلدُّنْيَا خِزْىٌۭ ۖ وَلَهُمْ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ عَذَابٌ عَظِيمٌۭ 41. ო, შუამავალო! ნუ დაგამწუხრებენ ისინი, რომლებიც ერთმანეთს ასწრებენ ურწმუნოებაში, ვინც პირით ამბობს: ვირწმუნეთო, მაშინ, როცა მათ გულებს არ სწამთ; ისინიც ვინც იუდეველნი არიან, ხარბად ისმენენ ტყუილებს, გატაცებით უსმენენ სხვა ადამიანებს, რომლებიც არასოდეს მოსულა შენთან; ალლაჰის სიტყვებს მათი ადგილებიდან ანაცვლებენ, და ამბობენ, რომ თუ გებოძათ ეს, მაშ აიღეთ, ხოლო თუ არ გებოძათ, მაშინ უფრთხილდითო! მას, ვის გამოცდასაც ალლაჰი ინებებს, შენ ვერაფრით შეეწევი ალლაჰის წინაშე. სწორედ ესენი არიან, რომელთა გულების განწმენდაც ალლაჰმა არ ინება. მათ - დამცირება ამქვეყნად, საიქიოში კი - უდიდესი სასჯელი! سَمَّـٰعُونَ لِلْكَذِبِ أَكَّـٰلُونَ لِلسُّحْتِ ۚ فَإِن جَآءُوكَ فَٱحْكُم بَيْنَهُمْ أَوْ أَعْرِضْ عَنْهُمْ ۖ وَإِن تُعْرِضْ عَنْهُمْ فَلَن يَضُرُّوكَ شَيْـًۭٔا ۖ وَإِنْ حَكَمْتَ فَٱحْكُم بَيْنَهُم بِٱلْقِسْطِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ يُحِبُّ ٱلْمُقْسِطِينَ 42. ხარბად მსმენელნი სიცრუეებისა, დახარბებულნი ყველაფერზე რაც აკრძალულია, თუ შენთან მოვლენ, განსაჯე მათ შორის ან ზურგი აქციე. თუ ზურგს შეაქცევ, ვერას გავნებენ, ხოლო თუ განსჯი, განსაჯე მათ შორის სამართლიანად. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს სამართლიანები. وَكَيْفَ يُحَكِّمُونَكَ وَعِندَهُمُ ٱلتَّوْرَىٰةُ فِيهَا حُكْمُ ٱللَّهِ ثُمَّ يَتَوَلَّوْنَ مِنۢ بَعْدِ ذَ‌ٰلِكَ ۚ وَمَآ أُو۟لَـٰٓئِكَ بِٱلْمُؤْمِنِينَ 43. როგორ გთხოვენ შენ მსაჯულობას მაშინ, როცა მათთანაა თევრათი და მასშია ალლაჰის ბრძანება(ნი), ისინი კი პირს იბრუნებენ შემდგომ ამისა და სულაც არ არიან მორწმუნენი. إِنَّآ أَنزَلْنَا ٱلتَّوْرَىٰةَ فِيهَا هُدًۭى وَنُورٌۭ ۚ يَحْكُمُ بِهَا ٱلنَّبِيُّونَ ٱلَّذِينَ أَسْلَمُوا۟ لِلَّذِينَ هَادُوا۟ وَٱلرَّبَّـٰنِيُّونَ وَٱلْأَحْبَارُ بِمَا ٱسْتُحْفِظُوا۟ مِن كِتَـٰبِ ٱللَّهِ وَكَانُوا۟ عَلَيْهِ شُهَدَآءَ ۚ فَلَا تَخْشَوُا۟ ٱلنَّاسَ وَٱخْشَوْنِ وَلَا تَشْتَرُوا۟ بِـَٔايَـٰتِى ثَمَنًۭا قَلِيلًۭا ۚ وَمَن لَّمْ يَحْكُم بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْكَـٰفِرُونَ 44. ჩვენ გარდმოვავლინეთ თევრათი, და მასშია ჭეშმარიტი გზა და სინათლე, განსჯიდნენ მისით შუამავლები, რომლებიც მორჩილნი იყვნენ, იმათთვის, ვინც იყო იუდეველნი, რაბინები და მწიგნობარნი, რომელთაც ებოძათ ალლაჰის წიგნი და ამის მოწმენიც იყვნენ. ნუ შეგეშინდებათ ადამიანების, ჩემი გეშინოდეთ; და არ გაყიდოთ ჩემი აიათები მცირე საფასურად. და ვინც არ განსჯის იმის მიხედვით, რაც ალლაჰმა გარდმოავლინა, სწორედ ისინი არიან ურწმუნონი. وَكَتَبْنَا عَلَيْهِمْ فِيهَآ أَنَّ ٱلنَّفْسَ بِٱلنَّفْسِ وَٱلْعَيْنَ بِٱلْعَيْنِ وَٱلْأَنفَ بِٱلْأَنفِ وَٱلْأُذُنَ بِٱلْأُذُنِ وَٱلسِّنَّ بِٱلسِّنِّ وَٱلْجُرُوحَ قِصَاصٌۭ ۚ فَمَن تَصَدَّقَ بِهِۦ فَهُوَ كَفَّارَةٌۭ لَّهُۥ ۚ وَمَن لَّمْ يَحْكُم بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلظَّـٰلِمُونَ 45. ჩვენ დავუწერეთ მასში(თორაში): სული სულის წილ, და თვალი თვალის წილ, და ცხვირი ცხვირის წილ, ყური ყურის წილ, და კბილი კბილის წილ, და ჭრილობები შურისძიებაა. ხოლო ის, ვინც სულგრძელად პატიობს, ეს მისთვის საკუთარი ცოდვების გამოსყიდვაა. და ვინც იმის მიხედვით არ განსჯის, რაც ეს ალლაჰმა გარდმოავლინა, სწორედ რომ უსამართლონი არიან! وَقَفَّيْنَا عَلَىٰٓ ءَاثَـٰرِهِم بِعِيسَى ٱبْنِ مَرْيَمَ مُصَدِّقًۭا لِّمَا بَيْنَ يَدَيْهِ مِنَ ٱلتَّوْرَىٰةِ ۖ وَءَاتَيْنَـٰهُ ٱلْإِنجِيلَ فِيهِ هُدًۭى وَنُورٌۭ وَمُصَدِّقًۭا لِّمَا بَيْنَ يَدَيْهِ مِنَ ٱلتَّوْرَىٰةِ وَهُدًۭى وَمَوْعِظَةًۭ لِّلْمُتَّقِينَ 46. და ჩვენ წარვაგზავნეთ 'ისა მარიამის შვილი მათ კვალდაკვალ, დამმოწმებლად თევრათისა, რაც იყო მასზე უწინ, მივუბოძეთ მას ინჯილი, მასშია ჭეშმარიტი გზა და სინათლე, დამადასტურებლად იმ თევრათისა, რაც იყო მასზე უწინ ჭეშმარიტ გზად და შეგონებად - ღვთისმოსავთათვის. وَلْيَحْكُمْ أَهْلُ ٱلْإِنجِيلِ بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ فِيهِ ۚ وَمَن لَّمْ يَحْكُم بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْفَـٰسِقُونَ 47. ინჯილის მქონეებმა უნდა განსაჯონ იმის მიხედვით, რაც ალლაჰმა მასში გარდმოუვლინათ, ხოლო ისინი, ვინც არ განსჯის იმის მიხედვით, რაც ალლაჰმა გარდმოუვლინა, სწორედაც რომ ურჩნი არიან. وَأَنزَلْنَآ إِلَيْكَ ٱلْكِتَـٰبَ بِٱلْحَقِّ مُصَدِّقًۭا لِّمَا بَيْنَ يَدَيْهِ مِنَ ٱلْكِتَـٰبِ وَمُهَيْمِنًا عَلَيْهِ ۖ فَٱحْكُم بَيْنَهُم بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ ۖ وَلَا تَتَّبِعْ أَهْوَآءَهُمْ عَمَّا جَآءَكَ مِنَ ٱلْحَقِّ ۚ لِكُلٍّۢ جَعَلْنَا مِنكُمْ شِرْعَةًۭ وَمِنْهَاجًۭا ۚ وَلَوْ شَآءَ ٱللَّهُ لَجَعَلَكُمْ أُمَّةًۭ وَ‌ٰحِدَةًۭ وَلَـٰكِن لِّيَبْلُوَكُمْ فِى مَآ ءَاتَىٰكُمْ ۖ فَٱسْتَبِقُوا۟ ٱلْخَيْرَ‌ٰتِ ۚ إِلَى ٱللَّهِ مَرْجِعُكُمْ جَمِيعًۭا فَيُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمْ فِيهِ تَخْتَلِفُونَ 48. და გარდმოგივლინეთ შენ წიგნი ჭეშმარიტებით, დასტურად იმ წიგნთა, რაც იყო მანამდე და მის დამცველად’’. განსაჯე მათ შორის იმის მიხედვით, რაც გარდმოგივლინა ალლაჰმა და ნუ აჰყვები მათ სურვილებს, რამეთუ შენ გებოძა ჭეშმარიტება. ჩვენ თითოეულ თქვენგანს დავუდგინეთ კანონი და გზა. და რომ ინებოს ალლაჰმა, გაქცევდათ თქვენ ერთიან თემად. მაგრამ გამოგცდით იმით, რაც გებოძათ. ეცადეთ შეეჯიბროთ ერთმანეთს კეთილი საქმეების კეთებაში. ყველანი ალლაჰთან დაბრუნდებით და იგი განგიცხადებთ იმას, რაზედაც ვერ თანხმდებოდით. وَأَنِ ٱحْكُم بَيْنَهُم بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ وَلَا تَتَّبِعْ أَهْوَآءَهُمْ وَٱحْذَرْهُمْ أَن يَفْتِنُوكَ عَنۢ بَعْضِ مَآ أَنزَلَ ٱللَّهُ إِلَيْكَ ۖ فَإِن تَوَلَّوْا۟ فَٱعْلَمْ أَنَّمَا يُرِيدُ ٱللَّهُ أَن يُصِيبَهُم بِبَعْضِ ذُنُوبِهِمْ ۗ وَإِنَّ كَثِيرًۭا مِّنَ ٱلنَّاسِ لَفَـٰسِقُونَ 49. განსაჯე მათ შორის იმის მიხედვით, რაც ალლაჰმა გარდმოგივლინა, და ნუ აჰყვები მათ სურვილებს. გაფრთხილდი, არ შეგაცდინონ ზოგ რამეში, რაც ალლაჰმა გარდმოგივლინა. ხოლო თუ პირი იბრუნეს, იცოდე, ნებავს ალლაჰს, რომ უბედურება მოაწიოს მათ ზოგი ცოდვისათვის. ჭეშმარიტად, მრავალი ადამიანი ბილწია. أَفَحُكْمَ ٱلْجَـٰهِلِيَّةِ يَبْغُونَ ۚ وَمَنْ أَحْسَنُ مِنَ ٱللَّهِ حُكْمًۭا لِّقَوْمٍۢ يُوقِنُونَ 50. განა მათ უმეცრების დროინდელი მსაჯულება სურთ? და ვინ არის ალლაჰზე უკეთესი - მართლმსაჯულებით იმ ხალხისათვის, რომელთაც მტკიცედ სჯერა?! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تَتَّخِذُوا۟ ٱلْيَهُودَ وَٱلنَّصَـٰرَىٰٓ أَوْلِيَآءَ ۘ بَعْضُهُمْ أَوْلِيَآءُ بَعْضٍۢ ۚ وَمَن يَتَوَلَّهُم مِّنكُمْ فَإِنَّهُۥ مِنْهُمْ ۗ إِنَّ ٱللَّهَ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلظَّـٰلِمِينَ 51. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ აირჩევთ იუდეველებს და ქრისტიანებს მეგობრებად. ისინი ერთმანეთის მეგობრები არიან და ის თქვენგანიც, ვინც მათ მიჰყვება, მათიანია. ჭეშმარიტად, ალლაჰი კი არ უწინამძღვრებს უსამართლო ხალხს. فَتَرَى ٱلَّذِينَ فِى قُلُوبِهِم مَّرَضٌ يُسَـٰرِعُونَ فِيهِمْ يَقُولُونَ نَخْشَىٰٓ أَن تُصِيبَنَا دَآئِرَةٌ ۚ فَعَسَى ٱللَّهُ أَن يَأْتِىَ بِٱلْفَتْحِ أَوْ أَمْرٍ مِّنْ عِندِهِۦ فَيُصْبِحُوا۟ عَلَىٰ مَآ أَسَرُّوا۟ فِىٓ أَنفُسِهِمْ نَـٰدِمِينَ 52. ხედავ იმათ, ვის გულშიც სნეულებაა, ერთმანეთს რომ ასწრებენ მათთან მისვლას და ამბობენ - გვეშინია, რაიმე უსიამოვნება არ შეგვემთხვესო. ეგებ გამარჯვება მოავლინოს ალლაჰმა ან რაიმე გადაწყვეტილება თავისი, და მაშინ სინანულს მიეცემიან იმის გამო, რასაც გულში მალავდნენ. وَيَقُولُ ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ أَهَـٰٓؤُلَآءِ ٱلَّذِينَ أَقْسَمُوا۟ بِٱللَّهِ جَهْدَ أَيْمَـٰنِهِمْ ۙ إِنَّهُمْ لَمَعَكُمْ ۚ حَبِطَتْ أَعْمَـٰلُهُمْ فَأَصْبَحُوا۟ خَـٰسِرِينَ 53. და იტყვიან ისინი, ვინც ირწმუნა: განა ესენი არ არიან, ალლაჰს რომ იფიცებდნენ გულმოდგინე ფიცით, რომ თქვენთან იქნებოდნენ? ფუჭი იქმნა მათი საქმენი და წაგებულნი არიან. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مَن يَرْتَدَّ مِنكُمْ عَن دِينِهِۦ فَسَوْفَ يَأْتِى ٱللَّهُ بِقَوْمٍ يُحِبُّهُمْ وَيُحِبُّونَهُۥٓ أَذِلَّةٍ عَلَى ٱلْمُؤْمِنِينَ أَعِزَّةٍ عَلَى ٱلْكَـٰفِرِينَ يُجَـٰهِدُونَ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ وَلَا يَخَافُونَ لَوْمَةَ لَآئِمٍ ۚ ذَ‌ٰلِكَ فَضْلُ ٱللَّهِ يُؤْتِيهِ مَن يَشَآءُ ۚ وَٱللَّهُ وَ‌ٰسِعٌ عَلِيمٌ 54. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მას, ვინც უღალატებს თავის რწმენას, ალლაჰი შეცვლის ხალხით, რომელიც ეყვარება მას და რომელთაც ეყვარება იგი, თავმდაბალთ მორწმუნეთა წინაშე, მტკიცეთ - ურწმუნოთა წინაშე, იბრძოლებენ ისინი ალლაჰის გზაზე და არ შეუშინდებიან გამკიცხველის გაკიცხვას. ეს არის ალლაჰის მადლი, უბოძებს, ვისაც ინებებს. და ალლაჰი ყოვლისმომცველი, ყოვლისმცოდნეა. إِنَّمَا وَلِيُّكُمُ ٱللَّهُ وَرَسُولُهُۥ وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱلَّذِينَ يُقِيمُونَ ٱلصَّلَوٰةَ وَيُؤْتُونَ ٱلزَّكَوٰةَ وَهُمْ رَ‌ٰكِعُونَ 55. თქვენი მეგობრებია: ალლაჰი, მისი შუამავალი, და ისინი, რომელთაც ირწმუნეს. რომლებიც დგებიან ლოცვად, გასცემენ მოწყალებას და მუხლს იყრიან(ღმერთის წინაშე). وَمَن يَتَوَلَّ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥ وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ فَإِنَّ حِزْبَ ٱللَّهِ هُمُ ٱلْغَـٰلِبُونَ 56. და ისინი, ვინც აირჩია ალლაჰი, მისი შუამავალი და მორწმუნეები, ალლაჰის ჯგუფია - სწორედ ესენი არიან გამარჯვებულნი. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تَتَّخِذُوا۟ ٱلَّذِينَ ٱتَّخَذُوا۟ دِينَكُمْ هُزُوًا وَلَعِبًا مِّنَ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ مِن قَبْلِكُمْ وَٱلْكُفَّارَ أَوْلِيَآءَ ۚ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ إِن كُنتُم مُّؤْمِنِينَ 57. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აირჩიოთ მეგობრებად ისინი, ვინც აბუჩად და მასხრად იგდებენ თქვენს სარწმუნოებას იმათგან, ვისაც თქვენზე უწინ ებოძა წიგნი, და ასევე ურწმუნოები, და გეშინოდეთ ალლაჰისა, თუკი ხართ მორწმუნენი. وَإِذَا نَادَيْتُمْ إِلَى ٱلصَّلَوٰةِ ٱتَّخَذُوهَا هُزُوًا وَلَعِبًا ۚ ذَ‌ٰلِكَ بِأَنَّهُمْ قَوْمٌ لَّا يَعْقِلُونَ 58. და როცა თქვენ ლოცვისაკენ მოუწოდებთ, ისინი აბუჩად და მასხრად იგდებენ ამას (ამ ლოცვას). ეს იმიტომ, რომ ისინი ხალხია, რომელიც ვერ კეთილგანსჯიან. قُلْ يَـٰٓأَهْلَ ٱلْكِتَـٰبِ هَلْ تَنقِمُونَ مِنَّآ إِلَّآ أَنْ ءَامَنَّا بِٱللَّهِ وَمَآ أُنزِلَ إِلَيْنَا وَمَآ أُنزِلَ مِن قَبْلُ وَأَنَّ أَكْثَرَكُمْ فَـٰسِقُونَ 59. უთხარი: ჰეი, წიგნის ხალხო! ნუთუ მხოლოდ იმიტომ აგვითვალწუნეთ, რომ ალლაჰი ვირწმუნეთ და ის, რაც ჩვენ გარდმოგვევლინა, და რაც უწინ გარდმოვლენილა. უმეტესი თქვენგანი ბილწია. قُلْ هَلْ أُنَبِّئُكُم بِشَرٍّ مِّن ذَ‌ٰلِكَ مَثُوبَةً عِندَ ٱللَّهِ ۚ مَن لَّعَنَهُ ٱللَّهُ وَغَضِبَ عَلَيْهِ وَجَعَلَ مِنْهُمُ ٱلْقِرَدَةَ وَٱلْخَنَازِيرَ وَعَبَدَ ٱلطَّـٰغُوتَ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ شَرٌّ مَّكَانًا وَأَضَلُّ عَن سَوَآءِ ٱلسَّبِيلِ 60. უთხარი: გინდა გაცნობოთ ამაზე უარესი სასჯელი ალლაჰისგან? ვინც დასწყევლა ალლაჰმა და შერისხა. ზოგი მათგანი მაიმუნებად აქცია, ღორებად და ტაღუთის მონებად. ისინი ყველაზე უფრო საძულველი ადგილის მქონენი არიან და ყველაზე უფრო ამცდარნი არიან სწორ გზას! وَإِذَا جَآءُوكُمْ قَالُوٓا۟ ءَامَنَّا وَقَد دَّخَلُوا۟ بِٱلْكُفْرِ وَهُمْ قَدْ خَرَجُوا۟ بِهِۦ ۚ وَٱللَّهُ أَعْلَمُ بِمَا كَانُوا۟ يَكْتُمُونَ 61. და როცა მოვლენ შენთან, ამბობენ: ვირწმუნეთ, მაშინ, როცა ურწმუნოებით მოვიდნენ და უკანაც მისით გაბრუნდნენ. ალლაჰმა კი უკეთ იცის, რასაც მალავდნენ. وَتَرَىٰ كَثِيرًا مِّنْهُمْ يُسَـٰرِعُونَ فِى ٱلْإِثْمِ وَٱلْعُدْوَ‌ٰنِ وَأَكْلِهِمُ ٱلسُّحْتَ ۚ لَبِئْسَ مَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 62. და ხედავ, მრავალ მათგანს, ერთმანეთს რომ ასწრებენ ცოდვას, მტრობასა და აკრძალულის ჭამას. რა ცუდია, რასაც აკეთებენ. لَوْلَا يَنْهَىٰهُمُ ٱلرَّبَّـٰنِيُّونَ وَٱلْأَحْبَارُ عَن قَوْلِهِمُ ٱلْإِثْمَ وَأَكْلِهِمُ ٱلسُّحْتَ ۚ لَبِئْسَ مَا كَانُوا۟ يَصْنَعُونَ 63. რატომ არ უშლიან მათ რაბინები და მწიგნობრები ავსიტყვაობას, და იმის ჭამას, რაც აკრძალულია? რა ცუდია ის, რისთვისაც ირჯებიან. وَقَالَتِ ٱلْيَهُودُ يَدُ ٱللَّهِ مَغْلُولَةٌ ۚ غُلَّتْ أَيْدِيهِمْ وَلُعِنُوا۟ بِمَا قَالُوا۟ ۘ بَلْ يَدَاهُ مَبْسُوطَتَانِ يُنفِقُ كَيْفَ يَشَآءُ ۚ وَلَيَزِيدَنَّ كَثِيرًا مِّنْهُم مَّآ أُنزِلَ إِلَيْكَ مِن رَّبِّكَ طُغْيَـٰنًا وَكُفْرًا ۚ وَأَلْقَيْنَا بَيْنَهُمُ ٱلْعَدَ‌ٰوَةَ وَٱلْبَغْضَآءَ إِلَىٰ يَوْمِ ٱلْقِيَـٰمَةِ ۚ كُلَّمَآ أَوْقَدُوا۟ نَارًا لِّلْحَرْبِ أَطْفَأَهَا ٱللَّهُ ۚ وَيَسْعَوْنَ فِى ٱلْأَرْضِ فَسَادًا ۚ وَٱللَّهُ لَا يُحِبُّ ٱلْمُفْسِدِينَ 64. თქვეს იუდეველებმა: " ხელი ალლაჰისა შეკრულიაო.“ შეეკრათ ხელები და დაწყე ვლილ იქნენ, იმისთვის, რაც თქვეს. არამედ, გაშლილია მისი ორივე ხელი და გასცემს წყალობას როგორც ინებებს. ის, რაც შენი ღმერთისგან გარდმოგევლინა, მიუმატებს მრავალ მათგანს ურჩობასა და ურწმუნოებას. და ჩამოვაგდეთ მათ შორის შუღლი და სიძულვილი აღდგომის დღემდე. ყოველთვის, როცა დაანთებენ ომის ცეცხლს, ალლაჰი ჩააქრობს მას. ისინი ქვეყანაზე უკეთურებას სთესენ, ხოლო ალლაჰს არ უყვარს უკეთურნი. وَلَوْ أَنَّ أَهْلَ ٱلْكِتَـٰبِ ءَامَنُوا۟ وَٱتَّقَوْا۟ لَكَفَّرْنَا عَنْهُمْ سَيِّـَٔاتِهِمْ وَلَأَدْخَلْنَـٰهُمْ جَنَّـٰتِ ٱلنَّعِيمِ 65. და თუკი წიგნის მქონენი ირწმუნებდნენ და ღმერთის შიშს იქონიებდნენ, მივუტევებდით მათ თავიანთ ცოდვებს, და შევიყვანდით ნეტარების ბაღებში. وَلَوْ أَنَّهُمْ أَقَامُوا۟ ٱلتَّوْرَىٰةَ وَٱلْإِنجِيلَ وَمَآ أُنزِلَ إِلَيْهِم مِّن رَّبِّهِمْ لَأَكَلُوا۟ مِن فَوْقِهِمْ وَمِن تَحْتِ أَرْجُلِهِم ۚ مِّنْهُمْ أُمَّةٌ مُّقْتَصِدَةٌ ۖ وَكَثِيرٌ مِّنْهُمْ سَآءَ مَا يَعْمَلُونَ 66. თუკი ისინი მტკიცედ დადგებოდნენ თევრათსა, ინჯილსა და იმაზე, რაც თავიანთი ღმერთისაგან გარდმოევლინათ, შეჭამდნენ თავიანთ ზემოდან და თავიანთი ფეხებს ქვემოდან... მათგან არის ზომიერი ხალხიც, მრავალი მათგანი კი... რა ცუდია ის, რასაც აკეთებენ. يَـٰٓأَيُّهَا ٱلرَّسُولُ بَلِّغْ مَآ أُنزِلَ إِلَيْكَ مِن رَّبِّكَ ۖ وَإِن لَّمْ تَفْعَلْ فَمَا بَلَّغْتَ رِسَالَتَهُۥ ۚ وَٱللَّهُ يَعْصِمُكَ مِنَ ٱلنَّاسِ ۗ إِنَّ ٱللَّهَ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلْكَـٰفِرِينَ 67. ო, შუამავალო! მიაწვდინე შენი ღმერთისაგან ის, რაც გარდმოგევლინა. და თუ ამას არ იქმ, ესეიგი, შენი შუამავლობა არ აღგისრულებია. ალლაჰი დაგიცავს შენ (ურწმუნო) ხალხისგან, რადგან ალლაჰი ურწმუნო ხალხს არ უწინამძღვრებს. قُلْ يَـٰٓأَهْلَ ٱلْكِتَـٰبِ لَسْتُمْ عَلَىٰ شَىْءٍ حَتَّىٰ تُقِيمُوا۟ ٱلتَّوْرَىٰةَ وَٱلْإِنجِيلَ وَمَآ أُنزِلَ إِلَيْكُم مِّن رَّبِّكُمْ ۗ وَلَيَزِيدَنَّ كَثِيرًا مِّنْهُم مَّآ أُنزِلَ إِلَيْكَ مِن رَّبِّكَ طُغْيَـٰنًا وَكُفْرًا ۖ فَلَا تَأْسَ عَلَى ٱلْقَوْمِ ٱلْكَـٰفِرِينَ 68. უთხარი: ჰეი, წიგნის ხალხო! ვერაფერს დაეყრდნობით, ვიდრე სწორად არ დადგებით თევრათზე, ინჯილსა და იმაზე რაც თქვენი ღმერთისაგან ზეგარდმოგევლინათ. ხოლო ის, რაც შენზე გარდმოვიდა შენი ღმერთისაგან, გაუმრავლებს მათ ურჩობასა და ურწმუნოებას. მაგრამ შენ ნუ იდარდებ ურწმუნო ხალხზე. إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَٱلَّذِينَ هَادُوا۟ وَٱلصَّـٰبِـُٔونَ وَٱلنَّصَـٰرَىٰ مَنْ ءَامَنَ بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ وَعَمِلَ صَـٰلِحًا فَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ 69. ჭეშმარიტად, მათ, რომელთაც ირწმუნეს, იუდეველებს, საბიელებსა და ქრისტიანებს, მათ ვინც ირწმუნა ალლაჰი, დღე უკანასკნელი და აკეთებენ სიკეთეს, არ ექნებათ არაფრის შიში და არც სადარდებელი! لَقَدْ أَخَذْنَا مِيثَـٰقَ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ وَأَرْسَلْنَآ إِلَيْهِمْ رُسُلًا ۖ كُلَّمَا جَآءَهُمْ رَسُولٌۢ بِمَا لَا تَهْوَىٰٓ أَنفُسُهُمْ فَرِيقًا كَذَّبُوا۟ وَفَرِيقًا يَقْتُلُونَ 70. დავუდეთ აღთქმა ისრაელის შვილებს და წარვაგზავნეთ მათთან შუამავლები. ყოველთვის, როცა შუამავალს მიჰქონდა მათთან ის, რაც არ ეამებოდა მათ გულებს, ნაწილს ცრუდ რაცხავდენ, ნაწილს კი ხოცავდნენ. وَحَسِبُوٓا۟ أَلَّا تَكُونَ فِتْنَةٌ فَعَمُوا۟ وَصَمُّوا۟ ثُمَّ تَابَ ٱللَّهُ عَلَيْهِمْ ثُمَّ عَمُوا۟ وَصَمُّوا۟ كَثِيرٌ مِّنْهُمْ ۚ وَٱللَّهُ بَصِيرٌۢ بِمَا يَعْمَلُونَ 71. ეგონათ, რომ არანაირი საფრთხე არ ექნებოდათ, და აჰა იყვნენ ბრმანი და ყრუნი. შემდეგ კი აპატია მათ ალლაჰმა, მაგრამ ისევ დააბრმავა და დააყრუვა მრავალი მათგანი. ალლაჰი კი ხედავს, რასაც აკეთებენ. لَقَدْ كَفَرَ ٱلَّذِينَ قَالُوٓا۟ إِنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلْمَسِيحُ ٱبْنُ مَرْيَمَ ۖ وَقَالَ ٱلْمَسِيحُ يَـٰبَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ ٱعْبُدُوا۟ ٱللَّهَ رَبِّى وَرَبَّكُمْ ۖ إِنَّهُۥ مَن يُشْرِكْ بِٱللَّهِ فَقَدْ حَرَّمَ ٱللَّهُ عَلَيْهِ ٱلْجَنَّةَ وَمَأْوَىٰهُ ٱلنَّارُ ۖ وَمَا لِلظَّـٰلِمِينَ مِنْ أَنصَارٍ 72. ვფიცავ, ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰია მესიჰი, მარიამის შვილი; და თქვა მესიჰმა: ისრაილის შვილებო, თაყვანი ეცით ალლაჰს, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთს. უეჭველად, ვინც ალლაჰს თანაზიარს დაუდგენს, იმას აუკრძალა ალლაჰმა სამოთხე და მისი თავშესაფარი ცეცხლია. და არ ეყოლებათ უსამართლოებს შემწეები. لَّقَدْ كَفَرَ ٱلَّذِينَ قَالُوٓا۟ إِنَّ ٱللَّهَ ثَالِثُ ثَلَـٰثَةٍ ۘ وَمَا مِنْ إِلَـٰهٍ إِلَّآ إِلَـٰهٌ وَ‌ٰحِدٌ ۚ وَإِن لَّمْ يَنتَهُوا۟ عَمَّا يَقُولُونَ لَيَمَسَّنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ مِنْهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ 73. ვფიცავ! ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰი სამთაგან მესამეა.“ მაშინ, როცა არ არის ღმერთი, გარდა ერთი ღმერთისა. ხოლო თუ ხელს არ აიღებენ იმაზე, რასაც ლაპარაკობენ დაატყდებათ მტანჯველი სასჯელი იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს. أَفَلَا يَتُوبُونَ إِلَى ٱللَّهِ وَيَسْتَغْفِرُونَهُۥ ۚ وَٱللَّهُ غَفُورٌ رَّحِيمٌ 74. განა არ მოინანიებენ ალლაჰის წინაშე და შენდობას არ შესთხოვენ მას, მაშინ როცა ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია? مَّا ٱلْمَسِيحُ ٱبْنُ مَرْيَمَ إِلَّا رَسُولٌ قَدْ خَلَتْ مِن قَبْلِهِ ٱلرُّسُلُ وَأُمُّهُۥ صِدِّيقَةٌ ۖ كَانَا يَأْكُلَانِ ٱلطَّعَامَ ۗ ٱنظُرْ كَيْفَ نُبَيِّنُ لَهُمُ ٱلْـَٔايَـٰتِ ثُمَّ ٱنظُرْ أَنَّىٰ يُؤْفَكُونَ 75. მესიჰი, მარიამის შვილი, მხოლოდ შუამავალია, მასზე უწინ მრავალი შუამავალი გარდასულა, ხოლო დედამისი მართალი ქალი იყო და ორივე მათგანი ჭამდა საკვებს. შეხედე როგორ ვუცხადებთ მათ ჩვენს აიათებს. და მერე შეხედე - ისინი როგორ არ იჯერებენ. قُلْ أَتَعْبُدُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ مَا لَا يَمْلِكُ لَكُمْ ضَرًّا وَلَا نَفْعًا ۚ وَٱللَّهُ هُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلْعَلِيمُ 76. უთხარი: განა თქვენ ეთაყვანებით ალლაჰის მაგივრად იმას, ვისაც არ ხელეწიფება არც თქვენი ზარალი და არც თქვენი სარგებელი?! قُلْ يَـٰٓأَهْلَ ٱلْكِتَـٰبِ لَا تَغْلُوا۟ فِى دِينِكُمْ غَيْرَ ٱلْحَقِّ وَلَا تَتَّبِعُوٓا۟ أَهْوَآءَ قَوْمٍ قَدْ ضَلُّوا۟ مِن قَبْلُ وَأَضَلُّوا۟ كَثِيرًا وَضَلُّوا۟ عَن سَوَآءِ ٱلسَّبِيلِ 77. უთხარი: ჰეი, წიგნის ხალხო! ზღვარს ნუ გადახვალთ თქვენს სარწმუნოებაში ჭეშმარიტების წინააღმდეგ და ნუ აჰყვებით ამაო სურვილებს ხალხისა, რომელიც აცდა გზას და სხვაც ბევრი აცდუნა. لُعِنَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ مِنۢ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ عَلَىٰ لِسَانِ دَاوُۥدَ وَعِيسَى ٱبْنِ مَرْيَمَ ۚ ذَ‌ٰلِكَ بِمَا عَصَوا۟ وَّكَانُوا۟ يَعْتَدُونَ 78. დაწყევლილი არიან ისინი, ვინც იყვნენ ურწმუნონი ისრაელის შვილთაგან, დავუდისა და 'ისას პირით. ეს იმიტომ, რომ ურჩობდნენ და ზღვარს გადიოდნენ. كَانُوا۟ لَا يَتَنَاهَوْنَ عَن مُّنكَرٍ فَعَلُوهُ ۚ لَبِئْسَ مَا كَانُوا۟ يَفْعَلُونَ 79. ისინი არ უკრძალავდნენ ერთმანეთს ცუდ საქმიანობას. და რა ცუდია, რასაც აკეთებდნენ. تَرَىٰ كَثِيرًا مِّنْهُمْ يَتَوَلَّوْنَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ ۚ لَبِئْسَ مَا قَدَّمَتْ لَهُمْ أَنفُسُهُمْ أَن سَخِطَ ٱللَّهُ عَلَيْهِمْ وَفِى ٱلْعَذَابِ هُمْ خَـٰلِدُونَ 80. და ხედავ - მათგან მრავალი მიელტვის იმათ, ვინც ურწმუნოა. რა ცუდია ის, რაც მათ გაიმზადეს საკუთარი თავისთვის. ალლაჰის რისხვაა მათზე, და ტანჯვაში იქნებიან მარადიულად. وَلَوْ كَانُوا۟ يُؤْمِنُونَ بِٱللَّهِ وَٱلنَّبِىِّ وَمَآ أُنزِلَ إِلَيْهِ مَا ٱتَّخَذُوهُمْ أَوْلِيَآءَ وَلَـٰكِنَّ كَثِيرًا مِّنْهُمْ فَـٰسِقُونَ 81. მათ რომ ერწმუნათ ალლაჰი და შუამავალი და ის, რაც გარდმოევლინა მას, არ აირჩევდნენ მათ(ურწმუნოებს) მეგობრებად, მაგრამ მრავალი მათგანი ბილწია. لَتَجِدَنَّ أَشَدَّ ٱلنَّاسِ عَدَ‌ٰوَةً لِّلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱلْيَهُودَ وَٱلَّذِينَ أَشْرَكُوا۟ ۖ وَلَتَجِدَنَّ أَقْرَبَهُم مَّوَدَّةً لِّلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱلَّذِينَ قَالُوٓا۟ إِنَّا نَصَـٰرَىٰ ۚ ذَ‌ٰلِكَ بِأَنَّ مِنْهُمْ قِسِّيسِينَ وَرُهْبَانًا وَأَنَّهُمْ لَا يَسْتَكْبِرُونَ 82. უეჭველია, ყველა ხალხზე უფრო დიდი მტრობით, მორწმუნეთა მიმართ, იუდეველებს და წარმართებს ნახავ. და ასევე ნახავ მორწმუნეთა ყველაზე უფრო ახლობელთ სიყვარულით, რომლებიც ამბობენ, ჩვენ ქრისტიანები ვართო. ეს იმიტომ, რომ მათგან არიან მღვდლები და ბერები და ისინი არ ამპარტავნობენ. وَإِذَا سَمِعُوا۟ مَآ أُنزِلَ إِلَى ٱلرَّسُولِ تَرَىٰٓ أَعْيُنَهُمْ تَفِيضُ مِنَ ٱلدَّمْعِ مِمَّا عَرَفُوا۟ مِنَ ٱلْحَقِّ ۖ يَقُولُونَ رَبَّنَآ ءَامَنَّا فَٱكْتُبْنَا مَعَ ٱلشَّـٰهِدِينَ 83. და როდესაც ისინი გაიგონებენ იმას, რაც ზემოგევლინა შენ, ნახავ, ცრემლად დაიღვრებიან იმის გამო, რასაც ჭეშმარიტებისგან შეიტყობენ, და იტყვიან: ღმერთო ჩვენო! ვირწმუნეთ და მოწმეებთან ერთად ჩაგვწერე! وَمَا لَنَا لَا نُؤْمِنُ بِٱللَّهِ وَمَا جَآءَنَا مِنَ ٱلْحَقِّ وَنَطْمَعُ أَن يُدْخِلَنَا رَبُّنَا مَعَ ٱلْقَوْمِ ٱلصَّـٰلِحِينَ 84. და რატომ არ უნდა ვირწმუნოთ ალლაჰი და ის, რაც ჭეშმარიტებისაგან გვებოძა, როცა გვწადია ჩვენმა ღმერთმა მართალ ხალხთან ერთად დაგვამკვიდროსო?! فَأَثَـٰبَهُمُ ٱللَّهُ بِمَا قَالُوا۟ جَنَّـٰتٍ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَا ۚ وَذَ‌ٰلِكَ جَزَآءُ ٱلْمُحْسِنِينَ 85. და მიუბოძა მათ ალლაჰმა იმისათვის, რასაც ამბობდნენ, ბაღები, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები. იქნებიან იქ მარადიულად. აი, ეს არის კეთილთა საზღაური. وَٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَكَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَآ أُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلْجَحِيمِ 86. და რომელთაც არ ირწმუნეს და ცრუდ ჩათვალეს ჩვენი აიათები, იქნებიან ჯოჯოხეთის ბინადარნი. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تُحَرِّمُوا۟ طَيِّبَـٰتِ مَآ أَحَلَّ ٱللَّهُ لَكُمْ وَلَا تَعْتَدُوٓا۟ ۚ إِنَّ ٱللَّهَ لَا يُحِبُّ ٱلْمُعْتَدِينَ 87. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიკრძალოთ სიკეთენი, რაც ნებადართულ ჰყო ალლაჰმა თქვენთვის. ზღვარს ნუ გადახვალთ, რადგან ალლაჰს არ უყვარს თავგასულნი. وَكُلُوا۟ مِمَّا رَزَقَكُمُ ٱللَّهُ حَلَـٰلًا طَيِّبًا ۚ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ ٱلَّذِىٓ أَنتُم بِهِۦ مُؤْمِنُونَ 88. ჭამეთ ის, რაც გიბოძათ ალლაჰმა, ნებადართულად, კეთილად და გეშინოდეთ ალლაჰისა, რომელიც ირწმუნეთ. لَا يُؤَاخِذُكُمُ ٱللَّهُ بِٱللَّغْوِ فِىٓ أَيْمَـٰنِكُمْ وَلَـٰكِن يُؤَاخِذُكُم بِمَا عَقَّدتُّمُ ٱلْأَيْمَـٰنَ ۖ فَكَفَّـٰرَتُهُۥٓ إِطْعَامُ عَشَرَةِ مَسَـٰكِينَ مِنْ أَوْسَطِ مَا تُطْعِمُونَ أَهْلِيكُمْ أَوْ كِسْوَتُهُمْ أَوْ تَحْرِيرُ رَقَبَةٍ ۖ فَمَن لَّمْ يَجِدْ فَصِيَامُ ثَلَـٰثَةِ أَيَّامٍ ۚ ذَ‌ٰلِكَ كَفَّـٰرَةُ أَيْمَـٰنِكُمْ إِذَا حَلَفْتُمْ ۚ وَٱحْفَظُوٓا۟ أَيْمَـٰنَكُمْ ۚ كَذَ‌ٰلِكَ يُبَيِّنُ ٱللَّهُ لَكُمْ ءَايَـٰتِهِۦ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ 89. და არ განგსჯით თქვენ ალლაჰი ფუჭსიტყვაობისთვის ფიცისას, არამედ იმ პირობისათვის, რომელსაც ფიცით იკისრებთ. მისი (ფიცის) გამოსასყიდი არის ათი უპოვარის დაპურება იმ საკვებით, რომლითაც აპურებთ საკუთარ ოჯახს, ანდა შემოსვა მათი, ან გათავისუფლება ერთი ტყვისა. ხოლო ვინც (ესენი) ვერ მოიძიოს, მაშინ (დაეწესოს) მარხულობა სამ დღეს. ეს არის გამოსასყიდი თქვენი ფიცისა, თუკი გასტეხთ. და დაიცავით თქვენი დაფიცება. ამგვარად განმარტავს ალლაჰი თავის აიათებს, რათა ეგების მადლიერნი იყოთ. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِنَّمَا ٱلْخَمْرُ وَٱلْمَيْسِرُ وَٱلْأَنصَابُ وَٱلْأَزْلَـٰمُ رِجْسٌ مِّنْ عَمَلِ ٱلشَّيْطَـٰنِ فَٱجْتَنِبُوهُ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ 90. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალკოჰოლური სასმელი, აზარტული თამაშები, კერპები და ისრებით მკითხაობა შაიტანის საქმეთაგანია და განერიდეთ მას, რათა ეგებ ნეტარ იქმნეთ! إِنَّمَا يُرِيدُ ٱلشَّيْطَـٰنُ أَن يُوقِعَ بَيْنَكُمُ ٱلْعَدَ‌ٰوَةَ وَٱلْبَغْضَآءَ فِى ٱلْخَمْرِ وَٱلْمَيْسِرِ وَيَصُدَّكُمْ عَن ذِكْرِ ٱللَّهِ وَعَنِ ٱلصَّلَوٰةِ ۖ فَهَلْ أَنتُم مُّنتَهُونَ 91. შაიტანს სურს, ჩამოაგდოს თქვენს შორის მტრობა და შუღლი ალკოჰოლითა და აზარტული თამაშებით, და მოგწყვიტოთ ალლაჰის ხსენებასა და ლოცვას, ნუთუ თავს არ შეიკავებთ? وَأَطِيعُوا۟ ٱللَّهَ وَأَطِيعُوا۟ ٱلرَّسُولَ وَٱحْذَرُوا۟ ۚ فَإِن تَوَلَّيْتُمْ فَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّمَا عَلَىٰ رَسُولِنَا ٱلْبَلَـٰغُ ٱلْمُبِينُ 92. დაემორჩილეთ ალლაჰს, და დაემორჩილეთ შუამავალს და გაფრთხილდით. თუკი პირს იბრუნებთ, იცოდეთ, რომ ჩვენი შუამავლის ვალი მხოლოდ აშკარა უწყების გადმოცემაა. لَيْسَ عَلَى ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ جُنَاحٌ فِيمَا طَعِمُوٓا۟ إِذَا مَا ٱتَّقَوا۟ وَّءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ ثُمَّ ٱتَّقَوا۟ وَّءَامَنُوا۟ ثُمَّ ٱتَّقَوا۟ وَّأَحْسَنُوا۟ ۗ وَٱللَّهُ يُحِبُّ ٱلْمُحْسِنِينَ 93. რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე აკეთეს, არ არის მათზე ცოდვა იმისათვის, რაც უჭამიათ; თუკი ღმერთის შიში ექნებათ, ირწმუნებენ და სიკეთეს გააკეთებენ. მერე ღმერთის შიში აქვთ და სწამთ, მერე ღმერთის შიში აქვთ და სიკეთეს აკეთებენ, და ალლაჰს უყვარს კეთილნი. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَيَبْلُوَنَّكُمُ ٱللَّهُ بِشَىْءٍ مِّنَ ٱلصَّيْدِ تَنَالُهُۥٓ أَيْدِيكُمْ وَرِمَاحُكُمْ لِيَعْلَمَ ٱللَّهُ مَن يَخَافُهُۥ بِٱلْغَيْبِ ۚ فَمَنِ ٱعْتَدَىٰ بَعْدَ ذَ‌ٰلِكَ فَلَهُۥ عَذَابٌ أَلِيمٌ 94. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალლაჰი გამოგცდით რაიმე ნანადირევით, რომელზედაც ხელი და ისარი მიგიწვდებათ, რათა ცხადყოს ალლაჰმა ვის ეშინია მისი ფარულად. და ვინც იურჩებს ამის შემდეგ, სწორედ მას მტანჯველი სასჯელი. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تَقْتُلُوا۟ ٱلصَّيْدَ وَأَنتُمْ حُرُمٌ ۚ وَمَن قَتَلَهُۥ مِنكُم مُّتَعَمِّدًا فَجَزَآءٌ مِّثْلُ مَا قَتَلَ مِنَ ٱلنَّعَمِ يَحْكُمُ بِهِۦ ذَوَا عَدْلٍ مِّنكُمْ هَدْيًۢا بَـٰلِغَ ٱلْكَعْبَةِ أَوْ كَفَّـٰرَةٌ طَعَامُ مَسَـٰكِينَ أَوْ عَدْلُ ذَ‌ٰلِكَ صِيَامًا لِّيَذُوقَ وَبَالَ أَمْرِهِۦ ۗ عَفَا ٱللَّهُ عَمَّا سَلَفَ ۚ وَمَنْ عَادَ فَيَنتَقِمُ ٱللَّهُ مِنْهُ ۗ وَٱللَّهُ عَزِيزٌ ذُو ٱنتِقَامٍ 95. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მოჰკლათ ნადირი, როცა იჰრამის მდგომარეობაში იმყოფებით. ხოლო ის, ვინც მოკლავს თქვენგან განზრახ, გამოსასყიდად ექნას მსგავსი იმისა, რაც მოკლა - შინაური ცხოველებიდან. თქვენგან ორმა სამართლიანმა განსაჯოს ამის თაობაზე და საზღაურად გაღებული ცხოველი ქააბამდე ჩავიდეს, ანდა გამოსასყიდი იყოს უპოვართა დაპურება, ან ნაცვლად ამისა - მარხვა, რათა ცოდვის ჩამდენმა თავისი საქმის სიმწარე იგრძნოს. ალლაჰმა შეუნდო ის, რაც უკვე იყო. ხოლო ვინც მიუბრუნდება, ალლაჰი შურს იძიებს მასზე. ალლაჰი ძლევამოსილი, შურისმგებელია. أُحِلَّ لَكُمْ صَيْدُ ٱلْبَحْرِ وَطَعَامُهُۥ مَتَـٰعًا لَّكُمْ وَلِلسَّيَّارَةِ ۖ وَحُرِّمَ عَلَيْكُمْ صَيْدُ ٱلْبَرِّ مَا دُمْتُمْ حُرُمًا ۗ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ ٱلَّذِىٓ إِلَيْهِ تُحْشَرُونَ 96. ნებადართულია თქვენთვის ზღვის ნანადირევი და მისი ჭამა სასარგებლოდ - თქვენთვისა და მოგზაურთათვის. მაგრამ გეკრძალებათ ნადირობა ხმელეთზე, ვიდრე ხართ იჰრამის მდგომარეობაში. გეშინოდეთ ალლაჰისა, რომლიც წინაშეც იქნებით შეკრებილნი. جَعَلَ ٱللَّهُ ٱلْكَعْبَةَ ٱلْبَيْتَ ٱلْحَرَامَ قِيَـٰمًا لِّلنَّاسِ وَٱلشَّهْرَ ٱلْحَرَامَ وَٱلْهَدْىَ وَٱلْقَلَـٰٓئِدَ ۚ ذَ‌ٰلِكَ لِتَعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ يَعْلَمُ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ وَأَنَّ ٱللَّهَ بِكُلِّ شَىْءٍ عَلِيمٌ 97. დაადგინა ალლაჰმა ქააბა საკრძალველ სახლად და სიმტკიცედ ხალხთათვის. საკრძალველი თვე და სამსხვერპლო თუ კისერზე თოკშებმული ცხოველები - ეს იმიტომ, რომ იცოდეთ: ალლაჰმა იცის რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა, ალლაჰმა უწყის ყოველი. ٱعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ شَدِيدُ ٱلْعِقَابِ وَأَنَّ ٱللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ 98. იცოდეთ, ალლაჰი სასიტკსაზღაურიანია და ალლაჰი შემწყნარებელი, მწყალობელია. مَّا عَلَى ٱلرَّسُولِ إِلَّا ٱلْبَلَـٰغُ ۗ وَٱللَّهُ يَعْلَمُ مَا تُبْدُونَ وَمَا تَكْتُمُونَ 99. და არაფერი აკისრია შუამავალს გადაცემის მეტი. ალლაჰმა კი იცის, რასაც ამჟღავნებთ და რასაც ფარავთ. قُل لَّا يَسْتَوِى ٱلْخَبِيثُ وَٱلطَّيِّبُ وَلَوْ أَعْجَبَكَ كَثْرَةُ ٱلْخَبِيثِ ۚ فَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ يَـٰٓأُو۟لِى ٱلْأَلْبَـٰبِ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ 100. უთხარი: ცუდი კარგს ვერ გაუთანაბრდება, თუნდაც ცუდის სიჭარბე განცვიფრებდეს“. გეშინოდეთ ალლაჰისა, გონების მქონენო, რათა ეგების ნეტარ იქმნეთ. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تَسْـَٔلُوا۟ عَنْ أَشْيَآءَ إِن تُبْدَ لَكُمْ تَسُؤْكُمْ وَإِن تَسْـَٔلُوا۟ عَنْهَا حِينَ يُنَزَّلُ ٱلْقُرْءَانُ تُبْدَ لَكُمْ عَفَا ٱللَّهُ عَنْهَا ۗ وَٱللَّهُ غَفُورٌ حَلِيمٌ 101. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ იკითხოთ ისეთი რამ, თუკი განგეცხადებათ - დაგამწუხრებთ. და თუ იკითხავთ მათზე, როცა ზედარდმოევლინება ყურანი, განგეცხადებათ თქვენ ისინი. ალლაჰმა მოგიტევათ რის შესახებაც მოიკითხეთ. და ალლაჰი შემწყნარებელი, სულგრძელია. قَدْ سَأَلَهَا قَوْمٌ مِّن قَبْلِكُمْ ثُمَّ أَصْبَحُوا۟ بِهَا كَـٰفِرِينَ 102. ასეთი შეკითხვები თქვენზე უწინაც დაუსვამს ხალხს და შემდეგ მათით ურწმუნოებად ქცეულან. مَا جَعَلَ ٱللَّهُ مِنۢ بَحِيرَةٍ وَلَا سَآئِبَةٍ وَلَا وَصِيلَةٍ وَلَا حَامٍ ۙ وَلَـٰكِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ يَفْتَرُونَ عَلَى ٱللَّهِ ٱلْكَذِبَ ۖ وَأَكْثَرُهُمْ لَا يَعْقِلُونَ 103. ალლაჰს არ დაუდგენია ბაჰირა, საიბა, ვასილა და ჰამი. მაგრამ ისინი, ვინც არიან ურწმუნონი, ალლაჰზე სიცრუეს თხზავენ და მათგან უმეტესი ვერ აცნობიერებს. وَإِذَا قِيلَ لَهُمْ تَعَالَوْا۟ إِلَىٰ مَآ أَنزَلَ ٱللَّهُ وَإِلَى ٱلرَّسُولِ قَالُوا۟ حَسْبُنَا مَا وَجَدْنَا عَلَيْهِ ءَابَآءَنَآ ۚ أَوَلَوْ كَانَ ءَابَآؤُهُمْ لَا يَعْلَمُونَ شَيْـًٔا وَلَا يَهْتَدُونَ 104. და როცა ეტყვიან მათ: მოდით იმასთან, რაც გარდმოავლინა ალლაჰმა, და შუამავალთან, იტყვიან: საკმარისია ჩვენთვის ის, რაზეც ვნახეთ ჩვენი მამები. მაგრამ მაშინაც, თუ მათ მამებს არაფერი ესმოდა და ჭეშმარიტი გზით არ მიდიოდნენ?! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ عَلَيْكُمْ أَنفُسَكُمْ ۖ لَا يَضُرُّكُم مَّن ضَلَّ إِذَا ٱهْتَدَيْتُمْ ۚ إِلَى ٱللَّهِ مَرْجِعُكُمْ جَمِيعًا فَيُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 105. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენს თავს მიხედეთ და ვერაფერს გავნებთ ის, ვინც გზას აცდენილა, თუკი ჭეშმარიტ გზაზე იდგებით. თქვენი დასაბრუნებელი ალლაჰთანაა ერთიანად და გაცნობებთ იგი იმას, რასაც აკეთებდით. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ شَهَـٰدَةُ بَيْنِكُمْ إِذَا حَضَرَ أَحَدَكُمُ ٱلْمَوْتُ حِينَ ٱلْوَصِيَّةِ ٱثْنَانِ ذَوَا عَدْلٍ مِّنكُمْ أَوْ ءَاخَرَانِ مِنْ غَيْرِكُمْ إِنْ أَنتُمْ ضَرَبْتُمْ فِى ٱلْأَرْضِ فَأَصَـٰبَتْكُم مُّصِيبَةُ ٱلْمَوْتِ ۚ تَحْبِسُونَهُمَا مِنۢ بَعْدِ ٱلصَّلَوٰةِ فَيُقْسِمَانِ بِٱللَّهِ إِنِ ٱرْتَبْتُمْ لَا نَشْتَرِى بِهِۦ ثَمَنًا وَلَوْ كَانَ ذَا قُرْبَىٰ ۙ وَلَا نَكْتُمُ شَهَـٰدَةَ ٱللَّهِ إِنَّآ إِذًا لَّمِنَ ٱلْـَٔاثِمِينَ 106. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენგან ორი მოწმე შეარჩიეთ თუკი რომელიმე თქვენგანს სიკვდილი მოუწევს - ანდერძის დროს, (ეკისრება) ორ სამართლიან მამაკაცს თქვენგანვე, ანდა ორ სხვას გარეშეთაგანს - თუკი იქნებით სამოგზაუროდ და სიკვდილი მოგეწევათ. ლოცვის შემდეგ შეაკავეთ ის ორი და დაიფიცონ ალლაჰის წინაშე, თუკი ეჭვი გეპარებათ მათში: რომ ჩვენს მოწმეობას არ გავყიდით, თუნდაც ახლობელთა სასარგებლოდ, და არ დავფარავთ ალლაჰის მოწმეობას, რადგან მაშინ ჩვენ ორნი ცოდვილნი გავხდებითო. فَإِنْ عُثِرَ عَلَىٰٓ أَنَّهُمَا ٱسْتَحَقَّآ إِثْمًا فَـَٔاخَرَانِ يَقُومَانِ مَقَامَهُمَا مِنَ ٱلَّذِينَ ٱسْتَحَقَّ عَلَيْهِمُ ٱلْأَوْلَيَـٰنِ فَيُقْسِمَانِ بِٱللَّهِ لَشَهَـٰدَتُنَآ أَحَقُّ مِن شَهَـٰدَتِهِمَا وَمَا ٱعْتَدَيْنَآ إِنَّآ إِذًا لَّمِنَ ٱلظَّـٰلِمِينَ 107. და თუ გამოაშკარავდება, რომ იმ ორმა ცოდვა ჩაიდინა, მაშინ სხვა ორს(დაევალოს) მათი ადგილის დაკავება - იმათგან რომელთა წინააღმდეგაც ამოწმა წინა ორმა კაცმა, და დაიფიცონ ალლაჰის წინაშე, რომ ჭეშმარიტად ჩვენი მოწმეობა ნამდვილია იმ(წინა ორზე) მოწმეობაზე. ჩვენ (სამართალს) არ ვარღვევთ, ასე რომ იყოს უსამართლონი ვიქნებოდით. ذَ‌ٰلِكَ أَدْنَىٰٓ أَن يَأْتُوا۟ بِٱلشَّهَـٰدَةِ عَلَىٰ وَجْهِهَآ أَوْ يَخَافُوٓا۟ أَن تُرَدَّ أَيْمَـٰنٌۢ بَعْدَ أَيْمَـٰنِهِمْ ۗ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَٱسْمَعُوا۟ ۗ وَٱللَّهُ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلْفَـٰسِقِينَ 108. ასე უფრო უმჯობესია, რომ მოწმეობა მისცენ, და ეშინოდეთ რომ წარმოითქმება ფიცი შემდგომად მათი ფიცისა. გეშინოდეთ ალლაჰისა და ისმინეთ, და ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე უსამართლო ხალხს. يَوْمَ يَجْمَعُ ٱللَّهُ ٱلرُّسُلَ فَيَقُولُ مَاذَآ أُجِبْتُمْ ۖ قَالُوا۟ لَا عِلْمَ لَنَآ ۖ إِنَّكَ أَنتَ عَلَّـٰمُ ٱلْغُيُوبِ 109. (გაიხსენეთ) დღე, როცა ალლაჰი შეკრებს შუამავლებს და ჰკითხავს, (ადამიანებმა) რა გიპასუხესო? მიუგებენ: არ გაგვაჩნია ცოდნა, რამეთუ შენა ხარ დაფარულთა მცოდნე. إِذْ قَالَ ٱللَّهُ يَـٰعِيسَى ٱبْنَ مَرْيَمَ ٱذْكُرْ نِعْمَتِى عَلَيْكَ وَعَلَىٰ وَ‌ٰلِدَتِكَ إِذْ أَيَّدتُّكَ بِرُوحِ ٱلْقُدُسِ تُكَلِّمُ ٱلنَّاسَ فِى ٱلْمَهْدِ وَكَهْلًا ۖ وَإِذْ عَلَّمْتُكَ ٱلْكِتَـٰبَ وَٱلْحِكْمَةَ وَٱلتَّوْرَىٰةَ وَٱلْإِنجِيلَ ۖ وَإِذْ تَخْلُقُ مِنَ ٱلطِّينِ كَهَيْـَٔةِ ٱلطَّيْرِ بِإِذْنِى فَتَنفُخُ فِيهَا فَتَكُونُ طَيْرًۢا بِإِذْنِى ۖ وَتُبْرِئُ ٱلْأَكْمَهَ وَٱلْأَبْرَصَ بِإِذْنِى ۖ وَإِذْ تُخْرِجُ ٱلْمَوْتَىٰ بِإِذْنِى ۖ وَإِذْ كَفَفْتُ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ عَنكَ إِذْ جِئْتَهُم بِٱلْبَيِّنَـٰتِ فَقَالَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ مِنْهُمْ إِنْ هَـٰذَآ إِلَّا سِحْرٌ مُّبِينٌ 110. აკი, უთხრა ალლაჰმა: „ო, მარიამის შვილო 'ისა! გაიხსენე ჩემი წყალობა შენზე და დედაშენზე, ოდეს სიწმინდის სულით გაგაძლიერე, რათა დალაპარაკებოდი ხალხს აკვნიდან და ზრდასრულიც; როცა მე გასწავლე წიგნი, სიბრძნე, თევრათი და ინჯილი. ჩემივე ნებით მიწისგან გამოძერწე ჩიტის ქანდაკება, სული შთაბერე და იგი იქცა ფრინველად ჩემივე ნებით; და როცა კურნავდი ბრმებსა და კეთროვნებს და როცა მკვდრები საფლავებიდან გამოგყავდა ჩემი ნებით. როცა მივაქციე ისრაელის ძენი შენგან მაშინ, ცხადი მტკიცებანი რომ მიუტანე, და თქვეს იმათ, ვინც იყვნენ ურწმუნონი: ეს ცხადი ჯადოქრობააო. وَإِذْ أَوْحَيْتُ إِلَى ٱلْحَوَارِيِّـۧنَ أَنْ ءَامِنُوا۟ بِى وَبِرَسُولِى قَالُوٓا۟ ءَامَنَّا وَٱشْهَدْ بِأَنَّنَا مُسْلِمُونَ 111. და როცა შევაგონე მოწაფეები, რომ ერწმუნათ ჩემი და ჩემი შუამავალი, თქვეს: „ვირწმუნეთ! და დაგვიმოწმე, რომ ვართ მუსლიმები“. إِذْ قَالَ ٱلْحَوَارِيُّونَ يَـٰعِيسَى ٱبْنَ مَرْيَمَ هَلْ يَسْتَطِيعُ رَبُّكَ أَن يُنَزِّلَ عَلَيْنَا مَآئِدَةً مِّنَ ٱلسَّمَآءِ ۖ قَالَ ٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ إِن كُنتُم مُّؤْمِنِينَ 112. და როცა მოწაფეებმა ჰკითხეს მარიამის შვილს 'ისას, „შეუძლია შენს ღმერთს, რომ გარდმოავლინოს მაგიდა ციდან? მიუგო: „გეშინოდეთ ალლაჰისა, თუ ხართ მორწმუნენი! قَالُوا۟ نُرِيدُ أَن نَّأْكُلَ مِنْهَا وَتَطْمَئِنَّ قُلُوبُنَا وَنَعْلَمَ أَن قَدْ صَدَقْتَنَا وَنَكُونَ عَلَيْهَا مِنَ ٱلشَّـٰهِدِينَ 113. უთხრეს: „გვინდა, რომ ვჭამოთ მისგან, გული დავირწმუნოთ, გავიგოთ რომ მართალს გვეუბნები და ვიყოთ მისი მოწმენი. قَالَ عِيسَى ٱبْنُ مَرْيَمَ ٱللَّهُمَّ رَبَّنَآ أَنزِلْ عَلَيْنَا مَآئِدَةً مِّنَ ٱلسَّمَآءِ تَكُونُ لَنَا عِيدًا لِّأَوَّلِنَا وَءَاخِرِنَا وَءَايَةً مِّنكَ ۖ وَٱرْزُقْنَا وَأَنتَ خَيْرُ ٱلرَّ‌ٰزِقِينَ 114. თქვა მარიამის შვილმა: „ო ალლაჰ, ღმერთო ჩვენო! ზეგარდმოავლინე მაგიდა ციდან, რათა იყოს ჩვენთვის დღესასწაული პირველებისა და ბოლოთათვისაც და სასწაული შენგან; სარჩო გვიბოძე ჩვენ, რამეთუ შენა ხარ საუკეთესო სარჩოს მომცემი. قَالَ ٱللَّهُ إِنِّى مُنَزِّلُهَا عَلَيْكُمْ ۖ فَمَن يَكْفُرْ بَعْدُ مِنكُمْ فَإِنِّىٓ أُعَذِّبُهُۥ عَذَابًا لَّآ أُعَذِّبُهُۥٓ أَحَدًا مِّنَ ٱلْعَـٰلَمِينَ 115. ბრძანა ალლაჰმა: მე გარდმოგივლენთ თქვენ მას, ხოლო იმას, ვინც არ ირწმუნებს თქვენს შემდეგ, დავსჯი სასჯელით, რითაც ჯერ არავინ დამისჯია სამყაროთაგან. وَإِذْ قَالَ ٱللَّهُ يَـٰعِيسَى ٱبْنَ مَرْيَمَ ءَأَنتَ قُلْتَ لِلنَّاسِ ٱتَّخِذُونِى وَأُمِّىَ إِلَـٰهَيْنِ مِن دُونِ ٱللَّهِ ۖ قَالَ سُبْحَـٰنَكَ مَا يَكُونُ لِىٓ أَنْ أَقُولَ مَا لَيْسَ لِى بِحَقٍّ ۚ إِن كُنتُ قُلْتُهُۥ فَقَدْ عَلِمْتَهُۥ ۚ تَعْلَمُ مَا فِى نَفْسِى وَلَآ أَعْلَمُ مَا فِى نَفْسِكَ ۚ إِنَّكَ أَنتَ عَلَّـٰمُ ٱلْغُيُوبِ 116. და ეტყვის ალლაჰი: ჰეი 'ისა, შენ უთხარი ხალხს - დაგვადგინეთ მე და დედაჩემი ორ ღვთაებად ალლაჰის მაგივრად?! ეტყვის: დიდება შენდა! არასოდეს ყოფილა, მეთქვას ის, რისი უფლებაც არ გამაჩნია. და ეს რომ მეთქვა, გეცოდინებოდა კიდევაც. შენ უწყი რა არის ჩემში, მე კი არ ვიცი რა არის შენში. ჭეშმარიტად, შენა ხარ დაფარულთა მცოდნე. مَا قُلْتُ لَهُمْ إِلَّا مَآ أَمَرْتَنِى بِهِۦٓ أَنِ ٱعْبُدُوا۟ ٱللَّهَ رَبِّى وَرَبَّكُمْ ۚ وَكُنتُ عَلَيْهِمْ شَهِيدًا مَّا دُمْتُ فِيهِمْ ۖ فَلَمَّا تَوَفَّيْتَنِى كُنتَ أَنتَ ٱلرَّقِيبَ عَلَيْهِمْ ۚ وَأَنتَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ شَهِيدٌ 117. არაფერი მითქვამს მათთვის, იმის მეტი, რაც შენ მიბრძანე, რომ ეთაყვანეთ ალლაჰს - ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთს. მოწმე ვიყავი მათი, ვიდრე ვიყავი მათ შორის, ხოლო როცა მიმიბარე, უკვე შენა ხარ მათი მეთვალყურე, და შენ ყოვლისმოწმე ხარ. إِن تُعَذِّبْهُمْ فَإِنَّهُمْ عِبَادُكَ ۖ وَإِن تَغْفِرْ لَهُمْ فَإِنَّكَ أَنتَ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 118. თუ დასჯი მათ - ჭეშმარიტად, ისინი შენი მსახურები არიან, ხოლო თუ მიუტევებ, შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენი. قَالَ ٱللَّهُ هَـٰذَا يَوْمُ يَنفَعُ ٱلصَّـٰدِقِينَ صِدْقُهُمْ ۚ لَهُمْ جَنَّـٰتٌ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَآ أَبَدًا ۚ رَّضِىَ ٱللَّهُ عَنْهُمْ وَرَضُوا۟ عَنْهُ ۚ ذَ‌ٰلِكَ ٱلْفَوْزُ ٱلْعَظِيمُ 119. და იტყვის ალლაჰი: „ეს არის დღე, როცა მართალთ მათი სიმართლე სარგებელს მოუტანთ. მათ ექნებათ სამოთხენი, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები. იქნებიან იქ მარადიულად. კმაყოფილია მათით ალლაჰი და კმაყოფილნი იქნებიან მისით. აი ეს არის დიადი მიღწევა. لِلَّهِ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَمَا فِيهِنَّ ۚ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ قَدِيرٌۢ 120. ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა და იმისა, რაც ამათ შორისაა. და იგი ყოვლისშემძლეა.